ექსპერიმენტის
დეტალები: ჯეინ ელიოტი ცნობილი ექსპერიმენტატორი იყო. მისი
ინსპირაცია, ამჯერად, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა გახდა.
ექპერიმენტი მიზნად ისახავდა რასიზმისა და ცრურწმენების გავლენების
შესწავლას.
ელიოტმა კლასი დაყო ორ ჯგუფად,
რომელთაგან ერთი შედგებოდა მხოლოდ ყავისფერი თვალების მქონე, ხოლო
მეორე _ ცისფერი თვალების მქონე მოსწავლეებისგან.
პირველ დღეს მან გამოყო ცისფერთალებიანი მოსწავლეები, როგორც უმაღლესი, ძლიერი ჯგუფი და მიანიჭა მათ სხვადასხვა უპირატესობები. პირველ ჯგუფს უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ, უფრო მეტად ინტერაქციულები იყვნენ მათ მიმართ, რაც უარყოფითად აისახა მეორე ჯგუფზე.
ბავშვების მიმართვ დამოკიდებულების ცვლილებამ შეცვალა ბავშვების ქცევაც. ცისფერი თვალების მქონე ჯგუფის წევრები უფრო მეტად აკადემიურად მოწესრიგებულები გახდნენ და მოუმატეს სწავლის დონეს, უკეთ ასრულებდნენ დავალებებს. ამის საპირისპიროდ, მეორე ჯგუფმა გაუარესა სწავლა და ამ ჯვუფის წევრი ბავშვები გახდნენ ნაკლებად თავდაჯერებულები. მეორე დღეს კი ექსპერიმენტი შემობრუნდა და ამ ჯერად ცისფერი თვალის ფერის მქონე ბავშვები მოხვდნენ არაპრივილეგირებულ ჯგუფში.
ექსპერიმენტის
შედეგი: ბავშვები ისევ ერთი ჯგუფის წევრებად იქცნენ. მათ
აღნიშნეს თუ როგორ ცუდად გრძნობდნენ თავს უმცირესობაში და შეთახმდნენ,
რომ ადამიანები არ უნდა განიკითხო გარეგნული ნიშნით. ეს სავარჯიშო მას
შემდეგ ბევრჯერ განმეორდა და მსგავსი შედეგით დასრულდა.
მასალა მომზადებულია ნინო ღვალაძის მიერ.
წყარო: https://study.com/academy/lesson/group-prejudice-jane-elliotts-brown-eyes-vs-blue-eyes-experiment.html
https://www.researchgate.net/publication/229558147_Do_the_Eyes_Have_It_A_Program_Evaluation_of_Jane_Elliott's_Blue-EyesBrown-Eyes_Diversity_Training_Exercise1
იხილეთ მსგავსი:
ჯგუფის გავლენა ინდივიდზე - სოლომონ ეშის ექსპერიმენტი.