სიყვარულის ქიმია მეცნიერებას
სიყვარულის შესახებ ამოროლოგია ჰქვია. ამერიკელი მეცნიერი მ.
ლეიბოვიჩი თვლის, რომ სიყვარულის რეგულატორი კონკრეტული ქიმიური
ნივთიერება
ფენილეტამინოლია რომელსაც აქვს
უნარი აწარმოოს ადრენალინი. ადრენალინი კი იწვევს სიყვარულის
გრძნობისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს: _ გულის აჩქარება, სუნთქვის
გახშირება, სახეზე სისხლის მოჭარბება და თითების სუსტი ტრემორი.
შეყვარების პროცესში მონაწილეობს
ენდოკრინული სისტემა, ნერვული სისტემა, და ა.შ.
ამერიკელი სექსოლოგი ჯ. მონეი
იკვლევდა რა სიყვარულს, მივიდა დასკვნამდე, რომ პაციენტთა
უმრავლესობას ჰქონდა "სასიყვარულო სიბრმავე" _ რომანტიკული გზავნილები
ბლოკირდება ტვინში, როგორც დალტონიკები ვერ არჩევენ ფერებს,
შეყვარებულებიც ვერ აღიქვამენ სხვებისადმი სასიყვარულო
ლტოლვებს.
მანეის მიხედვით "სიყვარული ერთი
ნახვით" არის პროცესი, როდესაც ხვდები ადამიანს, რომელიც შენს
ფანტაზიაში დიდი ხანია ცხოვრობს. სიყვარული თითქმის შემთხვევათა
90%-ში პირველ ეტაპზე არის სექსუალური ლტოლვა _ ტვინი პერიოდულად
აგზნებულია ძლიერი ჰორმონების გავლენით და პერიოდულად მშვიდდება, ხოლო
შემდეგ ყალიბდება სიყვარულზე "დამოკიდებულების" სინდრომი.
სიყვარულის ჰორმონის ფორმულა
ასეთია: 2 - ფენილ-ეთილ ამინი. შოკოლადის ას გრამში არის 600 მგ. ეს
ნივთიერება. ამიტომაც სასიყვარულო იმედგაცრუებებისას ხშირია
შოკოლადისადმი ლტოლვა (შოკოლადი საუკეთესო ანტიდეპრესანტია).
2_ფენილ ეთილ ამინი გამომუშავდება
ორგანიზმში სიყვარულის გრძნობის საწყის ეტაპზე, იწვევს ემოციონალურ
აგზნებას, სექსუალურობას, ენერგეტიკულ აღზევებას. ენდორფინები
(სიხარულის ჰორმონები) კი წარმოადგენენ ხანგრძლივი სასიყვარულო
ურთიერთობების ჰორმონებს.
ქიმიური ბუნებით პეპტიდებია. იწვევენ ანალგეზიას, ეიფორია, მოქმედებენ მეხსიერებაზე და დასწავლის პროცესზე. ყველაზე აქტიურია ბეტა ენდორფინი. შეყვარებულობის რამდენიმე ნიშანი:
1. გულისცემის გახშირება _ გულს სურს მკერდიდან ამოხტომა.
2. ციებ-ცხელება
3. "მუცელში რაღაც მოძრაობს და
ვარდება"
4. სხეულში ჭიანჭველების ცოცვის
შეგრძნება.
5. გუგები უნებლიედ
ფართოვდება.
6. "ფრენის" შეგრძნება არ
გტოვებთ.
7. მადის დაკარგვა.
8. გაბრუება
9. აწეული განწყობა _ "შეგიძლიათ
მთები გადააბრუნოთ"
10. გაფანტულობა _ ვერ ახერხებთ
ყურადღების კონცენტრირებას.
11. საოცარი კეთილგანწყობის
გრძნობა ყველაფრისადმი.
ამავდროულად გაითვალისწინეთ, რომ
ზოგადად ორგანიზმში გამახვილებულია ყველა შეგრძნება.
და ბოლოს, უცნაური ვერსია _ რატომ
უყვართ მამაკაცებს გამორჩეულად ქერა ქალები: მეცნიერთა ნაწილი
მიიჩნევს, რომ ეს ესტეროგენების ბრალია, რაც მათ დიდი რაოდენობით
აქვთ.
ეს ჰორმონი აქვეითებს ლოგიკის და
მათემატიკური აზროვნების უნარს, ასევე ინტელექტს.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.