რეალობისგან გაქცეული ბავშვები
სკოლაში ხშირად ვხვდებით ბავშვის ტიპს, რომელსაც არ გააჩნია განათლების მიღების არანაირი სურვილი და მოტივაციები.
უნდა გახსოვდეთ! ყველა ადამიანში დაბადებიდანვე დევს უპირატესობისკენ სწრაფვის ინსტიქტი.
რეალობიდან გაქცეული ბავშვი საკუთარი ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს,
წარმოდგენებში ძლევამოსილი და დამმორჩილებელი გმირია. სწორედ ფანტაზიებში იკმაყოფილებს უპირატესობის ინსტიქტს, რადგან მან ამ უპირატესობის გარეგნული გამოვლენის რომელიღაც ეტაპზე მარცხი განიცადა, მიზანს ვერ მიაღწია, მშობლის ან მასწავლებლის მოლოდინები ვერ გაამართლა და საკუთარ "უსუსურობაში" დარწმუნდა.

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თვითნებურად დაბალანსებულ გზას ირჩევენ: რეალობას და საკუთარ ფანტაზიებს ერთმანეთს უსადაგებენ რის საფუძველზეც, ცნობიერ დონეზე უყალიბდებათ ცნება - „მე შემიძლია და მე არ შემიძლია“. ხოლი წარმატების მიღწევის რწმენას მოკლებული და მოტივაცია დაკარგული ბავშვი ახდენს საკუთარი თავის იზოლირებას, რის გამოც ის გამოსწორების ყველა გზას და შესაძლებლობას გაურბის.

სინამდვილეში მისი ეს განდგომა ერთგვარი „ბაკანის“ ფუნქციას ასრულებს რომლის მიღმაც იმალება რწმენას, მხარდაჭერას, სიყვარულს და აღიარებას მოწყურებული სული, რომელსაც თავისი თავის უსუსურობით გამოწვეული ტკივილისგან დასაცავად სჭირდება გარეგანი უხეშობა.

აუცილებელია მოიძებნოს ასეთი ბავშვების ალაპარაკების, გახსნის შესაძლებლობა. ბავშვისგან ნდობის მოპოვების და მათთან მუშაობის დროს აღმოვაჩენთ რომ, თავიანთი ოცნებებით რეალობისგან შორს არიან. მათ დახმარება სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ეს მოჩვენებითი „ბაკანი“ გასისხლხორცდება და შეიძლება ნაყოფიერი ნიადაგი გახდეს მომავალში საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად ჩამოყალიბისათვის. ცხადია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს როგორც წარმოსახვა, ისე რეალობის მონაწილედ გახდომის მზაობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები ჩვენსავით მარტივად ვერ აღიქვამენ თავიანთ ფანტაზიებს და ცხოვრების სიმართლეს. სამყაროს ორი უკიდურესობისკენ მიდრეკილნი არიან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მხედველლობაში უნდა გვქონდეს ისაა, რომ მათ აქვთ ყველაფრის დაპირისპირებულობებად დაყოფის მკვეთრი ტენდენცია, რომელიც მოკლედ შეიძლება გამოიხატოს, როგორც „ყველაფერი ან არაფერი“.
მსგავსი მოდელი ბიპოლარულს ხდის მათ. ასეთ ბავშვებს უჭირთ იმის გაგება, რომ მსგავსი სისტემით საზოგადოებაში რეალიზება შეუძლებელია. "ყველაფრის ან არაფრის" ორ უკიდურესობას შორის უამრავი დაყოფა არსებობს.

ამ ფორმულის მოძებნა აუცილებელია იმ ბავშვებს შორისაც, რომლებსაც არასრულფასოვნების გრძნობა აქვთ და ამ გრძნობის კომპენსირებას უჩვეულო ამბიციურობით ახერხებენ.
ბავშვის ხასიათის ბევრი თვისება და თავისებურება შეიძლება „ყველაფრის ან არაფრის“ იდეამდე დავიყვანოთ, მაგალითად სიჯიუტე, არაფრის კეთების სურვილი.
მოცემულ დებულებებს შემდეგ დასკვნამდე მივყავართ:

ბავშებს, რომელთაც ყველაფერის ქონის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, უვითარდებათ საღი აზრის საპირისპირო საკუთარი ფსიქიკა ან საკუთარი ინტელექტი და სულ უფრო და უფრო შორს მიდიან მათ მიერ წარმოსახული ფანტაზიების სამყაროში, ოცნების კოშკებში.

ისინი ზემგრძნობიარე ნატურები არიან და რეალობას ადვილად სცილდებიან, რამეთუ მათ მიერ შექმნილი ფანტაზიების სამყარო ცხოვრების თანმხვედრი დარტყმებისაგან გარკვეულ დაცვას ჰპირდება..
ოცნებებში დაბადებული ფანტაზიები სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების მიერ დაგეგმილი შემოვლითი მანევრი, რათა ცხოვრებაში უსიამოვნებები თავიდან აიცილოს. ბავშვისგან კარგი ადამიანის შექმნის და აღზრდის კონკრეტული მეთოდები და ფორმულები არ არსებობს.

სასურველია ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს ახსოვდეთ, რომ მათ უცერემონიოდ, უპატივცემლოდ არასოდეს უნდა მოექცნენ, უნდა გაამხნევონ ისინი, ყოველთვის შეეცადონ რეალური ცხოვრების მნიშვნელობის ახსნას, რადგან მათ საკუთარ ფანტაზიებსა და რეალურ სამყაროს შორის უფსკრული არ შექმნან.
აუცილებელია რეალობიდან გაქცეულ ბავშვებს ასწავლოთ „მე შემიძლიას“, „მე არ შემიძლიას“ გამიჯვნა და აღიარების დონის გაზრდა.

მხარდაჭერის ტექნიკად შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი რეკომენდაციები:
• ხაზი გაუსვით ბავშვის ნებისმიერ უკეთეს შედეგს, მის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯს;
• აღმოაჩინეთ მისი ძლიერი მხარარეები;
• შეამჩნევთ თუ არა ღირებულ უნარს, მაშინვე უთხარით მას ამის შესახებ;
• გამოავლინეთ რწმენა ბავშვის შესალებლობების მიმართ;
• აღიარეთ სწავლის პროცესის სირთულე;
• დაანახეთ, რომ თქვენც ბევრი რამის კეთება და მიღწევა არ შეგიძლიათ;
• აუხსენით, რომ დამარცხება არ ნიშნავს დასასრულს და ეს ახალი საქმისკენ და ახალი მიზნებისკენ მიმავალი გზის გაკვალვის კიდევ ერთი შანსია;
• თითოეული მიღწეული წარმატება აღუნიშნეთ, გაუმეორეთ და შეახსენეთ;
•ასწავლეთ, საკუთარ შესაძლებლობებზე ხმამაღლა საუბარი, საკუთარი უპასუხისმგებლობებით გამოწვეული მარცხის აღიარება და საკუთარი მიღწევებით ტკბობა.

ამ ყველაფერთან ერთად, ურთიერთობა, როგორც ტოლი ტოლთან და უპირობო სიყვარული ბავშვს საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს. მასში უპირატესობისკენ მისწრაფების გარეგნული გამოვლენისთვის საჭირო იმპულსებს აღძრავს და რეალობისგან გაქცევით გამოწვეული სიზარმაცე და უმწეობა თვალსა და ხელს შუა გაქრება.
ეკატერინე დარსანია

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?