სურათზე ხედავთ უძველესი ინდური
იგავის ილუსტრაციას. ყოველ ადამიანს სამყაროს და მოვლენების აღქმის
თავისეული მოდელი აქვს, რაც ხშირად ხდება გაუგებრობების მიზეზი.
შესაძლოა როგორც ერთი, ასევე მეორე
ვერსია შორს იყოს ჭეშმარიტების სრულყოფილი ხედვისგან, მაგრამ
საკუტარ თავში მოიცავდეს სიმართლის მარცვალს.
ამ იგავის მსგავსად:ერთხელ ბრმებმა შეიტყვეს ახალი
ამბავი, რომ ქალაქში უცნაური არსება, “სპილო” გამოჩენილიყო.
არცერთს არ ჰქონდა წარმოდგენა მისი
გარეგნობის შესახებ. გადაწყვიტეს ხელის შეხებით შეესწავლათ იგი.
იპოვეს სპილო და დაუწყეს ხელის
ცეცება.
პირველმა ბრმამ, ხორთუმს მოკიდა
ხელი და განაცხადა:
“ეს ხომ გველია”.
მეორემ ყურს შეავლო და მარაოდ
მიიჩნია.
მესამე ფეხს ჩაეჭიდა და თქვა: “მე
ბოძად აღვიქვამ სპილოს”.
მეოთხეს კუდი ეჭირა და სპილო თოკად
მოეჩვენა.
მეხუთე მუცელს წააწყდა და კედელიაო
თქვა.
მეექსე ეშვს წაეპოტინა და სპილო
მყარ მილს შეადარა.
შემთხვევით გამვლელმა ბრძენმა
კაცმა უთხრა მათ: “ყოველი თქვენგანი მართალია”.