მგზავრმა გაიარა სასაფლაოსთან,
სადაც სუფისტი მასწავლებელი იყო დასაფლავებული.
საფლავის ირგვლივ ფიქრებში
ჩაძირული მოსწავლეები ისხდნენ. კაცმა შეხედა საფლავის ქვას, რომელზეც
მასწავლებლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები იყო ამოკვეთილი.
მათ ქვემოთ კი ეწერა:
_მან, ვინც აქ განისვენებს,
იცოცხლა სრული 10 წელი.
_ეი მომისმინეთ, _ მიმართა
გამვლელმა მოსწავლეებს _ აქ შეცდომაა!
თუ დაბადებისა და სიკვდილის
თარიღებით ვიმსჯელებთ, თქვენმა მასწავლებელმა 70 წელი იცოცხლა.
_შეცდომა არ არის, _ უპასუხა
ერთ-ერთმა მოსწავლეთაგანმა _ მან ეს 10 წელი იცოცხლა სიხარულითა
და ბედნიერებით აღსავსემ.
კაცი დაფიქრდა და თქვა _
გამოდის, ჩემზე დაწერენ:
“ის დაიბადა და თითქმის არ
უცხოვრია?!”