გარეგნობა და ასაკობრივი ფიზიოლოგიური ცვლილებები
თინეიჯერებისათვის მეტად რთულად გადასატანია პუბერტაციის პერიოდი, რომელიც დაძაბული ფიზიოლოგიური პროცესების ფონზე მიმდინარეობს.

დგება ჰორმონალური ქარიშხლს დრო, რომლის საბოლოო მიზანია გოგონა აქციოს ქალად, ხოლო ვაჟი მაკმაკაცად. მათი სხეული ამ პერიოდის ბოლოს იძენს დასრულებულ ფიზიკურ ფორმებს. ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები გარკვეულ ასახვას პოვებს ფსიქიკაში. თინეიჯერი ხდება დაძაბული, ადვილად აგზნებადი, ახასიათებს ემოციური ფონის სწრაფი ცვალებადობა, ხდება მეტად მომთხოვნი გარშემომყოფებისა და საკუთარი თავის მიმართ.
ჰორმონალური აქტივობა ზოგჯერ უარყოფითად ვლინდება თინეიჯერის გარეგნობაში, (გამონაყარი, წონაში მატება, სახის ასიმეტრიები და სხეულის პროპორციის დარღვევა), რასთან შეგუებაც მას მეტად უჭირს. მოზარდში მიმდინარე ფსიქო-ფიზიკური ცვლილებები მიკრო-სოციუმში დაძაბულ, “ფეთქებად” გარემოს ქმნის, თინეიჯერს ეჩვენება, რომ მთელი სამყარო აუმხედრდა და თვითონაც მზადაა ამ “ომში” ჩასაბმელად.
მოზარდების დასამშვიდებლად ვიტყვით, რომ გარეგნობის ცვლილებებები წარმავალია და არ ღირს მათზე ღელვა. ჯობს ცხოვრება გაიმრავალფეროვნონ მათთვის ყველაზე საინტერესო და სასურველი აქტივობებით. განიტვირთონ ბუნების წიაღში ხშირი გასეირნებით, განეწყონ პოზიტიურად, იმეგობრონ იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ პოზიტიურ ადამიანებთან.
მშობლებს და თინეიჯერების გარშემომყოფ ადამიანებს ვურჩევთ, აღიჭურვონ მოთმინებით, უმნიშვნელო საკითხების გამო ნუ იკამათებენ, შეძლებისდაგვარად დაუახლოვდნენ შვილებს, რათა შეუმსუბუქონ მათ ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.
გაიხსენონ, რომ ეს პერიოდი მათაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადალახეს და გახდნენ მეტად დამთმობები შვილების მიმართ.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?