ადლერი ამტკიცებდა, რომ თითქმის
ყველა ადამიანს აქვს რაღაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ანდაც
ხასიათობრივი ნაკლოვანება, რაც უყალიბებს მას არასრულფასოვნების
კომპლექსს.
არასრულფასოვნების კომპლექსს გარდა ნეგატიურისა პოზიტიური გავლენის მოხდენაც შეუძლია პიროვნებაზე, რადგან იგი არცთუ იშვიათად გვევლინება იმ სტიმულად, რომელიც გამუდმებით გვიბიძგებს მივაღწიოთ მიზანს. ამ შემთხვევაში იგი აიძულებს ადამიანს მიზანმიმართულად ისწრაფვოდეს იყოს არა უარესი, არამედ უკეთესი, რაც მას შეუპოვარს ხდის.
” არასრულფასოვნების კომპლექსი, _
წერდა ადლერი, _ თავისთავად არ არის დესტრუქციული. ისაა მიზეზი
ადამიანის მდგომარეობის მრავალგვარი გაუმჯობესებისა”.
უპირატესობისათვის ბრძოლა და აგრესიული ტენდენციები მთავარი ფაქტორებია თვითდამკვიდრების, სრულყოფისა და თვითგადარჩენისათვის ბრძოლაში.
უპირატესობისათვის სწრაფვა,
შეგვიძლია მოვიაზროთ არა მხოლოდ ვიწროდ, _ როგორც ძალაუფლებისათვის
ბრძოლა, არამედ ფართოდ, _ როგორც ბრძოლა საკუთარი თავის
გასაუმჯობესებლად, საკუთარ თავში რიგი უნარების
განსავითარებლად.
ადლერის მიხედვით უპირატესობისაკენ
სწრაფვა თანდაყოლილია და სათავეს იღებს ევოლუციურ პროცესებში.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.