ალბათ შეგიმჩნევია, რომ დიდხანს
ჯდომისას გიბუჟდება კისერი, “გიშეშდება” ზურგი,
ძალიან იღლები, გაწუხებს თავის
ტკივილები…
ჩვენი ხერხემალი წლობით ითხოვს
ჩვენგან ყურადღებას, ჩვენ კი რატომღაც არაფერს ვიმჩნევთ. ხერხემლის
პათოლოგია კი იწვევს შინაგანი ორგანოების ბევრ დაავადებას.
შესაძლებელია შევინარჩუნოთ
ჯანმრთელი და მოქნილი ხერხემალი? რა თქმა უნდა! ამისათვის საკმარისია
დღის განმავლობაში შეასრულო რამოდენიმე მარტივი ვარჯიში. ისინი
გააუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და დაეხმარებიან თქვენს მალთაშორის
დისკებს.
ხერხემლის კისრის ნაწილისთვის
სასარგებლოა ასეთი ვარჯიში: დაჯექი სკამზე ან სავარძელზე, დაიდე
ხელები ქვედა ყბაზე და ყურებზე და სკამიდან აუდგომლად ნაზად აქაჩე
თავი ზევით. შეასრულე 4 – 5-ჯერ, შემდეგ გადაიტანე თავი უკან, სკამის
ან სავარძლის ზურგზე.
ხერხემლის მკერდის ნაწილის
დაძაბულობის მოსახსნელად სავარძელში ჯდომისას გადაიტანე მხრები უკან
და მიეყრდენი სხეულით სავარძლის ზურგს. შემდეგ დაწექი იატაკზე,
შემოხვიე ხელები მუხლებს და იქანავე წინ და უკან.
ხერხემლის წელის მიდამოსთვის
სასარგებლოა გვერდითი ბრუნები (დგომისას), გადახრები წინ, შემდეგ
უკან. შეგიძლია გააკეთო ტანის ბრუნვითი მოძრაობები. ამით შენ “ორ
კურდღელს დაიჭერ” – ზურგსაც დაეხმარები და მუცლის ირიბ
კუნთებსაც გაამაგრებ.
ხერხემლისთვის ძალიან სასარგებლოა
ძელზე ჩამოკიდება. ეს “ამოასუნთქებს” მალთაშორის დისკებს. ყოველ
დილით, გამოღვიძებისას, არ დაგავიწყდეს 5-10 წუთით ძელზე
ჩამოკიდება. საღამოს ვარჯიში გაიმეორე. ეს გაგანთავისუფლებს
დღის დაღლილობისგან.
ეთერ ფილიპოვიჩი
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.