რაიდთერაპია – აუტიზმის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდი
დღევანდელი მსოფლიო თავისი აჩქარებული ტემპით მუდმივ ცვლილებებს განიცდის. ცვლილებები მიმდინარეობს ყველა დარგში რაც კი რამე შეუქმნია უფლის, თუ მისი ძალით ადამიანის ხელს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უნებლიედ ხდებიან ამა თუ იმ ცვლილების მოწმე ანდაც მისი გამომცდელი. მიუხედავად აღქმების ინდივიდუალიზმის ზეიმისა, ყველაზე მტკივნეულად მაინც ადამიანის ჯანმრთელობის ცვლილება აღიქმება.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ რომ განსაკუთრებით მძიმეა შემთხვევა, როდესაც არ ვიცით თუ რა ხდება ჩვენს თავს და გამოსავლის პოვნა თითქმის წარმოუდგენლად მიგვაჩნია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი სამყარო სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა. ამ პერიოდში აღმოცენდა „ადამიანების (ბავშვების)  მდგომარეობა“  რომლის დამახასიათებელი ნიშნები არ გავდა არცერთ მანამდე აღმოჩენილ ავადმყოფობას. მისი პირველი აღწერა მოხდა ლეო კანერის მიერ 1943 წელს  ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელწოდებით, სადაც იგი გამოყოფდა შემდეგ დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს:
  • სოციალური ურთიერთობის დამყარების უუნარობა.
  • კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების შეუძლებლობა.
  • ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა.
  • საგნებით გატაცება.
  • ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე.
ახლად წარმოქმნილი დაავადებასთან ბრძოლა მულტიდისციპლინური აღმოჩნდა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში მონაწილეობას ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები, ფიზიკური, მეტყველების, ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები იღებენ. დღესდღეობით ცნობები აუტიზმის შესახებ მეტია და დასკვნების გაკეთებაც შედარებით ადვილია. ზოგჯერ ეჭვი სიცოცხლის პირველივე თვეებში ჩნდება, ზოგჯერ კი მხოლოდ ორი წლის შემდეგ. შესაძლოა, განვითარება რამდენიმე თვე ან წელიც კი ნორმალურად მიმდინარეობდეს და ბავშვმა მოგვიანებით დაკარგოს მანამდე ათვისებული უნარები, გამოაჩნდეს ქცევის, სოციალური თუ კომუნიკაციის პრობლემები.  აუტიზმი თანდაყოლილი ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომლის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია. მის აღმოცენებაზე ფიქრობენ, რომ  გავლენას ახდენს:

  • ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა.
  • გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.
  • გარემოს მავნე ზემოქმედება.
  • იმუნური სისტემის დეფიციტი.

აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე, ემოციების კონტროლის უუნარობაზე, ქცევის დარღვევასა და განსაკუთრებით წარმოსახვით თამაშზე. ხშირად ასეთ ბავშვებს დაქვეითებული აქვთ ტკივილის შეგრძნება, შეიმჩნევა სენსორულ გამღიზიანებლებზე პარადოქსული რეაგირება. ისინი მძაფრად რეაგირებენ ხმაურზე, შეხებაზე, სუნზე. შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი იმისა, რომ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მათ არ უყვართ ჩახუტება, ხელში აყვანა, სხვებთან სიახლოვე.

აუტისტური სპექტრის აშლილობა დღესდღეობით ბავშვთა განვითარების ერთ-ერთი ხშირი დარღვევაა, რომლის აღმოჩენისა და გავრცელების რიცხვი დრამატულად იზრდება. მის ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების, ინტერესების, ემოციების გაზიარების შეუძლებლობა. შიშები, განმეორებადი უჩვეულო აგრესიული და თვითდამაზიანებელი ქცევები. ყველაზე სუსტი ფორმა კი პირონვულ აშილობასა და დასწავლის უნარის დარღვევას ჰგავს.
აუტიზმის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას ყველა კრიტერიუმი რაც გამორიცხავს სხვა აშილობებს:
  • სმენის მნიშვნელოვანი დაქვეითება
  • გონებრივი ჩამორჩენა
  • რეცეპტული მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევა/მეტყველების შერეული დარღვევა
  • ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი
  • ელექტიური მუტიზმი
  • მიჯაჭვულობის რეაქტიული დარღვევა
  • ბავშვთა შიზოფრენია
  • დეპრივაცია
  • სენსორული ინტეგრაციის დარღვევა
აუტიზმის ქრონიკური მდგომარეობა და მისი განკურნების სამედიცინო საშუალება არ არსებობს, თუმცა აუტიზმის მქონე ბავშვთა მდგომარეობის შემსუბუქება და გაუმჯობესება შესაძლებელია ადრეული ასაკიდან სისტემატური პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ჩარევით, რადგან დროული დიაგნოსტირება და ადრეული ინტერვენცია (2 წლამდე, დღეში მინიმუმ 3 საათი, კვირაში მინიმუმ ხუთი დღე) დადებითად აისახება გამოჯანმრთელების ვადებზე. თუ ჩარევა ადრე დაიწყო და ინტენსიურია ამ ბავშვებს საზოგადოებაში ადაპტაციის მეტი შანსი აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით აუტიზმის განკურნება შეუძლებელია, არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლების მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აუტისტის მდოგმარეობას. ერთ-ერთი წამყვან მეთოდად მიიჩნევა“ გამოყენებითი ქცევითი ანალიზის“ პრინციპზე დაფუძნებული ქცევითი მოდიფიკაციის თერაპია ABA მეთოდი, სადაც დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლის გამოყენებით, ახდენენ ქცევით ფორმირებასა და სოციალურ კომუნიკაციური ჩვევების შემუშავებას. ასევე ცნობილია გაოყენებითი ანლიზის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა – TEACHH მეთოდი და განვითარების მასტიმულირებელი და ურთიერთობაზე დამყარებულ თერპია.

გარდა აღნიშნული  მეთოდებისა, აუტიზმის სამკურნალოდ გამოიყენება მრავალფეროვანი ალტერნატიული მეთოდებიც, რომელთა ეფექტიანობა ერთეულ შემთხვევებზეა დამტკიცებული. ამ მეთოდებში გამოირჩევა ცხოველთა თერაპია, რომელიც ორი ათეული წელია აქტიურად გამოიყენება აუტიზმის მქონე პირების სამკურნალოდ.

იპოთერაპია აუტიზმის დროს მიმართულია პირველ რიგში კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციის, ემოციური და სენსორული რეგულაციის გასაუმჯობესებლად, ცხენი გამოიყენება როგორც საშუალება, კომუნიკაციური ჩვევებისა და სოციალური ქცევების განვითარებისთვის. ბავშვს არამხოლოდ ცხენთან აქვს კონტაქტი არამედ მისი მეშვეობით ურთიერთობას ამყარებს პოთერაპევტთან  და თანატოლებთანაც.
როგორც უკვე ვთქვით, აუტიზმისთვის დამახასიათებელია სენსორულ გამღიზიანებლებზე პარადოქსული რეაგირება.იპოთერაპია არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს აუტიზმის მქონე ბავშვებში სენსორული იფორმაციის მოდულაციას და ინტეგრაციას.

ცხენთან ბავშვის ურთიეთობა არეგულირებს სენსორულ შესავალს და აწესრიგებს შეგრძნებების ზღურბს. მულტისენსორული სტიმულების შესეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება:
  • გამძლეობა სენსორული გამღიზიანებლის მიმართ
  • შეგრძნების ზღურბლის მოდულაციის უნარი
  • წონასეორობა და კონტროლი მოტორიკაზე
  • თვალისა და ხელის კოორდინაცია
  • ნებისმიერი ვიზუალური  და სმენითი ყურადღების კონცენტრაცია
  • თვითკონტროლის უნარი და ემოციური რეგულაცია
  • სოციალური ინტერაქცია და კომუნიკაციის ტექნიკა მნიშვნელოვნად მცირდება
  • თვითმასტიმულირებადი ქცევა და სტერეოტიპული მოქმედებები
  • გარემოში დისკომფორტის გამო სიბრაზის შეტევები
დღესდღეობით არსებობს კიდევ ერთი ბერკეთი, რომელიც ეხმარება დაინტერესებულ პირებს ადრეულ პერიოდში მოახდინონ სწორი დიაგნოზის დასმა და ადრეული ინტერვენციის დაგეგმვა. სწორედ ამიტომ შეიქმნა აუტისტური სპექტრის აშლილობათა სკრინინგისა და მეთვალყურეობის სპეციალური ტექნიკა. სკრინინგი შეფასების ხანმოკლე პროცედურაა, რომელიც გვეხმარება, გამოვავლინოთ  ბავშვები, რომელთაც განვითარების შეფერხების დასადგენად უფრო ღრმა გამოკვლევა  ესაჭიროებათ. განვითარების შესაფასებელი სკრინინგული გამოკვლევა დიაგნოსტიკის ყველაზე იაფ და მგრძნობიარე საშუალებად ითვლება. თუ სკრინინგული კვლევით აუტიზმის არსებობა საეჭვოა, საჭიროდ მიიჩნევენ უფრო ღრმა გამოკვლევას და უფრო დაწვრილებით შეფასებას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს დააწესა თარიღი, რომელიც აუტიზმის შესახებ ცოდნის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ეს არის 2 აპირილი, რომელსაც საქართველო პირველად 2012  შეუერთდა და რომელსაც განვითარებული მსოფლიო უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს.
მარიკო გორგოშიძე

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?