სიმბოლდრამა ფსიქოთერაპიის ახალი
მიმართულებაა, რომელიც შეიმუშავა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა
პროფესორმა ჰანსკარლ ლეინერმა. დაფუძნებულია რა კლასიკურ
ფსიქოანალიზსა და მისი თანამედროვე განვითარების კონცეფციებზე,
ემყარება ფანტაზირებას წარმოსახვითი სახეებით, რიცხვებით, ფერებით,
ნიშნებით და ა.შ. წარმოგიდგენთ რიცხვთა სიმბოლურ დატვირთვას.
1 რიცხვი ერთი
უნიკალობის, მთლიანობის, ერთიანობის სიმბოლოა.
ერთიმხრივ ეს არის მარტოობა,
მეორემხრივ ყოვლისმომცველობა, აბსოლუტურობა. ასევე ითვლება, რომ
მხოლოობა გარკვეულწილად ნარცისიზმის მახასიათებელია.
2 გაყოფის, პოლარულობის, დაპირისპირების ნიშანია, თუმცა შეიძლება მოვიაზროთ როგორც შეერთება, წყვილი, კავშირი, შესაბამისობა, რიცხვში “ორი” არ იკითხება სტრუქტურა, მასში მხოლოდ მიმართულებაა.
3 სტაბილურობის სტრუქტურა ვლინდება რიცხვ სამში, რომელიც სისავსის, სრულყოფილების, სინთეზის სიმბოლოს წარმოადგენს.
სამკუთხოვანობა ძირითადი
სტრუქტურული პრინციპია: საწყისი-შუალედი-დასასრული.
დაბადება-ცხოვრება-სიკვდილი.
წარსული-აწმყო-მომავალი.
სამი შვილი, სამი პრინცესა და სამი
სურვილი ზღაპრებში.
ხშირად მკვლევარები ეყრდნობიან რა მითებს, აღმოაჩენენ ხოლმე გარკვეულ პარადოქსს, რომ ორმაგი, ჰორიზონტალური სტრუქტურა იწვევს მესამეული ვერტიკალის წარმოჩენას. სამში თითქოს ორი საწინააღმდეგო დაკავშირებულია ერთი ყოვლისმომცველით.
ხშირად მკვლევარები ეყრდნობიან რა მითებს, აღმოაჩენენ ხოლმე გარკვეულ პარადოქსს, რომ ორმაგი, ჰორიზონტალური სტრუქტურა იწვევს მესამეული ვერტიკალის წარმოჩენას. სამში თითქოს ორი საწინააღმდეგო დაკავშირებულია ერთი ყოვლისმომცველით.
4 სტაბილურობის, უძრაობის, ჯვრის სიმბოლოა. იუნგი თვლიდა, რომ მისი საფუძველი ადამიანის და სამყაროს ერთიანობაა. სამისაგან განსხვავებით, რომელიც მოიაზრება, როგორც დინამიკური მთლიანობა, ოთხი სტატიკური ერთიანობაა. შემთხვევითი როდია, რომ სამყაროს იდეალური, მდგრადი სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ელემენტის სახით. სამხაროს ოთხი მხარე, ოთხი სტიქია და ა.შ. ამ ციფრის მატერიალური სიმბოლო ჯვარი და კვადრატია. კვადრატი წარმოადგენს აბსოლუტურ საწყისს, რომელიც თანაბრად გადაიკეცება ყველა მიმართულებით, ეს არის ყოფიერების ძირითადი კოორდინატები.
ჯვარი ყველა კულტურაში ცნობილია,
როგორც სიცოცხლისა და სიკვდილის ერთიანობის სიმბოლო, სიმბოლო
მატერიისა და სულის ერთიანობისა. ჯვარი მსგავსია ხელებგაშლილი
ადამიანის, ამიტომ, როგორც ჩანს თავის თავში ატარებს ანთროპომორფული
განმღრთობის იდეას.
5 სიმბოლოა ფარული საკრალური ცოდნისა და მაგიის. ამავდროულად ეს არის ადამიანის რიცხვი: ადამიანის ხელებგაშლილი ფიგურა და ფეხები მსგავსია ხუთქიმიანი ვარსკვლავის.
6 სიმბოლოა ხილული და უხილავი სამყაროს გაყოფისა, ეს წონასწორობის ციფრია.
7 ხასიათდება სამყაროს უნივერსალური იდეით_ 7 მუსიკალური ნოტი, კვირის 7 დღე
და “მაგიური შვიდეული”, რომელიც
განსაზღვრავს ადამიანის მეხსიერებას.
8 სტატიკური რიცხვია. ეს არის ფსიქიკური პროცესების მდუმარება. პითაგორელებისათვის სამართლიანობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ვინაიდან ბოლომდე იყოფა თანაბარ ნაწილებად (8=2X4, 4=2X2, 2=2X1). “დაწოლილი” რვიანი სიმბოლოა სამყაროების ჰარმონიული კავშირის, სწორედ ამიტომ რიცხვს შეესაბამება იასამნისფერი, ფერი ურთიერთსაწინააღმდეგოს შერწყმისა. რიცხვი რვა სიმბოლოა არაცნობიერის. მრავალ ევროპულ ენაზე რვა ჟღერდება როგორც “ღამე”.
9 სამჯერადი გასამების გზით თავის თავში მოიცავს დასრულებულ ციკლს. ბევრ მითოლოგიაში არსებობს ცხრა ზეცა, ცხრა მთა, ცხრა ზღვა. იგი რიცხვთაგან ყველაზე საკრალურია.
10 დაკავშირებულია თვლის დასაბამთან (ათი თითი) ასოცირდება გონებასთან, რაციონალურ აზროვნებასთან. მრავალ კულტურაში იგი ითვლებოდა სწორ, ღვთიურ საზომად. პითაგორელებმა ცნეს რიცხვის ღვთიურობა, რომელიც წარმოადგენს პირველი ოთხი ციფრის ჯამს (1*2*3*4). , ქმნის რა ტეტრაქტიდს (სრულყოფილების სიმბოლოს). იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციით ცნობილია ათი მცნება, ხოლო ჯკაბბალაში ცხოვრების ხის ათი სეფიროტი. შორეულ აღმოსავლეთში ვხვდებით ათიანს, როგორც გაორმაგებულ სიმბოლოს ხუთი სტიქიისა. (იანური და ინური ვარიანტი).
11 მას ხშირად მიეწერებოდა ცოდვა და ნებადაურთველობა. თუკი 10 აღნიშნავს სრულყოფილებას, ანდაც ღვთიურ რიგს, თერთმეტი არის ზღვარგადასულობის სიმბოლო. მრავალ კულტურაში არსებობს ისეთი კალენდარული პერიოდი, როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება. ამ დღეებში ადამიანი ივიწყებს საკუთარ ცივილურობას და მასში მთვლემარე ველურ ძალებს აძლევს გასაქანს. ასეთ დღეებში ტარდება რომაული სატურნალები და კარნავალები. გერმანიაში დღესაც მართავენ ლუდის კარნავალს, რომელიც იწყება 11 რიცხვში, მე-11 თვის 11:11_ზე ადგილობრივი დროით.
12 თორმეტი წარმოადგენს ევროპული თვლის საფუძველს თითის ფალანგებით და განასახიერებს დასრულებულობის პრინციპს. იგი ატარებს “ადამიანურობის” დატვირთვასაც. (12 თვე, 12 ზოდიაქოს ნიშანი, ისრაელის თორმეტი მუხლი, და ა.შ.).
13 ყველაზე ამოუცნობი და წინააღმდეგობრივი რიცხვია, მასთან მრავალი ცრურწმენაა დაკავშირებული, რომელთაც სიმართლესთან საერთო არაფერი აქვთ.
დანარჩენი რიცხვები იწარმოება წინა რიცხვების გამრავლებით და მიმატებით და ატარებენ იგივე აზრობრივ დატვირთვას, რომელთა ნამრავლსა და ჯამსაც შეადგენენ.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.