NLP_ბაზისური პრესუპოზიციები
NLP-ში ბაზისურ პრესუპოზიციებს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება. ბაზისური_იმიტომ, რომ მას ეყრდნობა ნლპ პრესუპოზიციები ნიშნავს მიახლოებით პოსტულატებს, თეზისებს, რწმუნებულებებს.
პრინციპები, რომლებიც ჩვენს ქმედებებს
უდევს საფუძვლად მსგავსია რწმუნებულებების, თუმცა განსხვავდება მათგან იმითი, რომ პრინციპებს ჩვენ ვირევთ. არ ვიცით სწორია თუ არა ისინი, თუმცა  ისე ვმოქმედებთ, თითქოს ისინი სწორი იყოს და ვმოქმედებთ იმ შედეგებით, რასაც ვღებულობთ. გავეცნოთ მათ:

1. რუქა ტერიტორია არ არის. რუქა რუქაა, ტერიტორია კი ტერიტორია. რუქები არის გეოგრაფიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. ზუსტი და სქემატური, დიდი და პატარა, არის გლობუსის სახის, ბანერის სახის და ა. შ. თუმცა ისინი მეტ-ნაკლებად ასახავენ ტერიტორიას, თუმცა რეალური ტერიტორია ბევრით განსხვავდება რუქისგან. შეზღუდვა ჩადებულია თავად აღქმის სისტემაში. ჩვენ გვაქვს უნარი, მივიღოთ მექანიკური და ელექტრო-მაგნიტური ტალღები გარკვეული ინტენსივობის, აღვიქვათ სხვადასხვა სიგრძის ტალღები და სხვადასხვა ამპლიტუდის ბგერები, მაგრამ ბიოლოგიურ ფილტრს მიღმა რჩება უამრავი რამ. ჩვენი ტვინი ხომ მხოლოდ შერჩევით აღიქვამს ინფორმაციას. ყოველ ადამიანს სამყაროს აღქმის თავისი რუკა აქვს, რომლის მეშვეობითაც ის მას შეიმეცნებს. იგი მრავლისმთქმელია თავად ადამიანის შესახებ.

2. ცნობიერება და სხეული_ერთიანი კიბერნეტიკული სისტემის ნაწილია. რას ნიშნავს? ცნობიერება ეს ყველაფერია, რაც ჩვენს აზროვნებასთანაა დაკავშირებული. სხეული კი _ ემოციები, შეგრძნებები, კუნთოვანი დაჭიმულობა, სუნთქვა და ყველაფერი, რაც ჩვენს ფიზიოლოგიას შეეხება. ერთიანი კიბერნეტიკული სისტემა ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

3.მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კოდირებულია ნერვულ სისტემაში. გვახსოვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე მომხდარა. მთავარია შევძლოთ მისით სარგებლობა.

4. სუბიექტური გამოცდილება ეყრდნობა 5 აღქმის სისტემას: მხედველობითს, სმენითს, ტაქტილურს, გემოვნებითსა და ყნოსვითს.

5. შეტყობინების აზრი იმ რეაქციაშია, რომელსაც იგი იწვევს. ინფორმაციის გადაცემის პროცესში ჩვენ ვასრულებთ გარკვეულ ქმედებას, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, ამავდროულად ჩვენი ქმედებები იწვევენ საპასუხო რეაქციას.

6. არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი.

7. ჩვენი ნებისმიერი ქმედების საფუძველში დევს კეთილი განზრახვა, რომელიც დაკავშირებულია პირველყოფილ კეთილ საწყისთან. დიახ, დიახ ყველაზე საშინელი და დამანგრევეილ მოქმედებაც კი კეთილი ზრახვის საფუძველზე ხდება. ნლპ-ში მიღებულია გავყოთ ქცევა ზრახვისაგან და იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პოზიტიური ზრახვა, უნდა შევცვალოთ ქცევა.

8. ნებისმიერი ქმედება არის არჩეული და საუკეთესო ვარიანტი არსებული შანსებიდან.

9. თითოეული ჩვენთაგანი ფლობს მისთვის საჭირო რესურსებს, მხოლოდ საჭიროა მათი მიგნება და გამოყენება.

10. სამყარო ჩვენდამი კეთილგანწყობილია, იგი გვანებივრებს ჩვენ იმ რესურსებით, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენი არსებობა უფრო კომფორტული ხდება.
თუნდაც მხოლოდ ამ პრესუპოზიციის არსებობა ნლპ_ს პოზიციას სხვა ფსიქოლოგიურ მიმართულებებთან მკვეთრად ცვლის. მხოლოდ იგი გვაძლევს საშუალებას დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარ თავსა და სამყაროსთან. იგი არა მხოლოდ გვკურნავს, არამედ გვასწავლის.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?