ბიჰევიორიზმი წარმოადგენს
ამერიკული პრაგმატული ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებას , რომელიც
ფსიქიკას განიხილავს მხოლოდ როგორც ქცევითი გამოვლინებების,რეაქციების
ერთობლიობას გარე ზემოქმედებაზე- სტიმულირებაზე.
ბიჰევიორიზმი წარმოიქმნა 1913 წელს
ჯონ უოტსონის(1878-1958) დეკლარაციების წყალობით, რომელიც გადმოცემული
იყო მის სტატიებში ,,ფსიქოლოგია ბიჰევიორისტის თვალსაზრისით“.
გამოიყენეს ი. პავლოვის მოძღვრება და ედუარდ ლი თორნდაიკის მიერ
განხორციელებული ცხოველების ქცევის კვლევა.
ბიჰევიორიზმისთვის ცენტრალურ
მომენტს წარმოადგენს დასწავლის პრობლემა, რომელიც მოიცავს ქცევის
ფორმათა ფართო სპექტრს: ცოდნა, უნარჩვევები, მორალური პრინციპები,
მანერები და სხვა.
მათთვის ცოცხალი ორგანიზმის ყოველი
ქცევა მხოლოდ სტიმულზე რეაგირებაა და მეტი არაფერი, რაც
გამოიხატება(S R ) სტიმულ
რეაქციის ცნობილი სქემით.
დასწავლის ბიჰევიორალური თეორიის
ფილოსოფიურ საფუძველს წარმოადგენს ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის
ემპირიზმის კონცეფცია ,,სუფთა დაფის“ შესახებ, რომლის თანახმადაც
ადამიანს დაბადებისას არ აქვს არავითარი თანდაყოლილი იდეები და მისი
ქცევა, აზრები და გრძნობები ფორმირდება გარემოს გავლენების
შედეგად.
,,მომეცით რამდენიმე ჯანმრთელი
ჩვილი ბავშვი, შესაძლებლობა აღვზარდო ისინი სპეციალურ გარემოში. მე
გაძლევთ გარანტიას, რომ შემთხვევით შერჩეული ერთი მათგანისგან
ნებისმიერი პროფილის სპეციალისტს გამოვიყვან: ექიმს, მახატვარს,
ვაჭარს, მათხოვარსა და ქურდსაც კი, მიუხედავად მათი მიდრეკილებისა,
ნიჭისა, მისი წინაპრების საქმიანობისა და რასობრივი იდეოლოგიისა“. –
ჯონ უოტსონის ეს სიტყვები ახმოვანებს, მათ ერთ-ერთ ძირითად
მოსაზრებას: ადამიანები იბადებიან შეზღუდული რაოდენობის რეფლექსებით.
ადამიანის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასწავლას.
ადმიანის თავისებურებანი მთლიანად ცხოვრებისეული გამოცდილებით
განისაზღვრება და შეიძლება ითქვას, რომ მემკვიდრული ფაქტორები არაფერ
შუაშია.
არსებობს ქცევის ორი ტიპი:
- რესპოდენტული (თანდაყოლილი საპასუხო რეაქცია სტიმულზე);
- ოპერანტული (დასწავლილი და განმტკიცებული);
უფრო მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ,
რესპოდენტული ქცევის დროს ორგანიზმი რეაგირებს გარემოზე, მაშინ, როცა
ოპერანტული ქცევის დროს ორგანიზმი უშუალოდ არ რეაგირებს სიტუაციაზე ან
გარემოდან შემოსულ სტიმულზე.
რესპოდენტული ქცევა უნებლიედ
ვლინდება, ოპერანტული ქცევა ყოვეთვის ნებელობითია. მაგ: დაცემინება,
თვალის ხამხამი, შიმშილი, შიში – რესპოდენტებია. მათი შეკავება ძალიან
რთულია. ხოლო ადამიანის ქცევათა უმრავლესობა ოპერანტულია, როგორიცაა
წერილის დაწერა, სასეირნოდ წასვლა და ა.შ. ეს ქცევები წინასწარაა
განსაზღვრული.
დგება საკითხი: როგორ ხდება
ამა თუ იმ ქცევის დასწავლა? ბიჰევიორისტები თვილან, რომ დასწავლა
ხდება კლასიკური ოპერანტული განპირობებულობის მეშვეობით.
კლასიკური ანუ პირობით-რეფლექსური
განპირობებულობის მაგალითია ი.პავლოვის ცნობილი ცდები. პავლოვმა
ძაღლებზე ჩატარებული კვლევის შედეგად შენიშნა, რომ თუ საკვების
მიცემამდე დარეკავდნენ ზარს, შემდეგ მისცემდნენ საკვებს და ამას
გაიმეორებდნენ რამდენჯერმე, სულ მალე, მხოლოდ ზარის დარეკვა(საჭმლის
მიცემის გარეშე) იწვევდა ძაღლში ნერწყვის გამოყოფას. ის, რომ საჭმლის
პირში მოხვედრის შემდეგ ნერწყვი გამოიყოფა საყოვეთაოდ ცნობილი
ფაქტია, მაგრამ ზარის ხმაზე ნერწყვის გამოყოფა პრინციპულად ახალ
ახსნას მოითხოვდა. გარე პირობების ზეგავლენით ადამიანის დიდი ტვინის
ქერქში იქმნება ახალი დროებითი კავშირები. ამ გარემოებაში ხედავს ი.
პავლოვი ცოდნისა და საზოგადოდ გამოცდილების შეძენის ფიზიოლოგიურ
საფუძვლებს. განპირობების ამ ტიპს ეწოდება პირობითი-რეფლექსური
დასწავლა.
ოპერანტული განპირობებულობის
ცნების დამუშავების აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ
პირობითი რეფლექსის გამომუშავების მეთოდიკა არ გამოდგება რთული ქცევის
დასწავლისთვის. ცნობილია კლასიკური ექსპერიმენტები ცხოველებზე,
მაგალითად კატებზე. გალიიდან გამოსვლას ან საჭმლის მიღებას კატები
სწავლობდნენ ბერკეტზე თათისდაკვრით. თავიდან კატები შემთხვევით
ასრულებდნენ საჭირო მოქმედებას და აღებდნენ გალიას ან იღებდნენ
საკვებს. მაგრამ საკვების ან თავისუფლების მიღებამ, როგორც
განმტკიცებამ. გააძლიერა ეს ქცევა და კატა სულ უფრო ხშირად ასრულებდა
ამ მოქმედებას. ბოლოს კი პირდაპირ ამ მოქმედებას ასრულებდნენ. ე.ი
მოხდა სასურველი ქცევის განმტკიცება და დასწავლა მისი წახალისების,
დაჯილდოვების შედეგად. ამგვარად, ოპერანტული განპირობებულობა- სწავლის
ისეთი დასწავლაა, რომელიც გულისხმმობს შემდეგს: რეაქცია ან ქცევაში
ცვლილება განმტკიცდება ან შესუსტდება შედეგით.
კლასიკურ და ოპერანტულ
განპირობებულობას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ოპერანტული
განპირობებისას ქცევის გამოწვევა ავტომატურად არ შეიძლება. ქცევა
მანამდე უნდა არსებობდეს, სანამ მოხდება განმტკიცება. მართალია
ბიჰევიორისტებმა დასწავლის თითქმის ყველა ძირითადი პრინციპები
ცხოველებზე დაადგინეს, მაგარამ ისინი თვილან, რომდასწავლის
კანონზომიერებანი ადამიანთანაც იგივეა.
ქცევის მართვა მხოლოდ პირობითი რეფლექსის გამომუშავებით, რესპოდენტული ქცევებით ვერ მიიღწევა, რადგან რესპოდენტულ ქცევაში ახალი სტიმული ძველ რეაქციას უკავშირდება, სწავლა კი ახალი რეაქციების დაუფლებას გულისხმობს.
მაგ: მასწავლებლის
სიტყვები:,,გამოდი დაფასთან“ არის სტიმული, რომელზე საპასუხო რეაქცია
მოსწავლის მხრიდან არის ის, რომ მოსწავლე გამოდის დაფასთანს.
ტერმინს განმტკიცება ფსიქოლოგიაში
სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს. განმტკიცება ეს არის ქცევის
გაძლიერებისათვის შედეგების გამოყენება. მაგ: მასწავლებლის შექებისგან
მიღებული კმაყოფილების განცდა შესაძლებელია გახდეს მოსწავლისათვის
კარგი სწავლის გაძლიერების სტიმული, ან ,,ნარკოტიკულმა
ტკბობამ“, როგორც ნარკოტიკის მიღებით გამოწვეულმა შედეგმა, მისი
მიღების ალბათობა გაზარდოს. რა საკვირველია, ნებისმიერი ქცევა
შეიძლება განმტკიცდეს: კარგიც და ცუდიც.
განმამტკიცებელი არის ქცევის
შედეგი, რომელიც ზრდის რეაქციის განმეორებითი განხორციელების
ალბათობას.(საკვები, ჯილდო, წახალისებანარკოტიკი, სიგარეტი,
ალკოჰოლი…. – განმამტკიცებლებია)
განმამტკიცებლები მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ, სულერთია ეს მოთხოვნილება სასურველია თუ არა. მაგ: თუ მოსწავლეს არ უნდა კლასში ყოფნა, ის ცუდად იქცევა და მასწავლებელი გაკვეთილიდან აგდებს. მოსწავლესაც უმტკიცდება ეს ქცევა და იმეორებს, როცაკი გარეთ წასვლის მოთხოვნილება უჩნდება.
იმისთვის, რომ სასურველი ქცევა
საბოოლოდ განმტკიცდეს, ასევე საჭიროა განმტკიცებას დაექვემდებაროს ამ
ქცევის შემადგენელი ყოველი მოქმედებაც, ყოველი წვრილმანი მოძრაობა,
რომელიც მიზნთან აახლოებს ინდივიდს. ეს ხდება დასჯა-წახალისების
გზით.
განმტკიცება ემსახურება ქცევის
გაძლიერებას. ამისგან განსხვავებით, დასჯა ემსახურება ქცევის
შესუსტებას, მიმართულია იმისკენ, რომ შეამციროს მომავალში ქცევის
აღმოცენების ალბათობა.
განმტკიცებაც და დასჯაც 2 სახისაა:
პოზიტიური და ნეგატიური.ბიჰევიორიზმის კონტექსტში ეს ცნებები უფრო
უარყოფითი და დადებითი რიცხვების მნიშვნელობის მსგავსია, ანუ
მიმატებას და გამოკლებას გულისხმობს და არა იმის, რაიმე კარგია თუ
ცუდი. რაღაცის მიმატება ან მოკლება ხდება იმ მიზნით, რომ
განმტიკცდეს ან შესუსტდეას რაიმე ქცევა. პოზიტიურობის შემთხვევაში
სტიმულის მიმატება, წარდგენა ხდება, ნეგატიურობის შემთხვევაში
გამოკლება ანუ ჩამორთმევა.
მაგ: კარგად ნასწავლ გაკვეთილში
მასწავლებლემა მოსწავლეს მაღალი ქულა დაუწერა. ე.ი მოხდა სასურველი
სტიმულის მიწოდება იმისთვის, რომ კარგად სწავლის ქცევა გაძლიერდეს. ან
ასეთი მაგალითი: მოსწავლე სკამიდან გადმოვარდა, რამაცგამოიწვია სიცილი
კლასში. ისიც იმეორებს ამ ქცევას პერიოდულად, რადგან ჯილდოვდება
თანაკლასელთა ყურადღებით და სიცილით. სამწუხაროდ, ზოგჯერ
მასწავლებლები ხელს უწყობენ პრობლემური ქცევის განმტკიცებას –
მათ მიერ განხორციელებული საპასუხო რეაქციის არაადექვატურობის გამო.
მაგ: მოსწავლე მასწავლებლისგან ყურადღების მიპყრობის მიზნით ოხუნჯობს.
მასწავლებელიც მის ყოველ გამოხტომას უპასუხოდ არ ტოვებს, შენიშვნებს
აძლევს და აი, შედეგიც: მოსწავლე იღებს იმას, რაც სურს და ამგვარად
ხდება ცუდი ქცევის განმტკიცება, მოსწავლე იმეორებს თავის
გამოხტომებს.
ვნახოთ როგორია უარყოფითი განმტკიცების მექანიზმი. თუ ქცევა თავს აგარიდებს არასასიამოვნო სიტუაციას, მოგაშორებს არასასიამოვნო გამღიზიანებელს მაშინ საქმე გვაქვს უარყოფით განმტკიცებასთან(ე.ი ხდება უსიამოვნო სტიმულისთვის თავის არიდება). მაგ: მანქანის უსაფრთხოების ღვედის გაუკეთებლობის გამო დაჯარიმების შიშით თქვენ იკეთებთ მას, როგორც კი მანქანაში ჯდებით, რათა თავი აარიდოთ ჯარიმას. განვიხილოთ ასევე ის მოსწავლეები, რომლებიც ,,ავად“ხდებიან ტესტირების დაწყების წინ და მათ სკოლის ექიმთან აგზავნიან. ეს ქმედება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, თავი დააღწიოს არასასიამოვნო სიტუაციას – ტესტირებას. ამრიგად, ,,ავად“ გახდომის ქცევას მოსწავლე გაიმეორებს, ეს ქცევა განუმტკიცდება, მოხდება უარყოფითი განმტკიცება. რადგან თავი აარიდა ტესტირების არასასიამოვნო ფაქტს. ამგვარად ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს(დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს(უარყოფითი განმტკიცება). აქედან გამომდინარე, სწავლის ორი გზაარსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს ქცევას, ან უნდა აიცილოთ ამ ქცევის უსიამოვნო შედეგი.
ზოგადად გამტკიცებას შემდეგი ამოცანების გადაჭრა ევალება:
- ახალი ქცევის ფორმირება;
- უკვე არსებული სასურველი ქცევის განმტკიცება;
- უარყოფითი ქცევის შესუსტება;
- სასურველი ქცევის ბუნებრივ პირობებში გამოვლენის ხელშეწყობა;
განმტკიცებული სტიმულის 3
კატეგორია არსებობს:
- სოციალური – შექება, ღიმილი, ყურადღება
- ქცევითი – თამაში, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სიმბოლური – ნიშნები; ფული; ჟეტონი;
ახლა განვიხილოთ დასჯის
მაგალითები:
პოზიტიური დასჯაა მაგალითად, ცუდი
სწავლის გამო მოსწავლეს ცუდი ნიშანი დაუწერეს. ე.ი ხდება მტკინვეული ,
ავერსიული სტიმულის მიწოდება იმ ვარაუდით, რომ ცუდი ქცევა(სიზარმაცე)
შესუსუტდეს. ხდება სასჯელის წარდგენა. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი
პოზიტიურობა. ნეგატიური დასჯის დროს ხდება სასურველი სტიმულის
ჩამორთმევა რაიმე ქცევის გამეორების შემცირების მიზნით. მაგ:
მოსწავლეს ცუდი სწავლის გამო მასწავლებელი ექსკურსიაზე არ
წაიყვანს, ეს ნეგატიური დასჯის მაგალითად გამოდგება.
1. განმტკიცება
პოზიტიური_დადებითი სტიმულის
წარდგენა (დაჯილდოვება)
ნეგატიური_მტკინვეული სტიმულების
აშორება
2. დასჯა
პოზიტიური_ავერსიული სტიმულის
წარდგენა (დასჯა)
ნეგატიური_დადებითი სტიმულის
აშორება (ჯარიმა)
ჩაქრობა: კლასიკურ პირობით
რეფლექსში საპასუხო რექცია ქრება როცა არის პირობითი სტიმული, მაგრამ
მას არ მოჰყვა უპირობო სტიმული(გაისმა ჩანგლის ხმა, მაგრამ მას არ
მოჰყვა საკვები).
ოპერანტულ განპირობებაში ადამიანი ან ცხოველი არ გააგრძელებს ქცევას თუ ჩვეული განმამტკიცებელი დიდხანს არ გაჩნდება. მაგ: თქვენ მუდმივათ უგზავნით ლექტორს წერილებს ინტერნეტით, მაგარმ ის არასდროს გპასუხობთ, თქვენ შეიძლება თავი დაანებოთ მათ გაგზავნას. განმტკიცების ერთბაშად შეწყვეტა იწვევს ქცევის ჩაქრობას.
ოპერანტულ განპირობებაში ადამიანი ან ცხოველი არ გააგრძელებს ქცევას თუ ჩვეული განმამტკიცებელი დიდხანს არ გაჩნდება. მაგ: თქვენ მუდმივათ უგზავნით ლექტორს წერილებს ინტერნეტით, მაგარმ ის არასდროს გპასუხობთ, თქვენ შეიძლება თავი დაანებოთ მათ გაგზავნას. განმტკიცების ერთბაშად შეწყვეტა იწვევს ქცევის ჩაქრობას.
მოცემული თეორიებიდან გამომდინარე
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს შეიძლება ვასწავლოთ ნებისმიერი ტიპის
ქცევის იმ სიხშირით განხორციელება , რაც საჭირო იქნება მომცემული
მიმართულებისთვის. ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ახალი ტიპის
ქცევის სწავლება და რამდენად ხშირად გამეორდება ეს ახლად ნასწავლი
ქცევა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეგულარულად და ხშირად ხდება
მისი განმტკიცება.
თიკო მაისურაძე
ყველა სტატია შექმნილია
არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება
საავტორო უფლებები.
გამოყენებული ლიტერატურა:
რიჩარდ გერიგი და ფილიპ ზიმბარდო-
,,ფსიქოლოგია და ცხოვრება“
ანიტა ვულფოლკი- ,,განათლების
ფსიქოლოგია“