ადამიანისთვის აუცილებლია იცოდეს,
თუ რამდენად არის ის მისაღები საკუთარი თავისთვის.
თუ მივაყურადებთ საკუთარ თავს, რას ველაპარაკებით მას, რა სახეები და ხატები გვიჩნდება თვალწინ, ჩავუკვირდებით მოვლენებს, რომლებიც გვახსენდება, ვიგრძნობთ ჩვენს გუნება-განწყობას, მაშინ ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, რამდენად შევესაბამებით ჩვენს ცხოვრებისეულ წარმოდგენებს.
თუ მივაყურადებთ საკუთარ თავს, რას ველაპარაკებით მას, რა სახეები და ხატები გვიჩნდება თვალწინ, ჩავუკვირდებით მოვლენებს, რომლებიც გვახსენდება, ვიგრძნობთ ჩვენს გუნება-განწყობას, მაშინ ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, რამდენად შევესაბამებით ჩვენს ცხოვრებისეულ წარმოდგენებს.
როდესაც ადამიანი ღრმად ჩაიხედავს
საკუთარ თავში, ის აცნობიერებს მისი ამჟამინდელი მდგომარეობის
მიზეზებს, ხედავს უარყოფილ ან განდევნილ სურვილებს, ამოტივტივდებიან
ბავშვობის პრობლემები.
ბავშვი იზრდება, ყალიბდება როგორც
პიროვნება ოჯახისა და სკოლის ზეგავლენით, ტრადიციებით. შედეგად ბავშვი
კარგავს თანდაყოლილ ძალასა და სიბრძნეს. უფრო სწორად, კი არ კარგავს,
არამედ მას გადაეფარება ხოლმე ურთიერთობების სისტემა, რომელიც
მიღებულია ოჯახში, საზოგადოებაში. შესაბამისად, მოზრდილი
ადამიანისთვის ამოცანა ხდება ი პ ო ვ ო ს ს ა კ უ თ ა რ
ი თ ა ვ ი.
ქების ღირსნი არიან მშობლები,
რომელთაც შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი მთლიანობა და ბავშვის
მთლიანობა. სხვა შემთხვევაში უკვე ფსიქოლოგის ამოცანაა მოხსნას ეს
გადაფარვები და გაანთავისუფლოს ადამიანის სულიერი ძალები.
როდესაც ადამიანს არ აქვს საკუთარ
არაცნობიერთან ურთირთობის გამოცდილება, მას უდგას ბარიერი
საკუთარ თავსა და მის მისწრაფებებს შორის. ის ვერ აცნობიერებს,
რა უშლის ხელს, რა უნდა გააკეთოს, რომ მისი განვითარება გახდეს
თავისუფალი.
ფსიქოთერაპიის თანამედროვე
ტექნიკები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ პიროვნებამ შეიტყოს,
როგორ არის ჩამოყალიბებული (ფორმირებული) მისი არაცნობიერი, როგორი
ურთიერთობა აქვს მას ცნობიერებასთან.
ქვიშათერაპია ერთ-ერთი ამ
მეთოდთაგანია. ის საშუალებას აძლევს პიროვნებას ჩაიხედოს გონების
სიღრმეში, უფრო ღრმად – გრძნობებში, უფრო ღრმად – წინაგრძნობებში, და
კიდევ უფრო ღრმად – არაცნობიერში… ყველაფერი დამოკიდებულია
იმაზე, თუ რამდენად ღრმად გსურთ ჩასვლა, რამდენად ხართ
მომზადებული.
ქვიშათერაპია არტთერაპიის
სახეობაა, ოღონდ მას აქვს დიდი უპირატესობა – ის არ საჭიროებს ხატვის
ან სხვა შემოქმედებითი ნიჭების არსებობას. ქვიშის ველი და მზა
ფიგურები, რომელთაგან თქვენ მხოლოდ უნდა ამოირჩიოთ თქვენთვის
ყველაზე შესაფერისი, გაქცევთ თქვენი საკუთარი ქმნილების შეუდარებელ,
უბადლო ავტორად. თქვენ გევხართ გულივერს, თქვენი ქვეყანა კი ისეთი
პატარაა, როგორც დედამიწა კოსმოსური ხედვით. სწორედ ამაშია ქვიშური
ქმედებისა და ქვიშური ზემოქმედების მომხიბვლელობა – შენ ყოველთვის
იქნები მეტი შენს ჩვევათა სამყაროზე, სურვილებზე, ოცნებებზე და
ქმედებებზე.
ქვიშის თითებს შორის გატარებისას
შეიძლება იგრძნოთ, რით იყო ტრავმირებული თქვენი სული, სად იმალება
ფსიქოტრავმა, რომელმაც გავლენა მოახდინა პიროვნების
ფორმირებაზე. ქვიშასთან მუშაობის პროცესში მოიხსნება
ფსიქოემოციური დაძაბულობა, გაიხსნება შესაძლებლობები, რომელიც
გადაფარული იყო. როდესაც ჩვენ პირისპირ ვეჯახებით ჩვენს პრობლემებს,
შევხედავთ რა მათ გვერდიდან, ხელმისაწვდომი ხდება ერთდროს
დაკარგული რესურსები და ყალიბდება ახალი, პოზიტიური მდგომარეობა.
ვნებათაღელვასა და სულიერ რღვევებს ენაცვლებიან ცნობისმოყვარეობა და
უბრალოება.
რატომ ქვიშა? ქვიშას შეუძლია
გახსნას საიდუმლოებები, მასში დევს
მსოფლიო გონების საგანძური. ქვიშის ტალღები დამყოლია და
ცვალებადი. მას შეუძლია გაატროს ის, რასაც ვერ ისმენს
ცნობიერება. ქვიშა დამჯერია. ის
მიიღებს იმ ფორმას, რომელსაც თქვენ მოისურვებთ. ის მრავალჯერ
გადადინდება თქვენს ხელებში, მანამდე, სანამ არ გახდება
თქვენი მდგომარეობისა და ხედვის თანმხვედრი. აქ გამორიცხულია
შემთხვევითობები. თქვენ შეძლებთ შეხედოთ თქვენს წარსულს, თქვენს
აწმყოს და თქვენს მომავალს. შემდეგ თქვენ თვითონ მიიღებთ
გადაწყვეტილებას, როგორ უნდა აეწყოთ, ან შეიძლება არაფერიც არ
შეცვალოთ, მხოლოდ შეინარჩუნოთ ის რესურსები, რომლებიც ქვიშის ველმა
დაგანახათ.
წარმოიდგინეთ თბილი მზიანი დღე,
ზღვის ნაპირი, ქვიშა, რომელშიც თქვენ მრავალნაირ ნაგებობებს აშენებთ,
იყენებთ მშრალ, სველ ქვიშას, აგებთ ციხესიმაგრეებს,
მიწისქვეშა გვირაბებს, ქალაქებს, სკვერებითა და
შენობებით… აი, გულიც, ისარგაყრილი… „მე + ჩემი საყვარელი
ადამიანი“. ჩვენ არ ვწერთ „მე – ჩემი საყვარელი ადამიანი“ –
ჩვენ ვცდილობთ აღვბეჭდოთ საყვარელი მოვლენები და მდგომარეობები.
სწორია ყველაფერი. გაიარეთ ცხელ
ქვიშაზე ზღვის ნაპირამდე, ჩადგით ფეხი ზღვის წყალში… და მიიღეთ
დაუვიწყარი შთაბეჭდილება… თ ქ ვ ე
ნ უ ფ რ ო მ ე ტ ა დ დ ა უ ვ ი წ ყ ა
რ შ თ ა ბ ე ჭ დ ი ლ ე ბ ა ს მ ი ი ღ ე ბ
თ ქ ვ ი შ ა თ ე რ ა პ ი ი ს ს ე
ა ნ ს ზ ე – ადამიანი შედის თავის არაცნობიერის იდუმალ
სამყაროში. აქ არ არის ჰიპნოზი, არ არის შიში ფსიქოლოგის
უხერხული კითხვების… არის ქვიშის ველი და
უამრავი ფიგურა, რომელთა შორის თვითოეული იპოვის თავისთვის
შესაფერისს. ეს არის თამაში საკუთარ თავთან, რომელიც ნებისმიერისთვის
ხდება ხელმისაწვდომი. აქ ყოველი ადამიანი ნახულობს იმას, რაც მას
ამჯამად სჭირდება. ეს ჰგავს თვითშეცნობის რიტუალს, რომელსაც
ადამიანი საკუთარი სურვილისამებრ ახორციელებს.
ქვიშათერაპია წარმატებით
გამოიყენება ისეთი პრობლემების დაძლევისთვის, როგორებიცაა:
-ქცევის სხვადასხვა
დარღვევები
-ურთიერთობების სირთულეები
-ფსიქოსომატური დაავადებები
-მომატებული ღელვა, შიშები
-პოსტსტრესული დარღვევები
-ნევროზები
-მეტყველების განვითარების
პრობლემები
-აუტიზმი
„ფსიქოკორექციისა და
ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონში" წარმატებით გამიყენება
ქვიშათერაპია ინდივიდუალური და ოჯახური წყვილების
კონსულტირებისთვის. ის შეიძლება იყოს კორექციის წამყვანი
მეთოდი, მაგალითად, ნევროზული ხასიათის ემოციური და ქცევითი
გადახრების დროს, ან გამოიყენებოდეს როგორც
დამხმარე საშუალება კომპლექსური თერაპიის პროცესში.
თანამედროვე ადამიანისთვის რთულია
შეჩერდეს, მიმოიხედოს, მითუმეტეს – ჩაუღრმავდეს საკუთარ
თავს. მაგრამ თუ ამჩნევთ, რომ სიმშვიდე დაკარგეთ, ღელავთ,
ითამაშეთ ქვიშით. არა უბრალოდ, ზღვის პირას, არამედ
პროფესიონალურად.
არა სტერეოტიპულად, არამედ
არაცნობიერისკენ სახით შემობრუნებულმა.
ეთერ ფილიპოვიჩი
ყველა სტატია
შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე
ვრცელდება საავტორო უფლებები.