ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების
დანიშნულება არის ადამიანის ფსიქიკის, ფსიქიკური რეგულაციური
მექანიზმების სისტემის, ინდივიდის ფსიქიკური წყობის თავისებურებების,
სოციალური ჯგუფებისა და მასობრივი წარმონაქმნების ფსიქიკური
რეგულირების და სულიერი ნიშნების შესწავლა. ადამიანი შეუძლებელია
განვიხილოთ, როგორც ცალკეული, დამოუკიდებებლი ელემენტი. იგი
სამყაროსთან ერთიანობაში განიხილება.
ადამიანი შემეცნების ყველაზე რთული ობიექტია, ხოლო მისი ფსიქიკური სამყარო სირთულის გვირგვინია. დამოკიდებულება ერთი შეხედვით, ადამიანის ფსიქიკის არც თუ ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია. თუმცა საკითხის ზედაპირული შესწავლაც კი მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ადამიანობის არსს, მისი წარმოშობისა და დანიშნულების შეცნობადობას.
“ადამიანი არასოდეს არ
გათავისუფლდება თავისი არსებობის დიქოტომიისაგან. მას არ შეუძლია
გათავისუფლდეს გონისაგან, კიდევაც რომ მოინდომოს, მას არ შეუძლია
გათავისუფლდეს სხეულისაგან, ვიდრე ცოცხალია.”_ე. ფრომი. ყოველივე
ზემოხსენებულიდან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის რაღაცაზე, ვიღაცაზე,
ვიქნებით დამოკიდებულნი, როგორც ჩვენი ადამიანური არსით, ასევე
ცხოვრებისეული საჭიროებებიდან გამომდინარე. დაჯგუფებისაკენ სწრაფვა,
მიკრო და მაკრო სოციუმებად გაერთიანება და საზოგადოებებად
ჩამოყალიბება ადამიანური მოთხოვნილების შედეგია. იყოს მუდამ ვინმესთან
ერთად და არა_მარტო. იმ შემთხვევაში, როდესაც დამოკიდებულებები
სცილდება ჩვეულებრივ ადამიანურ მოთხოვნილებას და იძენს მიჯაჭვულობის
ხასიათს, საუბარია დამოკიდებულებათა სინდრომის ფორმირებაზე, რომელიც
საკმაოდ მრავალსახიანია და მიჯაჭვულობის ობიექტიც მრავალგვარი ჰყავს
ინდივიდის ფსიქიკიდან გამომდინარე. ჩვენ შევეცდებით ძალიან მოკლედ
გაგაცნოთ მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ დამოკიდებულებათა
სტრუქტურა და მათი განვითარების მიზეზები. ასევე შევეცდებით ნათელი
მოვფინოთ ამ დაავადებათა სოციალურ ხასიათს და საზოგადოების როლს მათ
ფორმირებაში. შემოგთავაზებთ ასევე პრევენციის ყველაზე მისაღებ,
არაკლინიკურ მეთოდებს.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.