წამალდამოკიდებულება / ნაწილი I
 
წამალდამოკიდებულების ქვეშ იგულისხმება მძიმე არაბუნებრივი ლტოლვა სხვადასხვა ფსიქო-აქტიური და გამაბრუებელი ნივთიერებებისაკენ. ტერმინმა სრულიად სამართლიანად შეცვალა ძველად ხმარებული ტერმინი ნარკომანია,
რადგან მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება ვერ ასახავდა მთელ მოცულობით სპექტრს იმ საშუალებებისა, რითიც თრობისა და გაბრუების ეფექტი მიიღწევა.
ნარკომანია (ბერძნულად narke_ცნობიერების დაბნელება. მანია_ვნება.) სიტყვა- სიტყვით, _ ვნებიანი სწრაფვა ნარკოტიკებისაკენ, რომელიც ჩნდება მათი არაერთჯერადი გამოყენებისა და მათთან შეჩვევის შედეგად.
დღესდღეობით ნარკომანიას ასე განმარტავენ: “ფსიქიკური, ხანდახან ფიზიკური მდგომარეობა აღმოცენებული ცოცხალი ორგანიზმისა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა ურთიერთქმედების შედეგად, რომელიც ხასიათდება ქცევის თავისებურებებით და სხვა ისეთი რეაქციებით, რაც ყოველთვის მოიცავს ნარკოტიკული საშუალების მუდმივი ან პერიოდული მიღების განახლების სურვილს. დაკავშირებულს მისი ფსიქიკური ზემოქმედების განცდის, ან ნარკოტიკების მიღების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტისაგან თავის დაღწევის მოთხოვნასთან”.

წამალდამოკიდებულების შემთხვევაში დაავადებების ჩამოყალიბება ორ ეტაპად მიმდინარეობს:
პირველი ეტაპი ხასიათდება პიროვნების დისკომფორტით საზოგადოებაში. ეს მას აიძულებს მიმართოს გუნება-განწყობის ხელოვნურ ცვლილებას _ ნარკოტიკების მიზანდასახულ გამოყენებას. აქედან გამომდინარე პრობლემები ურთიერთობებში, ასევე საზოგადოებასთან გაუცხოვების და მასში საკუთარი თავის ადაპტირება-დამკვიდრების პროცესის გართულება შესაძლებელია გახდეს მიზეზი მისი განვითარებისა. მეორე _ საზოგადოებასთან განვითარებული კონფლიქტის ნიადაგზე ვითარდება პიროვნების სხვადასხვაგვარი აშლილობანი, რომელთა ე.წ. დამარბილებელიც ერთჯერადი მოსინჯვების შემდეგ შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებები გახდეს.

წამალდამოკიდებულებას თავისი ბუნებრივი ფაქტორებიც გააჩნია, რომლებიც პიროვნების ძირითად მახასიოათებლებს განსაზღვრავენ. ასევე დიდი როლი აქვს აღზრდას, მშობლებს, გარემოს ხშირ შემთხვევაში უმიზნო არსებობა, მოჭარბებული კეთილდღეობა, რომელიც ახალ, უცხო სიამოვნებათა წყაროს ძიებისაკენ უბიძგებს სუბიექტს, მოწყენილობა ისეთივე კარგი ნიადაგია წამალდამოკიდებულებების გავრცელებისათვის, როგორც უსაღსრობა, უიმედობა, შფოთვა და სხვა. წამალდამოკიდებულების ძირეული განსხვავება ყველა სხვა ცნობილი დაავადებისაგან ის არის, რომ ავადმყოფს არ უნდა განკურნება. ის თავის დაავადებასთან თავს კომფორტულად გრძნობს.

წამალდამოკიდებულების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს. ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნავთ პრემორბიდულ მოუმწიფებლობას ძალზე დაბალი ადაპტაციის ხარისხით. ასევე ხასიათობრივი ცვლილებები ანგარიშგასაწევი სიმორცხვე, აგრესიულობა, იმპულსურობა, სიფიცხე, ჰიპერაქტიურობა. ეს სიმპტომები შესაძლებელია ეყრდნობოდეს ისეთ დამანგრეველ დაავადებას, როგორიცაა დეპრესია, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში უკიდურესად იშვიათად დიაგნოსტირდება და უმეტესწილად ფარულად მიმდინარეობს. ათწლეულების მანძილზე მრავალმა ფსიქოდიაგნოსტიკურმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა რაიმე სპეციფიკური პიროვნული ნიშების არსებობა, რომლებიც გამოგვადგებოდა რისკ ჯგუფების კლასიფიცირებისთვის. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა წამალდამოკიდებულთა მოტივაციებს.

საინტერესო შედეგები გვიჩვენა კუპერის გამოკვლევებმა. მან გამოყო 5 განსხვავებული სტერეოტიპი.
1. კონფორმისტი.
2. დიონისელი.
3. მკვლევარი
4. ექსპერიმენტატორი.
5. გაუმაძღარი.

პიროვნების განვითარებასთან დაკავშირებული ფაქტორებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოზარდობის პერიოდს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დაავადებულთა 2/3_ზე მეტი სწორედ ამ ასაკში იწყებს ფსიქო-აქტიური საშუალებების მოხმარებას. საკუთარი თავის შეცნობისა და ინტეგრირებულ “მე” კონცეფციად გამთლიანების პროცესში “იდენტურობის” კრიზისი დამარღვევლად მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე, რასაც თან სდევს სირთულეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ეგზისტენციალური ვაკუუმი და გაუცხოვება.

სოციალური ფაქტორებიდან, უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფთ მენტალურ მიღებას თავად წამალდამოკიდებულების, არაადეკვატურ ტოლერანტობას წამალდამოკიდებული პირებისადმი, მათ აღქმას ჯანსაღი პოზიციებიდან და მათი ხასიათის ავადმყოფური შტრიხების მიღებას ჯანსაღ ხასიათობრივ შტრიხებად. შემდეგი სოციალური ფაქტორი თავად ოჯახი და ის მიკროსოციუმია, რომელშიც ადამიანი ყალიბდება. შემდგომ_საზოგადოება და საზოგადოების დამოკიდებულება ფაქტისადმი. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სხვადასხვა გზა არსებობს, რომლებიც თანაბრად ზიანის მომტანია არა მხოლოდ ერთი ინდივიდის, არამედ ზოგადად საზოგადოებრივი სიჯანსაღისათვის. ესენია: ინტრავენური, პერორალური, შეყნოსვა, მოწევა, ინტრამუსკულარული და სხვა.

დღესდღეობით გავრცელებულ დამოკიდებულებების გამომწვევ საშუალებათა შორის გარდა უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებებისა მრავალია სამკურნალო მედიკამენტები, ტექნიკური შხამ-ქიმიკატები და ყოფაცხოვრებაში ფართოდ დანერგილი საშუალებები. ყოველ მათგანს ორგანიზმზე და ადამიანის ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე დამანგრეველი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. წამალდამოკიდებულება ნებელობითი მონობაა და არჩევანი თავად პიროვნებაზეა. .
იხ. ნაწილი II

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?