წამალდამოკიდებულება / ნაწილი II
ფსიქო-აქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცირება ხდება შემდეგი სქემით: ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული საშუალებები. წარმოშობის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივს, სინთეზურს და ნახევრად სინთეზურს. ორგანიზმზე მოქმედების მიხედვით
არჩევენ ერთი ტიპის ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა ორგანიზმში მოხვედრაც იწვევს კლინიკურად იდენტურ სიმპტომატიკას. მოქმედების მექანიზმის მიხედვით არჩევენ ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც უპირატესად მოქმედებენ სეროტონინის, ნორადრენალინის ან დოფამინის ცვლაზე. მოქმედების ფსიქო-ფარმაკოლოგიური თავისებურებების მიხედვით: ცნს-ზე დამანგრეველი მოქმედების, ცნს-ზე ამგზნები მოქმედების, ჰალუცინოგენები. ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ერთი ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებს. (ნივთიერების ქიმიურ სტრუქტურაში იდენტური რგოლის, ან ჯაჭვის არსებობა. თერაპიული გამოყენების თვალსაზრისით ანალგეზიური, ანტიდეპრესიული, სედაციური, მასტიმულირებელი და ა.შ. საშუალებები. ყოველი ფსიქო-აქტიური საშუალების მოხმარება არასამედიცინო მიზნით იწვევს ორგანიზმის ფსიქო-სომატურ გაჩანაგებას.

თითოეულ ფსიქო-აქტიურ ნივთიერებას ორგანიზმზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გავლენის მოხდენა შეუძლია. მისი კლინიკური სიმპტომებიც (მწ. ინტოქსიკაციის პერიოდში) სწორედ ამაზეა დამოკიდებული. თავად ორგანიზმში არსებობს ენდოგენური ოპიოიდური რეცეპტორები, რომელთაც თავისი შესატყვისი ენდოგენური ლიგანდებიც გააჩნია, რომლებიც ახდენენ ამ რეცეპტორებთან ბმას. ამჟამად გამოვლენილია ოპიოიდური აქტივობის მქონე ოცამდე პეპტიდი. ისინი მოქმედებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მათი ძირითადი დანიშნულება ტკივილის შეგრძნების რეგულაციაა. შემდგომში ჩვენ შევეხებით, როგორ ხდება ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების სინდრომის ფორმირება.

ორგანიზმზე ნარკოტიკების მოქმედების რამდენიმე ფაზას გამოყოფენ. მწვავე ინტოქსიკაციის პერიოდში ოპიატებისათვის ესაა მოზღვავების, ეიფორიის, ეიფორიის განლევის, გამოსავლის ფაზა. ხშირ შემთხვევაში მეოთხე ფაზა წაშლილია, ან სრულიად არ ვლინდება. ასეთი კლასიკური თრობის სურათის ნახვა შეუძლებელია სედაციური, ანტიდებრესული და სხვადასხვა სინთეზური პრეპარატების მოხმარების დროს. თრობის სურათი უპირატესად თავად მოხმარებული პრეპარატის ბუნებაზე და ქიმიურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება დამოკიდებულების სინდრომს, მისი განვითარება დამოიდებულია მოხმარებული პრეპარატის ბუნებაზე, მომხმარებლის ხასიათის აქცენტუაციის ტიპზე, მოხმარების სიხშირეზე და იმ ფსიქო-ფიზიკურ და ნეირო-ჰუმორალურ მდგომარეობაზე, რომელიც მომხმარებლის ორგანიზმში მიმდინარეობს.

თავდაპირველად ვითარდება ნარკოტიკულ საშუალებაზე ფსიქიკური, შემდგომ კი ფიზიკური დამოკიდებულება. მისი ჩამოყალიბების ვადები დამოკიდებულია მოხმარებული ნარკოტიკების რაობაზე, ორგანიზმში შეყვანის გზებზე და პირობვნების ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ნარკოტიკების აღკვეთის პერიოდში, მათზე მხოლოდ ფსიქიკური დამოკიდებულების დროს სომატო-ნევროლოგიური სფეროს ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა ვითარდება დაძაბულობა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ფსიქიკური დისკომფორტის განცდა ყოველივე ეს კი წარმოქმნის ნარკოტიზაციის განმეორებით სურვილს. ფიზიკური დამოკიდებულებისას ინდივიდს აღარ ძალუძს ნორმალური ფუნქციონირება ნარკოტიზაციის გარეშე, ხოლო მისი მიღების შეწყვეტისას ვლინდება აღკვეთის სინდრომი. ნ

არკოტიკებისადმი ფსიქიკური დამოკიდებულებისას განვითარებული ობსესური ლტოლვის ნაცვლად ნარკოტიკებისადმი ლტოლვა კომპულსურია და დაუძლეველი. ლტოლვა განსაკუთრებით ძლიერდება აღკვეთის მდგომარეობაში. შემდგომი ეტაპი დამოკიდებულების განვითარებისას არის ნარკოტიკული საშუალებისადმი ტოლერანტობის ზრდა, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ორგანიზმის ლტოლვა ჰომეოსტაზის შენაჩუნებისათვის. ამ პროცესში ჩართულია ორი მექანიზმი: პირველი და უფრო მნიშვნელოვანი არის ტვინის რეცეპტორების ადაპტაცია ნარკოტიკული აგენტებისადმი, ხოლო მეორე_ნარკოტიკების მეტაბოლიზმში მონაწილე ენზიმების ინდუქცია ღვიძლში. წამალდამოკიდებულებისთვის დამახასიათებელია ჯვარედინი ტოლერანტობა თითქმის ყველა ნარკოტიკული საშუალებისადმი. ნარკოტიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში ტოლერანტობა ქვეითდება.

ხანგრძლივი ნარკოტიზაციის ფონზე თავს იჩენს ორგანიზმის ზოგადი დაუძლურება, ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომით ითრგუნება, ამ ეტაპზე ნარკოტიკული საშუალებები მატონიზირებელ და მასტიმულიზირებელ ეფექტს კი აღარ იწვევენ, მხოლოდ ეხმარებიან ორგანიზმს შეინარჩუნოს სასიცოცხლო ფუნქციები. ნარკოტიკული საშუალების მავნედ მოხმარების შედეგები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა, ესენია: სოციალური, ფსიქიკური და სომატური გართულებები, რომლებიც არა მარტო ერთი ინდივიდის გაჩანაგებას, არამედ მთელი საზოგადოების დეგრადაციას და დეგენერაციას იწვევს.
იხ. ნაწილი I
იხ. ნაწილი III

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?