ეს არის ფსიქოსინთეზის სავარჯიშო,
რომელიც დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეასრულოთ ჩვენი ინსტრუქციების
მიხედვით. ეს სავარჯიშო საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ საკუთარი
ემოციები და გრძნობები, შეინარჩუნოთ სიმშვიდის ფონი მთელი დღის
განმავლობაში, შეგძენთ მოთმინებას, ოპტიმიზმს, განგმსჭვალავთ
ემპათიით. მაშ ასე, დავიწყოთ:
1. მოდუნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ,
იფიქრეთ “სიმშვიდეზე”. შეეცადეთ ჩაწვდეთ რა იგულისხმება მის ქვეშ.
კონკრეტულად თქვენ რა სახეები წარმოგიდგებათ როდესაც სიმშვიდეზე
ფიქრობთ?
2. დაუკვირდით ამ სახეებს,
შეეცადეთ დაადგინოთ თქვენ როგორ გიკავშირდებათ ეს სახეები.
3. გააანალიზეთ “სიმშვიდის”
უპირატესობა. დაუკვირდით რას შეიძენთ სიმშვიდის მოპოვებით.
4. შეეცადეთ მიაღწიოთ “სიმშვიდეს”
ფიზიკურ დონეზე_მოადუნეთ ყველა კუნთი, ისუნთქეთ ნელა და რიტმულად.
მიეცით თქვენს სახეს მშვიდი გამომეტყველება. ახლა წარმოიდგინეთ თქვენი
თავი სიმშვიდის დროს და გარედან დააკვირდით მას. მოგეწონათ? _
ნამდვილად ასეა! ეს თქვენი სასურველი სახეა და ეს თქვენ ხართ.
5. წარმოიდგინეთ თავი ზღვის
ნაპირზე, თბილ, სველ ქვიშაში ზღვის ტალღები კი ნაპირს ელამუნება.
წარმოიდგინეთ მწვანედ ახასხასებული მდელო, ყვავილებით მოჩითული და
თქვენ მინდორზე, ყვავილების გვირგვინით თავზე. წარმოიდგინეთ ტაძარი,
მრავალხმიანი საგალობლების ხმა და თქვენ მარტო მარადისობასთან.
მშვიდად ხართ? კიდევ და კიდევ წარმოიდგინეთ.. ვიდრე შეგრძნება რეალურს
არ გაუთანასწორდება.
6. წარმოიდგინეთ სიტუაცია,
რომელშიც მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობდით თავს. იყავით დაცული და
მშვიდი. და ამ შეგრძნებით შეეცადეთ გადახვიდეთ იმ სიტუაციაში,
რომელშიც ადვილად ღიზიანდებით. ახლა რას იტყვით? ადვილად დაძლიეთ
ღელვა?! ხომ მშვიდად ხართ! შეიგრძენით სიმშვიდე და ბოლომდე
შეინივთეთ.
7. მიიღეთ მყარი გადაწყვეტილება,
რომ ამ შეგრძნებას შეინარჩუნებთ მთელი დღის განმავლობაში. იყავით
სიმშვიდით სავსე და თავად გახდით სიმშვიდის წყარო!
8. დაწერეთ ქაღალდის ფურცელზე
სიტყვა სიმშვიდე. იმ ფერით დაწერეთ, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე
მეტად ასახავს ამ სიტყვის არსს. დაკეცეთ ფურცელი და შეინახეთ ისეთ
ადგილზე, რომ დღის განმავლობაში შეძლოთ რამდენჯერმე თვალი შეავლოთ
მას.
მთელი სავარჯიშოს არსი ესაა.
მერწმუნეთ, მეტად ეფექტურია და გამოგადგებათ მღელვარე
სიტუაციებისას.
გისურვებთ წარმატებას!
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.