ლიდერობა
სოციალურ ჯგუფში ხშირად გადაწყვეტილებებს ლიდერი იღებს. ლიდერი ის პიროვნებაა, რომელსაც ჯგუის სხვა წევრებთან შედარებით, მის ფუნქციონირებაზე ყველაზე მძლავრი ზემოქმედების უნარი გააჩნია. ჯგუფის ეფექტური მოქმედების თვალსაზრისით, ლიდერის როლი მდგომარეობს
კონკრეტული სამოქმედო მიზნის დასახვაში, მათი მიღწევის შესაბამის მოქმედებათა დაგეგმვაში და წარმართვაში. ამდენად, ლიდერია ის, ვინც ყველაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ჯგუფის წევრებზე და მათ ქცევაზე.

ბუნებრივად ისმის კითხვა: რა განაპირობებს იმას, რომ ჯგუფის წევრებს შორის მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები ხდებიან ლიდერები? ამ კითხვაზე პასუხი თავდაპირველად, ე.წ. „დიდი პიროვენბის’’ შესახებ შექმნილმა და საკმაოდ პოპულარულმა თვალსაზრისმა გასცა. ამ შეხედულების თანახმად, იმ პიროვნებებისთვის, რომლებიც ლიდერები ხდებიან, იმთავითვე მყარი და ნათლად გამოკვეთილი ინდივიდუალურ-სოციალური თვისებებია დამახასიათებელი (გონებრივი განვითარების დონე, თვალთახედვისა და ინტერესების სიფართოვე, მწერმეტყველება, სქესი, ასაკი, სიმაღლე, წონა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა, ემოციების გამოვლენის ფორმა და ხარისხი და ა.შ.) ივარაუდება, რომ ლიდერის ფორმირებას კონკრეტული პიროვნებისთვის ბუნებრივად „მინიჭებული“ ამ თვისებათა თავისებური ერთობლიობა განაპირობებს. მაგალთად, ამ კონცეფციის მიხედვით ლიდერი საშუალო სიმაღლეზე მაღალი და ამავე დროს მამაკაცი უნდა იყოს. რეალურ ცხოვრებაში ეს ზოგადი მოთხოვნა ხშირად ირღვევა, მრავალი მაგალითი სწორედ საწინააღმდეგოზე მიგვანიშნებს (ნაპოლეონი საშუალოზე დაბალი იყო, ხოლო დიდ ბრიტანეთს პრემიერ მინისტრის-თანამდებობაზე საკმაოდ ეფექტურად მართავდა მარგარეტ ტეტჩერი) ცდისეული მონაცემები შემდეგზე მეტყველებს: მიუხედავად იმისა, რომ ქალის მიერ მენეჯერის ფუნქციების შესრულების მიმართ უარყოფითი შინაარსის მიკერძოებული დამოკიდებულება არსებობს, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის წევრები დაიჯერებენ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები საკმაოდ კომპეტენტური პიროვნებები არიან, მაშინ ისინი მათ ლიდერის როლისთვის სავსებით შესაფერისად ჩათვლიან.

მაგალითად ერთ-ერთ გამოკვლევაში, რომელშიც ოთხი წევრიდან (ორი ქალი და ორი მამაკაცი) შემდგარი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას, ცდისპირებს ევალებოდათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტა, როდესაც ცდისპირებს ჯგუფის წევრების შესახებ არავითარ ინფრომაციას არ აწვდიდნენ , მაშინ მათთვის მიცემული დავალების შესრულებაში წაყვან როლს მამაკაცები ასრულებდნენ. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ცდისპირებს შეატყობინეს, რომ გამოკვლევაში მონაწილე ქალები, მათთვის მიცემული დავალების თვალსაზრისით, სავსებით კომპეტენტურები და მაღალი ინტელექტის მქონენი არიან, მაშინ ჯგუფის ლიდერის წარმოქმნაში მონაწლეთა სქესს არავითარი მნიშვნელობა აღარ აღმოაჩნდა.

ლიდერის ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებზე ორიენტირებული თეორიული მიდგომა, როგორც მრავალი კვლევითი მონაცემი გვიჩვენებს, მთლიანობაში უნაყოფო აღმოჩნდა. დღეს მკვლევართა უმრავლესობა იმ აზრს იზიარებს, რომ ლიდერის მიერ გამოყენებულ ხელმძღვანელობის სტილს და მისი მოქმედების ეფექტურობას არსებული ვითარების თავისებურება განსაზღვრავს. ჯგუფის ლიდერი ის პიროვნება ხდება, რომლის ქცევა მოცემული სიტუაციის სპეციიკურ მოთხოვნებს შეესაბამება და აკმაყოფილებს. გასული საუკუნის 40-იან წლებში მკვლევართ ყურადრება ლიდერობის სტილზე გამახვილდა (ლიდერის ჯგუფის წევრებზე ზემოქმედების ფორმა). ამ კვლევებს საფუძველი კ.ლევინმა ჩაუყარა. მის ერთ-ერთ კლასიკურ გამოკვლევაში  ცდისპირები (ათი წლის ბიჭები) შემთხვევითი არჩევის წესით სამ ჯგუფად დაყვეს. შრომის გაკვეთილზე ბიჭები მასწავლებლის ხელმძღვანელობით გარკვეულ ნაკეთობებს ამზადებდნენ (სადღესასწაულო ცერემონიალისთვის კოსტიუმების კერვა და ნიღბების კეთება). პედაგოგის მიერ მოსწავლეთა საქმიანობის ფორმა სხვადასხვაგვარი იყო. ერთ შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მასწავლებეი იღებდა ( ავტორიტარული მართვის სტილი); მეორე შემთხვევაში ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯგუფის ყველა წევრს რთავდა და საბოლოო არჩევანს ჯგუფი აკეთებდა (დემოკრატიული მართვის სტილი); მესამე შემთხვევაში პედაგოგი მოზარდების საქმიანობაში თითქმის არ ერეოდა და ისინი ფაქტობრივად „ბედის ანაბარა“ იყვნენ მიტოვებული (ლიბერალური მართვის სტილი). მონაცემებმა აჩვენეს შემდეგი: ავტორიტარული სტილით მართვის დროს ცდისპირთა საქმიანობა მაღალპროდუქტიული აღმოჩნდა, ხოლო საკუთრივ საქმიანობით მოზარდები ნაკლებად კმაყოფილები იყვნენ. დემოკრატიული სტილით მართვის შემთხვევაში, სხვა ჯგუფის წევრებთან შედარებით , მოზარდებმა საქმიანობისადმი მეტი დაინტერესება გამოავლინეს, ისინი უფრო კმაყოფლებიც იყვნენ და პროდუქციის ხარისხიც უკეთესი იყო.

ლიბერალური მართვის სტილთ წარმართულმა საქმიანობამ ცდისპირთა აშკარა უკმაყოფილებაც გამოიწვია.
ლევინის მიერ გამოყოფილი ლიდერობის ფორმებისა და სათანადო მონაცემების გათვალისწინების საფუძველზე, მისმა მიმდევრებმა მრავალმხრივი კვლევა-ძიება განახორციელეს მრეწველობის სფეროში.პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებით სავსებით კონკრეტული კითხვა ჩნდება: რა განაპირობებს ლიდერობის ქმედითობას? პასუხი შემდეგია: ჯგუფის ფუნქციონირების ეფექტურობას ის შესაბამისობა განაპირობებს, რომელიც ხელქვეითებთან ლიდერის ურთიერთობასა და მოცემლი ვითარების ოპტიმალურ კავშირს გამოხატავს. ამ მიდგომის გამზიარებელთა აზრით, ლიდერობის ორი ფორმა უნდა გამოიყოს. საქმიანობაზე ორიენტირებული ლიდერი, ძირითადად მომუშავეთა შრომითი საქმიანობის დაგეგმვას, ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და გაკონტროლებას ცდილობს. ამ შემთხვევაში საკითხი ლიდერის მიერ თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებას ეხება. საქმეზე ორიენტირებული ლიდერობის სტილი შრომითი და საორგანიზაციო მიზნების განხორციელებისკენაა მიმართული.
ურთიერთობაზე ორიენტირებული ლიდერი ხელქვეითების მიმართ გულახილობის, პატივისცემის, მზრუნველობისა და ნდობის გამოვლენას ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი ფორმით ლიდერების მოქმედება, რასაკვირველია ხელქვეითებთ

ხაზგასასმელია, რომ ლიდერობის სიტუაციურ კონცეფციას თვით ლიდერის საქმიანობაში ქმედითობის პროგნოზირების პრეტენზია გააჩნია. ამ თვან მისი“ძმაბიჭური“ დამოკიდებულების არსებობას სრულიადაც არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში ლიდერის მიერ ჯგუფის წევრების მიზნებისა და მოთხოვნილების გათვალისწინებასთან, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მათ აქტიურ ჩართვასთან და მჭიდრო კომუნიკაციასთან გვაქვს საქმე.
ალსაზრისის თანახმად, საქმეზე ორიენტირებული ლიდერი უფრო ეფექტურად მაშინ მოქმედებს,როდესაც შრომითი ვითარება მისთვის ძალიან ხელსაყრელია ან პირიქით- საკმაოდ არახელსაყრელი.რაც შეეხება ურთიერთობებზე ორიენტირებულ ლიდერს მისი მოქმედება უფრო ეფექტურია საშუალო დონის ხელსაყრელ სამუშაო სიტუაციაში.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე  საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?