ოჯახთა ტიპები
ოჯახის ფსიქოკორეგირებისას გამოიყენება შემდეგი მიდგომები:

1. ოჯახის ბალანსირება და ნეგატიური და პოზიტიური გამოცდილების გამოკვლევა.

2. ორდონიანი უკუკავშირის შენარჩუნება მთელი ფსიქოკორეგირების მანძილზე.

3. ფსიქოსკულპტურირება ოჯახური ფსიქოდრამის მეშვეობით.

ოჯახთა რამდენიმე ტიპი:

1. ოჯახი “Pa-de-de” შედგება ორი წევრისაგან, დედისა და ბავშვისაგან. ასეთ ოჯახში ხშირად ყალიბდება სიმბიოზური დამოკიდებულება. განშორების შიში დაკავშირებული თუნდაც სულ უმნიშვნელო და ხანმოკლე მიზეზთან, შესაძლოა გახდეს ფობიურ-შფოთვითი აშლილობის მიზეზი, როგორც ბავშვში, ასევე დედაში.

2. სამთაობიანი ოჯახი, რომელშიც მშობლები იქცევიან, როგორც “უფროსი ბავშვები” და იმყოფებიან ისევ საკუთარი მშობლების მზრუნველობის ქვეშ. ასეთ ოჯახში კრიზისი დგება მაშინ, როცა “უფროს მშობლებს” ასაკის გამო აღარ შეუძლიათ ოჯახის გაძღოლა, ლიდერობა და პრობლემების გადაჭრა. “უფროსი ბავშვები” ამ დროს განიცდიან მიტოვებულობისა და უმწეობის გრძნობას.

3. ოჯახი ე.წ. “დელეგირებული” მოვალეობებით. ასეთ ოჯახში უფროსი ბავშვები ნაწილობრივ ასრულებენ მშობელთა მოვალეობებს. უვლიან პატარა და-ძმებს, ამავდროულად რჩებიან “ბავშვთა ქვესისტემის” დაქვემდებარებაში, რაც ბადებს კონფლიქტს. “როცა საფენის გამოცვლაა საჭირო, უკვე დიდი ვარ და დისკოტეკაზე წასასვლელად პატარა?”_კოთხულობენ ისინი.

4. “ოჯახი აჩრდილით”, რომელშიც ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი ან გარდაიცვალა, ანდაც დქატოვა ოჯახი. მაგრამ მისი სახე ისევ ახდენს გავლენას ოჯახის წევრებზე და იგი ხსება ავტორიტეტი. “მამაშენი რომ ცოცხალი იყოს..” ეს ძალიან ძლიერი მორალური რეგულატორია ტრადიციულ საზოგადოებაში_წინაპრის კულტი. ერთდროულად იგი შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრების კომპლექსებისა და დანაშაულის გრძნობის წყარო.

5. “ფლუქტუირებული ოჯახი” ეს არის ისეთი ადამიანების ოჯახი, რომელთაც ბედი ერთი ჰორიზონტიდან მეორისკენ გადაისვრის ხოლმე. სამხედროების, მოგზაურთა ოჯახები. ისინი იძულებული არიან სწრაფად დაამყარონ სოციალური კონტაქტები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის უეცარი ცვლა საცხოვრებელი ადგილისა და გარემოსი ფსიქოტრამვის გამომწვევი მიზეზია. ისინი ხშირად განიცდიან უსიამოვნებებს ე.წ. “ადგილობრივებისაგან” და ზეწოლებს სხვადასხვა ბავშვთა დაჯგუფებებისაგან.

6. ოჯახი “აკორდეონი” ამ ტიპს მიეკუთვნება მეზღვაურების, მსახიობების (რომლებიც ხშირად დადიან გასტროლებზე), ოჯახები.ასეთ ოჯახში ოჯახის ერთი წევრი (განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როგორც მატერიალური კეთილდღეობის წყარო) დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფება სახლში და ოჯახის დანარჩენი წევრები ეჩვევიან მის გარეშე ცხოვრებას. მისი დაბრუნებისას კი ხელახლა უწევთ გადაწყობა ახლებურ ცხოვრებაზე, რაც ზრდის ოჯახში დაძაბულობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოკორექტორი ეყრდნობოდეს შემდეგ წესებს:

1. რაპორტის დამყარება
2. ინფორმაციის შეკრება .
3. მომსახურეობის კონტრაქტი.
4. პრობლემის დაზუსტება.
5. ოჯახის წევრთა ინდივიდუალური კონსულტირება.
6. ფსიქოკორექტიული ღონისძიებების მიზანმიმართული გამოყენება არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
7. ფსიქო-ეკოლოგიის დაცვა და მისი შემოწმება ყოველი შეხვედრის შემდეგ.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?