მოზარდობის პერიოდი კიდევ იმითაა
საყურადღებო და გამორჩეული, რომ ხდება საკუთარი შესაძლებლობების
მოძიება და ამ შესაძლებლობებზე დაყრდნობით თვითდამკვიდრების
პირველი მცდელობები. ინტერესთა სფეროს მრავალგვარობიდან გამომდინარე,
პროცესი, ცხადია, ვერ იქნება სრულყოფილი და მოზარდიც თვითგამორკვევას
ძნელად ახერხებს. ეს კი ერთ-ერთი სტრესორია. საკუთარ თავში გარკვევის
პროცესში ხშირია
საკუთარი შესაძლებლობების არასწორი
შეფასება: ნიჭების, ტალანტების, ინტელექტუალური რესურსების
გადაჭარბებით ან ნაკლულად აღქმა.
პროცესს ზედ ერთვის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში პედაგოგების, თანატოლების, მშობლებისა და ახლობელთა წრის მიერ მიცემული შეფასებების რწმუნებულებების სახით აღბეჭდვა, არასწორად გაშინაარსებული პასუხისმგებლობები ახლობელთა მიმართ. რაც შეეხება პროფესიის არჩევას: ბოლო წლებში სასწავლო პროცესებში ჩართულმა კომერციულმა სისტემებმა (სწავლასთან დაკავშირებული საფასურის გადახდა) მოზარდთა უმეტესობისათვის უმაღლესი განათლების მიღების საკითხი დაუკავშირა სოციალურ და ეკონომიურ ფაქტორებს.
საზოგადოებრივი აზრის გავლენით ან ფსიქიკაზე ზემოქმედების სხვა ფორმების გამო, (რეკლამა, მშობლების სურვილი, ოჯახური ტრადიცია, მეგობრების არჩევანი და სხვა) ხშირად მოზარდი პროფესიას ირჩევს რომელიმე უნივერსიტეტზე და არა დარგზე ორიენტირებით. მაგ. მთავარია გახდეს x უნივერსიტეტის სტუდენტი, დასაუფლებელ პროფესიას კი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია პროცსი გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე და ამახინჯებს მას.
რამდენიმე რეკომენდაცია მშობლებისთვის:

1. ნუ ეცდებით საკუთარი
განუხორციელებელი სურვილები შვილების მოღვაწეობის ასპარეზად
აქციოთ.
2. პროფესიის შერჩევისას
უპირატესობა მიანიჭეთ მოზარდის მისწრაფებებსა და ტალანტებს, ასევე მის
სურვილებს.
3. შვილების უნარების შეფასებისას
მოერიდეთ იარლიყების მიწებებას_”შენ ძალიან ნიჭიერი ხარ”, ანდაც
პირიქით,_”უნიჭო, უმაქნისი ხარ” და ა. შ.
პედაგოგები სასურველია მოერიდონ მოზარდის შესაძლებლობების გაზვიადებულად წარმოჩენას, ანდაც მათ დაკნინებას. მოსწავლეთა ინტელექტუალური რესურსების საკუთარ ნებასა და მიზნებთან დაკავშირებას. ეს შემდგომში სერიოზულ გართულებებს იწვევს.
თავად მოზარდებს:
1. დაეუფლეთ იმ პროფესიას, რომელიც
გსურთ. გაითვალისწინეთ სხვათა აზრიც, მაგრამ იმოქმედეთ საკუთარი
ინტერესებიდან გამომდინარე.
2. გაითვალისწინეთ საკუთარი
უნარები და შეაჯერეთ ისინი სურვილებთან.
3. დაწვრილებითი ინფორმაცია
მოიძიეთ არჩეული პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მხოლოდ მაღალი ანაზღაურება არ ნიშნავს
საკუთარი თავის რეალიზებას. პროფესია თვითრეალიზების საშუალებას
მხოლოდ მაშინ მოგცემთ, თუკი მასში კომფორტულად იგრძნობთ თავს და
სრულფასოვნად დაიხარჯებით.
ყველა სტატია შექმნილია
არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება
საავტორო უფლებები.