ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების
მთავარი საკვლევი საგანი ადამიანია. მრავალწლიანი გამოცდილების
საფუძველზე შეიქმნა ზოგად ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელიც
ინდივიდის პიროვნებად ჩამოყალიბების ასპექტებზე საუბრობს. მის
თანახმად ინდივიდის აღქმა პიროვნებად შეიძლება მოხდეს, თუ მისი
ფსიქიკური პროცესები ერთიან სისტემაშია მოყვანილი, ხოლო მისი ქცევა
გარკვეული სიმყარით და ოგანიზებული თანმიმდევრობოთ ხასიათდება. თვით
პიროვნებად ჩამოყალიბება კი სოციალური პროცესის შედეგს
წარმოადგენს.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მიიჩნეოდა, რომ ადამიანის არსი მის სოციალურობაში მდგომარეობს. არისტოტელემ ადამიანი განსაზღვრა როგორც „საზოგადოებრივი ცხოველი“. დღესდღეობით კი ადამიანის, როგორც სოციუმის მთავარი გმირის საზოგადოებრივ ბუნებასა და აქტივობას სწავლობს ფსიქოლოგიის დარგი „სოციალური ფსიქოლოგია“.
დღესდღეობით სოციალური ფსიქოლოგიის
მრავალი განსაზღვრება არსებობს, თუმცა იქმნება ზოგადი აზრი რომლის
თანახმადაც, სოციალური ფსიქოლოგია წარმოადგენს სოციალურ
მეცნიერებათა დარგს, რომელის ცდილობს ახსნას თუ საზოგადოება როგორ
ახდენს გავლენას ინდივიდის კოგნიციაზე, მოტივაციაზე, განვითარებასა და
ქცევაზე და თავის მხრივ საზოგადოება როგორ განიცდის ინდივიდის
ზეგავლენას. სოციალური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის ის დარგია,
რომელიც შეისწავლის ადამიანთა შორის ურთიერთობებისა და
ურთიერთდამოკიდებულებების გავლენას მათ აზრებზე, გრძნობებზე,
აღქმებზე, მოტივებსა და ქცევებზე. ის, აგრეთვე შეისწავლის
ჯგუფებსა და ჯგუფთაშორის ფენომენებს. უფრო ფართოდ თუ განვმარტავთ,
სოციალური კონტექსტი თავის თავში მოიცავს სხვების რეალურ, წარმოსახულ
ან სიმბოლურ არსებობას, აქტივობებს და ურთიერთქმედებებს, რომლებსაც
ადამინებს შორის აქვთ ადგილი. იმ სოციალური გარემოცვის
მახასიათებლებს, რომლებშიც ხორციელდება ქცევა, იმ მოლოდინებსა და
ნორმებს, რომლებიც წარმართავენ ქცევას მოცემულ გარემოში.
სოციალური ფსიქოლოგა ემპირიული
მეცნიერებაა, იგი სოციალური ცხოვრების შესწავლისათვის იყენებს
ინფორმაციის მიღების სისტემატიურ მეთოდებს. ეს აუცილებელია რადგან
სოციალური ცხოვრების არაფორმალურ დაკვირვებებს ხშირად მივყავართ მცდარ
დასკვნებამდე. სოციალური ახორციელებენ სოციალური ქცევის მეცნიერულ
კვლევას, რათა გამორიცხონ მრავალი სახის შეცდომები.
სოციალურ-ფსიქოლოგიურ კვლევას აქვს ოთხი მიზანი:
აღწერა. სოციალური ქცევის დაწვრილებითი და სისტემატიური აღწერა, ეს საშუალებას იძლევა გავიგოთ თუ როგორ იქცევიან ადამიანები განსხვავებულ სიტუაციებში.
კაუზალური ანალიზი გვეხმარება დავადგინოთ მოვლენებს შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის იდენტიფიკაცია.
თეორიის ჩამოყალიბება ვხვდებით ხშირად, რადგან აუცილებელია სოციალური ქცევის შესახებ ჩამოყალიბდეს თეორია, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ ადამინების ამა თუ იმ ქცევის არსი. ასევე თეორიის ჩამოყალიბება გვეხმარება დაგროვილი ცოდნის ორგანიზებაში სოცლაური ქცევის შესახებ, რასაც ლოგიკურად მივყავართ მომდევნო ქცევის წინასწარმეტყველებამდე.
გამოყენება, სოციალური ფსიქოლოგიის ცოდნას შეუძლია დაგვეხმაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული სხვადასხვა სოციალური პრობლემების მარტივად მოგვარებაში.
ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომიდნარეობს, რომ ის სოციუმის გავლენას უნდა დაემორჩილოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამინები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩინელბის ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში. სოციალურ ფსიქოლოგიაში დადგენილია მთელი რიგი პროცესები, რომელთა გამოყენებით შეიძლება გავლნა მოვხდინოთ სხვებზე – შევცვალოთ მათი რწმენები, ატიტუდები და ქცევები მათ შორის გამოიკვეთება კონფორმიზმი, დათმობა და დამორჩილება.
მარიკო გორგოშიძე
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.