1. თამაში, ეს არის ადამიანის
ქცევის გაუცნობიერებელი პროგრამა, რომლის მიზანია გაექცევა სხვა
ადამიანთან ახლო ურთიერტობისგან და დადებითი ემოციების მიღებისგან. ამ
ურთიერთობის ყოველი მონაწილე თამაშობს გარკვეულ როლს.
თამაშის ეტაპები შეიცავს დარტყმას,
პასუხს, ხაფანგს, სამაგიეროს გადახდას, დაჯილდოვებას. ყოველ
მოქმედებას თან ახლავს გარკვეული გრძნობა. “გათამაშება” ხდება ან ერთი
პიროვნების შიგნით, ანდაც ორ პირს შორის, ზოგჯერ-პიროვნებასა და
კოლექტივს შორის. თამაშის დასასრული ამოცნობადია, მოგებულია ემოციური
მდგომარეობა, რომლის მისაღებადაც ისწრაფვის მოთამაშე.
2. მიალერსება და დარტყმა. მისი მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ დადებით, ანდაც უარყოფით ემოციებს. მიალერსება შეიძლება იყოს პოზიტიური (მაგ. დღეს მშვენივრად გამოიყურებით) ან ყალბი (მაგ. ძალიან გიხდებათ ეს პერანგი, მისი საყელო თქვენი ყელის ნაოჭებს ფარავს). პოზიტიური მიალერსება სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანებისათვის. ფსიქოლოგიური დარტყმა და ალერსი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტ ალერსს ღებულობს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად უჩნდება სურვილი ფსიქოლოგიური დარტყმის.
3. გამომძალველობა. ეს არის ურტიერთობის სახე, რომლის დროსაც პიროვნება საკუთარ თავშივე იწვევს უარყოფით ემოციას, რათა სხვებიაგან მოითხოვოს დამშვიდება. მაგ. ადამიანი მუდმივად ჩივის, წუწუნებს, იგი ამას აკეთებს, რათა პარტნიორისგან ან საზოგადოებისგან მიიღოს ფსიქოლოგიური თანადგომა.
4. ტრანსაქცია. ურთიერთობის ერთეულია-ტრანსაქცია, რომელიც შედგება სტიმულისა და პასუხისაგან. ასეთი ურთიერთობისას იგზავნება კომუნიკაციური სტიმული, რომელსაც პასუხობენ. როდესაც ერთი ზრდასრული ადამიანი მეორეს სტიმულს უგზავნის, ეს პარალელური ტრანსაქციის სახეობაა, რომლის დროსაც ურთიერთობა უკონფლიქტოდ მიმდინარეობს ხანგრძლივად და მარტივად. კონფლიქტი წარმოიშვება გადამკვეთი ტრანსაქციისას. ასეთი ტრანსაქცია ხორციელდება არატოლფასი ურთიერთობისას (მაგ. მშობელი- ბავშვი).
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.