ძალადობრივი ქმედების ჩამოყალიბება
ძალადობა მრავალგვარი შეიძლება იყოს:
ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება მიზანმიმართული ქმედებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკაზე.
ფიზიკური _ მიზანმიმართული ქმედებებით ფიზიკური ზიანის მიყენებით.
ადამიანი განიხილება, როგორც
ინტეგრირებული მთლიანობა ცხოველური ანუ ფიზიოლოგიური საწყისისა და სულიერებისა.
როგორც წესი, ცხოველური საწყისი მიდრეკილია ფიზიოლოგიური (სხეულოვანი) გადარჩენისაკენ. ხოლო სულიერი საწყისი ჰარმონიული ესთეთიკური სულიერი ცხოვრების ელემენტებს შემოიტანს ადამიანის ცხოვრებაში.
არასწორია გამოთქმა, რომ ძალადობა ცხოველური აქტია, ვინაიდან მტაცებელი ცხოველიც კი თავს ესხმის ან მოიპოვებს საზრდოს მხოლოდ სასიცოცხლო საჭიროებებისას: სასიცოცხლო საფრთხისას, ან შიმშილისას.
მისთვის ბუნებრივი როდია აგრესიის გამოვლენა განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე.
ძალადობა მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი და განპირობებულია ფსიქიკის განსაკუთრებული მდგომარეობით.
მოძალადის პიროვნული სურათი ჰიპერტროფირებულია. ის ყოველთვის ძალიან “საშიშად” გამოიყურება, განსაკუთრებით აფექტის, ანდაც უშუალოდ ძალადობრივი ქმედების პროცესში.
არცთუ იშვიათად ძალადობრივ აქტს სჩადიან სამართლიანობის სახელით, ან სიმართლის დასაცავად. როგორც წესი, ძალადობრივი ხასიათი ყალიბდება ძალადობისავე გავლენით, ანდაც რთული ფსიქოლოგიური პროცესების განვითარების შედეგად (სტრესი, ფსიქოტიური მდგომარეობები, ფსიქიური დაავადებები _ სადიზმი, დაავადებები, რომელთა საფუძველზე ხდება პიროვნების ფსიქოპათიზაცია, ფსიქო-აქტიური ნივთიერებების ინტენსიური მოქმედების პროცესში, ანდაც მათი ზეგავლენით ფსიქიკაზე). ეძიებენ გადაწყვეტილების მარტივ გზას, არ აბრკოლებთ გადაწყვეტილების შეუსაბამობა ბიო-სოციალურ არსებობასთან. “მათ უნდათ და მორჩა, ასე გადაწყვიტეს და დამთავრდა”. დამახასიათებელია ეგოცენტრიზმი. როგორც წესი, მატარებლები არიან არასრულფასოვნების კომპლექსის, რომელიც შეიძლება აღმოცენებული იყოს ფიზიკური, სოციალური, ბიოლოგიური ფუნქციების ნაკლოვანების საფუძველზე. შესაბამისად ვლინდება ძალადობის ესა თუ ის ფორმაც (ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სქესობრივი). მოძალადეები შეპყრობილნი არიან მრავალგვარი შიშებით, უმრავლესი მათგანი არაცნობიერია. ცნობიერია მხოლოდ შიში ძალადობის ობიექტის მიმართ (აქედანაც გამომდინარეობს განსაკუთრებული სისასტიკე მათდამი) და რაც ყველაზე უცნაურია, თავად ეშინიათ ძალადობის. ისინი ყოველთვის უკან იხევენ ძალის წინაშე.

ყველა სტატია შექმნილია “არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?