მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის
მონაცემებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირები შეადგენენ
დედამიწის მოსახლეობის 10%-ს,
აქედან 120 მილიონი ბავშვი და
მოზარდია. ოფიციალური მონაცემებით საქართველოში დღეს 200 000-მდე შშმ
პირია. თუ ამ რიცხვს მივუმატებთ მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც
მონაწილენი არიან მთელი რეაბილიტაციური ღონისძიებებისა, გასაგებია,
რომ შშმ პირთა პრობლემებით დაკავებულ ადამიანთა რაოდენობა ბევრად
მეტია.
ოჯახი არის ბავშვის
რეაბილიტაციის ყველაზე ეფექტური ადგილი – ის მისი სოციალური
გარემოცვაა. ასეთ ოჯახებს უხდებათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ის
სირთულეები, რომლებიც თან ახლავს ოჯახის განსაკუთრებულ საჭიროებებს–
მცირდება შემოსავალი, დასვენების საშუალება, სოციალური
აქტივობები.
შშმ ბავშვებს აქვთ მომატებული
საჭიროება დაეყრდნონ მოზრდილებს.
შშმ პირთათვის ოჯახი არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი, ხშირად კი ერთადერთი რესურსი ჩამოყალიბებისთვის, მისი
სოციალიზაციისა და თვითრეალიზაციისათვის.
ერთი მხრივ, ოჯახის წევრების,
მშობლების სწორი ურთიერთობები განსაზღვრავს შშმ პირთა რეაბილიტაციური
პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს, მეორე მხრივ კი ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს მშობლების
ფსიქო-ემოციურ და თუნდაც ფიზიკურ შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანია არა
მარტო შშმ პირის, არამედ მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური თუ
პედაგოგიური მხარდაჭერა -ეს მნიშვნლოვნად გააუმჯობესებს არა მარტო შშმ
პირთა ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს, არამედ შესამჩნევად
აამაღლებს თვით ამ პირთა რეაბილიტაციურ პოტენციალს.
ცნობილია, რომ ბავშვის
ჯანმრთელობის პრობლემა ოჯახში ყოველთვის სტრესის საგანია.
ხშირად ოჯახური კავშირები
სუსტდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ღელვისა და
ემოციური დათრგუნულობის გამო.
ოჯახებში ფსიქოლოგიური დაძაბულობა
მძაფრდება საზოგადოების მათ მიმართ დამოკიდებულების გამო. ყველა
ბავშვს არ შეუძლია სწორად შეაფასოს და გაიგოს მშობლების მომატებული
ყურადება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ, მათი
მუდმივი დაღლილობა, დათრგუნვილობა და შფოთვა.
ხშირად ასეთი ოჯახი განიცდის
უარყოფით დამოკიდებულებას გარშემომყოფთაგან, განსაკუთრებით
მეზობლებისგან, რომელთაც აღიზიანებთ არაკომფორტული
თანაარსებობა.
საინტერესოა ოჯახების სტრესთან
ადაპტაციის ფორმები და ეტაპები. ითვლება, რომ ისინი გადიან კრიზისის 2
ფაზას: საწყისი – განვითარების დარღვევის მიუღებლობა, თვით პრობლემის
უარყოფა, შემდგომ – შეგუება და მიღება არსებული მდგომარეობის
(Hackenberg W., 1982; Ross A.O., 1967; Shuchardt E., 1979).
სხვა ავტორები აღწერენ 3 სტადიას,
პირველ სტადიაზე, რომელიც იწოდება ემოციურ დეზორგანიზაციად, მშობლებს
აღენიშნებათ აფექტურ-შოკური რეაქციები. მეორე სტადიას აქვს
რეინტეგრაციის ხასიათი – ამ პერიოდში შესაძლებელია მშობლების მიერ
სტრესული სიტუაციის ნაწილობრივ რეალისტური შეფასება. მესამე სტადია –
ეს არის სრული ადაპტაცია, როდესაც მშობლებს შეუძლიათ სწორად შეაფასონ
შექმნილი სიტუაცია (Miller L., 1968; Richmond J., 1965).
ინტერესს იმახურებს ფსიქოლოგიური
დახმარების პრობლემა ოჯახისთვის, სადაც იზრდება ბავშვი ადრეული
ბავშვთა აუტიზმით (ა ბ ა) – საჭიროა მშობლების კონსულტაცია აღზრდის
საკითხებში, მშობლების პიროვნების თერაპია, ურთიერთობების მოწესრიგება
მშობლებსა და ბავშვის დამხმარე სპეციალისტებს შორის ( J. Berlin,
1978).
აუტისტური ბავშვების უმეტესობა არ
განიცდის ემოციურ სიცივეს, მიუღებლობას ან ძალადობას მშობლების
მხრიდან. თუმცა ითვლება, რომ აუტიზმის ზოგიერთი ფორმა არაორგანული
ბუნებისაა, რის გამოც შესაძლებელი ხდება მათი ფსიქოლოგიური კორექცია.
ასეთ შემთხვევებში პათოგენურ ფაქტორებად განიხილება დედის
არასრულფასოვანი, არასაკმარისი ემპათია ბავშვისადმი, შესაძლებელია
დედის დეპრესიულობაც, მისი ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა ბავშვის
დაბადებისადმი, ან დედის არასაკმარისი უნარი დაიცვას ბავშვი ნეგატიური
ზემოქმედებისგან. ყველა შემთხვევაში ძირითადი ყურადღება ეთმობა
ბავშვთან მუშაობას, მშობლებთან სპეციალური მუშაობა კი არ განიხილება ,
როგორც წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობა. ამ მიმართულებით
კვლავ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და დასახვეწი.
ამრიგად, ცხადია, რომ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს არა მარტო შშმ პირი, არამედ მისი ოჯახიც. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებისთვის იმ სპეციალისტების მხარდაჭერა, რომელთაც აქვთ რწმენა და უნარი დაეხმარონ ნებისმიერი დარღვევის მქონე ბავშვშვს, იციან მათი ოჯახის სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და აღზრდის მეთოდები მსგავს ოჯახებს უფრო მეტი დახმარება შეიძლება გაუწიონ სხვა მშობლებმა, რომელთაც უკვე გადაიტანეს მსგავსი სტრესი და წარმატებით გაართვეს მას თავი. ძალიან მნიშვნელოვანი ხდება იმის გაგება, რომ მათი შემთხვევა არ არის ერთადერთი.
ამრიგად, ცხადია, რომ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებს არა მარტო შშმ პირი, არამედ მისი ოჯახიც. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლებისთვის იმ სპეციალისტების მხარდაჭერა, რომელთაც აქვთ რწმენა და უნარი დაეხმარონ ნებისმიერი დარღვევის მქონე ბავშვშვს, იციან მათი ოჯახის სოციალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და აღზრდის მეთოდები მსგავს ოჯახებს უფრო მეტი დახმარება შეიძლება გაუწიონ სხვა მშობლებმა, რომელთაც უკვე გადაიტანეს მსგავსი სტრესი და წარმატებით გაართვეს მას თავი. ძალიან მნიშვნელოვანი ხდება იმის გაგება, რომ მათი შემთხვევა არ არის ერთადერთი.
დღეს სპეციალურ ფსიქოლოგიაში
იქმნება ღონისძიებების მთელი სისტემა ამ ოჯახების დასახმარებლად.
ამჟამად მუშავდება სპეციალისტების მიერ მოწოდებული კორექციული
ინდივიდუალური პროგრამების რეალიზაციაში მშობლების ჩართვის
ორგანიზაციული და პედაგოგიური პირობები, ოჯახების ფსიქოლოგიური
კონსულტირება და კონკრეტული დახმარება.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.