პრობლემები მასწავლებლებთან ურთიერთობაში
თინეიჯერისათვის სასკოლო პრობლემები ოჯახურ პრობლემებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. სკოლა და სასკოლო გარემო ის მიკროსოციუმია, რომელშიც ცდილობს თავი დაიმკვიდროს. სწორედ აქ იწყება ბავშვობიდან სიყმაწვილეში გარდამავალი ასაკის სირთულეები. მოზარდს არ შეუძლია განაგრძოს ცხოვრება კარნახით, დიქტატურით,მუდმივი შენიშვნებისა და მოწოდებების ფონზე. მან თავად უნდა გამოხატოს საკუთარი პიროვნულობა.

ამ ასაკში არაერთ იმიჯს ირგებს. ისედაც გამწვავებული ფონი თვითდამკვიდრების პროცესში თანატოლებთან, მშობლებთან, საზოგადოებასთან და საკუთარ თავთან უფრო მძიმდება პედაგოგების მხრიდან არაკორექტული და დაუდევარი მოპყრობით.


მოზარდების "გაუგებარი"ქცევის ასახსნელად თუნდაც რამდენიმე წუთით დაბრუნდით თქვენი მოზარდობის ხანაში, მიუსხდედით მერხებს და მოსწავლის თვალით შეხედეთ  საკუთარ თავს. ვფიქრობ, ბევრი  რამ არ აღგაფრთოვანებთ.

რამდენიმე რეკომენდაცია თინეიჯერებს:

1. სიმშვიდე საუკეთესო თანამგზავრია ცხოვრების გზაზე. არ ღირს აგრესიით მიიღო ის, რაც შეგიძლია გარემოსადმი პოზიტიური განწყობით მოიპოვო.

2. სკოლა საბრძოლო არენა როდია. ყველა ის უხერხული რჩევა და დარიგება, თუნდაც შენიშვნა მხოლოდ და მხოლოდ შენს სასიკეთოდაა გამოთქმული, მაგრამ ზრდასრულებიც ხშირად ცდებიან რაც შენ უკვე დიდი ხანია შენიშნე.

3. მასწავლებელი მტერი არ არის, ჩვეულებრივი ადამიანია, და ისევე, როგორც შენ, მანაც შეიძლება შეცდომა დაუშვას.

4. მოეპყარი პედაგოგებსა და თანატოლებს ისე, როგორც გსურს, რომ თავად გეპყრობოდნენ.

5. ნუ აუჯანყდები მთელ სამყაროს იმის გამო, რომ რაღაც ან ვითაც არ მოგწონს. განეწყვე სიყვარულით სამყაროსადმი და ეს ენერგია აუცილებლად დაგიბრუნდება.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?