აუტიზმი
აუტიზმი ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ტერმინი აუტიზმი 1912 წელს შემოიღო ე. ბლეილერმა აზროვნების განსაკუთრებული სახის აღსანიშნავად, რომელიც რეგულირდება ადამიანის ემოციური მოთხოვნილებებით და დამოკიდებული არ არის რეალობაზე.

დაავადების აღწერა
ადრეული ასაკის ბავშვთა აუტიზმი (იგივე ალბა) არის კლინიკური სინდრომი, რომელიც პირველად აღწერა ლ. კანერმა 1943 წელს. მისი ძირითადი ნიშნებია:

  1. არ ამყარებს კომუკიკაციას
  2. ქცევის სტერეოტიპულობა
  3. უჩვეულო რეაქციები გამღიზიანებლებზე
  4. მეტყველების განვითარების დარღვევები
  5. ადრეული გამოვლინება_სიცოცხლის 30-ე თვემდე

აუტიზმის კლინიკური სურათი
ადრეული ბავშვთა აუტიზმის პათოგენეტიკური მექანიზმები კვლავ არ არის ბოლომდე ნათელი, არსებობს ვარაუდები:

  1. ინსტინქტების პირველადი სისუსტე
  2. აღქმის სისტემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბლოკადა
  3. შინაგანი მეტყველების არასაკმარისი განვითარება
  4. სმენითი შთაბეჭდილების ცენტრალური დარღვევა

აუტისტური სინდრომის კლინიკური სურათი ბავშვებში განისაზღვრება გათიშულობის გამოვლინებით, ურთიერთობის ჩამოყალიბების უუნარობით, ქცევის მონოტონურ-ერთსახოვანი ხასიათით. ბავშვებს დასუსტებული აქვთ ემოციური რეაქცია ახლობლებზე, არასაკმარისი რეაქცია მხედველობით და სმენით გამღიზიანებლებზე. გარეგნობაში ყურადღებას იქცევს სიცარიელეში, თავის თავში მიპყრობილი, აცილებული მზერა. მოტორიკა მოუქნელია, მოძრაობები არარიტმულია, “გაშეშებული”, ან არაზუსტი  ხელის თითებში, მტევნებში მოტორული სტერეოტიპების ტენდენციით. სიარული ფეხის წვერებზე, ერთფეროვანი სირბილი, ხტომა დაყრდნობით არა მთელ ტერფზე. მეტყველება, ჩვეულებრივ, არ არის მიმართული თანამოსაუბრისადმი. მეტყველების პერიოდში არ არის ექსპრესია, ჟესტიკულაცია, მეტყველების მელოდიურობა დარღვეულია. ხმა ხან ჩუმია, ხან ხმამაღალი.  ბგერების წარმოთქმა სულ სხვადასხვაგვარია_სწორიდან არასწორამდე. აღინიშნება ტონალობის, სიჩქარის, რიტმის გადახრები. მუდმივია ექოლალიები, დიალოგის უუნარობა. ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება ძილის ციკლის ინვერსია, მადის პერვერსიულობა.

ბელა კოხოძე

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?