ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ტიპები
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომები  ბავშვებში 7 წლამდე ასაკში ვლინდება, თუმცა მისი შემჩნევა ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ისინი სასკოლო გარემოში ხვდებიან. იმის მიხედვით თუ რომელი სიმპტომი ჭარბობს ბავშვში, სინდრომი იყოფა შემდეგ ტიპებად:


1.    უყურადღებობის ტიპი:
ბავშვს უჭირს სამუშაოს ორგანიზება და მისი დასრულება;
გონებაგაფანტულია, უჭირს დეტალებისათვის ყურადღების მიქცევა, ინსტრუქციის გაგება, შესრულება და დიალოგის წარმართვა;
ადვილად ივიწყებს ყოველდღიური რუტინის დეტალებს;

2.    ჰიპერატიური ტიპი:
ბავშვი მოსუვენარია და ბევრს საუბრობს, უჭირს დიდი ხნით წყნარად ჯდომა, წრიალებს, ხშირად აწყვეტინებს საუბარს სხვას ან იწყებს საუბარს შეუფერებელ დროს;
არ შეუძლია რიგითობის დაცვა და ინსტრუქციების მოსმენა;
უმცროსი ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია გამუდმებული სირბილი, ხტუნვა;

3.    შერეული ტიპი:
ბავშვისთვის ერთნაირად დამახასიათებელია ზემოთ მოყვანილი ტიპების სიმპტომები;
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი განსხვავებულია სირთულის ხარისხის მიხედვით:

  1. სუსტი -  უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები ან მხოლოდ მინიმალური ჩამორჩენა სასკოლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
  2. საშუალო - გამოხატულია სიმპტომები ,,სუსტსა“ და ,,საშუალოს“ შორის.
  3. მძიმე -  ჩამოთვლილი სიმპტომების გარდა ვლინდება სხვა სიმპტომებიც. მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა საშინაო, სასკოლო საქმიანობასა და თანატოლებთან ურთიერთობაში.
ჰიპერაქტიურობა უმეტესად იკლებს გვიანი მოზარდობის პერიოდში, მაგრამ მაშინაც კი, მოზარდებისთვის დამახასიათებელია ადვილი გაღიზიანებადობა, ხასიათის სწრაფი ცვლილება და სიფიცხე. ის ბავშვები, რომლებიც შესაბამის დახმარებას იღებენ მასწავლებლების, მშობლებისა და ექიმისგან, გაცილებით ადვილად ძლევენ პრობლემებს და კარგად ეგუებიან სასკოლო გარემოს.

თიკო მაისურაძე

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?