ბავშვების აღზრდის საკითხებში
დედის როლი უმნიშვნელოვანესია. დედობა საოცარი ფენომენია, იგი ბევრ
სირთულესთან არის დაკავშირებული, მშობელს ხშირად უწევს მრავალი
პრობლემის გადაჭრა. მთავარია როგორ გადავჭრით ამ პრობლემას.
აღზრდის საკითხში ორივე
მსობელს დიდი როლი აკისრია. ბავშვს ერთნაირად ჭირდება როგორც
დედასთან, ისე მამასთან კავშირი. მისთვის ორივე მშობლის სიყვარულის
განცდა აუცილებელია.
ბავშვის აღზრდა ნიშვნავს, მას
ასწავლო ამა თუ იმ მოვლენის სწორად აღქმა და შედასება, თუმცა მხოლოდ
დარიგებით ნუ მოითხოვთ ბავშვისგან თქვენთვის სასურველი ქცევის
შესრულებას, მიეცით მას საშუალება საკუთარი გამოცდილებით მიიღოს
გარკვეული ცდნა. ნუ დასჯით და ნუ დატუქსავთ, რადგან, მან არ იცის რას
ნიშნავს დამნაშავედ ყოფნა.
აქვე მოვიყვან ამერიკული ნაწარმოების მოკლე ვარიანტს ,, მამის მონანიება“, რომელიც დეილ კარნეგის წიგნში ამოვიკითხე. ამ ნაწარმოებით მინდა გითხრათ , რომ სანამ შენიშვნას მისცემდეთ და კრიტიკას შეუდგებოდეთ, გაიხსენეთ ეს ამონარიდი:
აქვე მოვიყვან ამერიკული ნაწარმოების მოკლე ვარიანტს ,, მამის მონანიება“, რომელიც დეილ კარნეგის წიგნში ამოვიკითხე. ამ ნაწარმოებით მინდა გითხრათ , რომ სანამ შენიშვნას მისცემდეთ და კრიტიკას შეუდგებოდეთ, გაიხსენეთ ეს ამონარიდი:
უ. ლივინგსტონ ლარნედი
,,მამის მონანიება“
,,ყური მიგდე შვილო. შენ ახლა
გძინავს. პაწია ხელი ლოყის ქვეშ გიდევს, ქერა, ხუჭუჭა კულულები ოფლიან
შუბლე მიგკრობია. მარტო შემოვიპარე შენს ოთახში. რამდენიმე წუთის წინ
ბიბლიოთეკაში გაზეთს ვკითხულობი. მონანიების მწარე გრძნობამ შემიპყრო.
ახლა კი მოვედი შენს საწოლთან, მოვედი დანაშაულის შეგრძნებით. აი, რა
ვიფიქრე, შვილო: მთელი ჩემი სიბრაზე შენ გადმოგანთხიე, დაგტუქსე, როცა
იცმევდი და სკოლაში მიდოდი, დაგტუქსე იმისთვის, რომ სახეზე ოდნავ
მოისვი სველი პირსახოცი, დაგტუქსე იმისთვის რომ ფეხსაცმელი არ
გაიწმინდე, გულმოსულმა გიყვირე, როცა ტანსაცმელი იატაკზე
დაყარე.
საუზმის დროსაც გებუზღუნე: შენ ჩაი
დაგეღვარა, ჩქარა ყლაპავდი საჭმელს, იდაყვები მაგიდაზე გეწყო. პურს
მეტისმეად სქლად წაუსვი კარაქი. მერე სათამაშოდ რომ წახვედი, მე კი
მატარებელზე მაგვიანდებოდა, მომიბრუნდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე:
,,ნახვამდის მამიკო!“ – მე წარბები შეგიყარე და გიპასუხე : ,, მხრებში
გაიმართე!“
დღის ბოლოს ყველაფერი თავიდან
დაიწყო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, დაგინახე მუხლებზე
დაჩოქილიყავი და ბურთულებით თამაშობდი. წინდები დაგხეოდა,
გავბრაზდი და დაგამცირე ამხანაგების წინაშე: ჯიკავით გამოგიგდე წინ და
გიყვირე – წინდები ძვირი ღირს, შენ რომ ყიდულობდე,
გაუფრთხილდებოდი მეთქი, ღმერთო ჩემო ეს რამ მათქმევინა!
გახსოვს მერე ჩემთან ბიბლიოთეკაში
რომ შემოხვედი მორცხვად და სევდით სავსე თვალებით შემომხედე?
გავბრაზდი გაზეთის კითხვაში რომ ხელი შემიშალე.
შენ კარებთან აიტუზე. რა გინდა
მეთქი, – მკაცრად შეგეკითხე.
შენ არაფერი მიპასუხე, მაგრამ უცებ
მოსხლეტით გამოიქეცი, ხელები კისერზე შემომხვიე და მაკოცე. შენი
ხელები ღვთიური სიყვარეულის გრძნობით იყო გამთბარი, მას ჩემი აგდებული
დამოკიდებულება ვერაფერს აკლებდა. მერე კი ზოზინით აუყევი კიბის
საფეხურს.
გაზეთი ხელიდან გამივარდა და
საშინელი, გულისამრევი შიში დამეუფლა. ეს რა ჩამადენინა ჩვევამ?
ჩვევამ ბუზღუნისა და დატუქსვისა? აი, რა მიიღე ჩემგან ჯილდოდ, ჩემო
პატარა ბიჭო. იმის თქმა ხომ არ შეიძლება, თითქოს არ მიყვარდე. საქმე
ისაა, რომ თვითონ მე გაცილებით მეტს მოველოდი ჩემი სიჭაბუკისგან და
საკუთარი წლების საზომად შენ გიყენებდი.
არადა ისეთი ჯანსაღი, მშვენიერი და
გულწრფელი თვისებები გაქვს. შენი პაწაწინა გული ისეთივე ღიაა, როგორც
განთიადი უზარმაზარ მთაგრეხილთა თავზე. ეს გულღიაობა აკი გამოჩნდა
კიდეც სტიქიურ აფეთქებაში როცა ვეღარ მოითმინე, გამოქანდი და
დასაძინებლად წასვლის წინ მაკოცე. მეტს აღარაფერს აქვს მნიშვნელობა,
შვილო. ახლა მოვედი შენს პატარა საწოლთან და დარცხვენილმა, მუხლი
მოვიყარე შენს წინაშე.
მცირედი გამოსასყიდია. ვიცი,
გაღვიძებულს რომ გიამბო, შენ ვერ გაიგებ. მაგრამ ხვალიდან მე ნამდვილ
მამობას გაგიწევს! მეგობრად გაგიხდები, გავიზიარებ შენს ტანჯვას,
ვიცინებ შენთან ერთად, ენას კბილს დავაჭერ, რომ უშნო სიტყვა არ
წამომცდეს, სულ ლოცვასავით ვიმეორებ: ,,ის ხომ პატარა, სულ პატარა
ბიჭია!“
… მე სულელი ისე გიყურებდი, როგორც
მოწიფულ კაცს. მაგრამ ახლა როცა შენს პატარა საწოლში ასე დაღლილსა და
მოკუნტულს გიმზერ, ვხვდები, რომ ჯერ სულ ბავშვი ხარ. აგერ გუშინ არ
იყო, დედას ხელში აყვანილი რომ დაჰყავდი?
მე მეტისმეტს მოვითხოვდი შენგან,
მეტისმეტს“.
ვფიქრობ ყოველივე ამის შემდეგ
ზედმეტი იქნება რაიმეს დამატება, ამიტომ ნუ მოვექცევით ბავშვებს
მკაცრად, ნუ მოვითხოვთ მათგან ბევრს, მივიღოთ ისინი როგორც ბავშვი და
არა კაცი. იგი დამოკიდებულია სხვებზე თავისი მოთხოვნილებების გამო,
ამიტომ იგი დამოკიდებული უნდა იყოს და არა მორჩილი.
თიკო მაისურაძე
ყველა სტატია შექმნილია
არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება
საავტორო უფლებები.