პიროვნების
ინდივიდუალურ–ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შორის, პირველ რიგში,
ხასიათი და ტემპერამენტი განიხილება.
თუ კლასიკურ ფსიქოლოგიაში ტერმინი „ხასიათი“ და „ტემპერამენტი“უკავშირდება მიდრეკილების, დისპოზიციის ცნებას (ხშირად გამოიყენება, როგორც პიროვნების სინონიმი). ოლპორტი გამიჯნავს მათ პიროვნების ცნებისაგან.
ცნება ხასიათი ტრადიციულად იწვევს ასოციაციას გარკვეული მორალურ სტანდარტებთან, რომლის შესატყვისადაც ხდება პიროვნების ქცევის შეფასება. როდესაც ვინმეზე ამბობენ, რომ მას კარგი ხასიათი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მისი პიროვნული თვისებები სოციალურად და ეთიკურად სასურველია. ამ მსჯელობებიდან გამომდინარეობს მისი ცნობილი ფორმულა: ,,ხასიათი–შეფასებული პიროვნებაა, ხოლო პიროვნება – შეუფასებელი ხასიათი“.
ტემპერემენტი განიხილება, როგორც
პიროვნების პირველადი ,,საშენი მასალა“, რომელიც განსაკუთრებით
ვლინდება პიროვნების ემოციურ თავისებურებებში. ტემპერამენტი აღწერს
ფსიქიკური პროცესების თანდაყოლილ დინამიკურ მხარეს. ტრადიციულად, ჯერ
კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან არჩევენ ტემპერამენტის ოთხ ძირითად ტიპს:
სანგვინიკურს, ქოლერიკულს, ფლეგმატიკურს და მელანქოლიკურს. ამ
ტიპოლოგიაში ნაგულისხმები კონკრეტული ნიშნები დარჩა უვლელი.
- სანგვინიკი–მოძრავი, დადებითი, მაგრამ ზერელე ემოციების მქონე, ადვილად შეგუებადი და აგზნებადი ადამიანი.
- ქოლერიკი– ძლიერი ემოციების მქონე, აფექტური და სწრაფად გადანაცვლებადი, უფრო უარყოფითი ემოციების მქონე სუბიექტია.
- ფლეგმატიკი–ნელი, ინერტული, ღრმა და სერიოზული, უფრო დადებითი ემოციების მქონე ინდივიდია.
- მელანქოლიკი–სუსტი ნერვული სისტემის მქონე, მეტად მგრძნობიარე, უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილი (შფოთვა, წუხილი, უკმაყოფილება) პიროვნებაა.
რელაურ ცხორებაში იშვიათად გვხდება
ჩამოთვლილი ტემპერამენტის წმინდა ტიპები, თუმცა ყოვეთვის შეიძლება
გაირჩეს წამყვანი მახასიათებლები. ტემპერამენტი–ადამაინის თანდაყოლილი
ინდივიდუალური თავისებურებაა. იგი ხშირად განსაზღვრავს ადამიანის
საქმიანობის ინდივიდუალურ სტილს და პროფესიულ შესატყვისობას
(მაგალითად: სპორცმენის. მფრინავის, ოპერატორის საქმიანობას უფრო
შეესატყვისება სანგვინიკისა და ქოლერიკის ტიპები, ვიდრე ფლეგმატიკს და
ა.შ).
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.