სინამდვილის ასახვა ფსიქიკაში,
პირველ რიგში, აღქმის სახით ხდება, ჩვენ აღვივამთ საგნებს, მათ
მოძრაობას, მათ ხმაურს, ფერს, სუნს და ა.შ.
„საგნის არსის ან მისი ცალკე
თვისებების უშუალო განცდას აღქმა ეწოდება“. მაგრამ იმისათვის, რომ
აღქმა განხორციელდეს ამ საგანმა სათანადო ნერვების დაბოლოებების
(რეცეპტორების) გაღიზიანების მეშვეობით უნდა წარმოიშვას ჩვენში
სათანადო შეგრძნებები.
შეგრძნების
აღმოცენება
იმისათვის, რომ აღმოცენდეს
სენსორული პროცესი ანუ შეგრძნება, აუცილებელია რამდენიმე მომენტი:
პირველი, რაიმე ფიზიკურმა მოვლენამ ისე უნდა იმოქმედოს ნერვულ
სტრუქტურაზე– რეცეპტორზე, რომ გამოიწვიოს ნერვში აგზნების
ფიზიოლოგიური პროცესი. ფიზიკური მოვლენის ასეტ ზემოქმედებას
გარიზიანებას უწოდებენ. ხოლო თვით მოვლენას – გამრიზიანებელს. ამის
შემდეგ გაღიზიანებით გამოწვეული აგზნება უნდა გავრცელდეს მგრძნობიარე,
ანუ აფერენტული ნერვით თავის ტვინის სათანადო უბნის ნერვულ უჯრედებზე.
შგრძნება აღმოცენდება ამ ნეირონების აგზნების შედეგად. მათი აგზნება
განიცდება შეგრძნების სახით.
ყველა რეცეპტორი სხვადასხვა
აგებულებისაა იმის მიხედვით, თუ რომელი სახის შეგრძნებებს–
მხედველობის, სმენის, შეხების და ა.შ.– განსხვავებული აგებულების
რეცეფტორები ემსახურება. ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან
სტრუქტურით და ლოკალიზაციით თითოეული შეგრძნების ტვინის ნერვულ
ცენტრებში.
შეგრძნების
ზღურბლები
1) ქვედა
ზღურბლი.
ყოველი ინტენსივობის
გამღიზიანებელს როდი შეუძლია შეგრძნების გამოწვევა. იმისათვის, რომ
აღმოცენდეს უსუსტესი შეგრძნება. გამღიზიანებელმა უნდა მიაღწიოს
ინტენსივობის გარკვეულ დონეს. „გამღიზიანებლის იმ ინტენსიობას,
რომელიც იწვევს უსუსტესს შეგრძნებას ,,შეგრძნების ქვედა, ანუ
მინიმალური ზღურბლი ეწოდება“. მაგალითად, ჩვენ ვერ შევიგრძნობთ მტვრის
ნაწილაკების შეხებას კანზე, ვინაიდან ამ გამღიზიანებლის ინტენსიობა
ვერ არღწევს შეხების შეგრძნების ქვედა ზღურბლს– იგი ,,ზღურბლქვედაა’’.
იმისათვის, რომ შევიგრძნოთ შეხება, მისმა ინტენსიობამ უნდა მიაღწიოს
გარკვეულ დონეს. სახელდობრ, ერგის ერთ მეათიათასედს (1/10 000).
ეს არის შეხების შეგრძნების ქვედა
ზღრუბლი. ყოველი სახის შეგრძნებას ტავისი მინიმალური ზღრუბლი გააჩნია.
მაგალითად, მწვანე ფერის შესატყვისი შეგრძნების ქვედა ზღურბლი უდრის
ერგის ერთ მეასმილიონედს (1/100 000 000). საშუალო სიმაღლის
ერგის ერთ მეათემილიონედს (1/10 000 000 ) უდრის და ა.შ. რაც უფრო
დაბალია ზღურბლი, მით უფრო მგრძნობიარეა შეგრძნების ორგანო.
2) ზედა ზღურბლი
ქვედა ზღურბლზე მეტი ინტენსიობის
გამღიზიანებლს ე.ი. ,,ზღურბლზედა“ გამღიზიანებელს, ჩვენ მით უფრო
ძლიერად შევიგრძნობთ, რაც უფრო ინტენსიურია იგი . მაგრამ ამ
მიმართულებითაც არსებობს საზღვარი. ეს არის შეგრძნების ,,ზედა ანუ
მაქსიმალური ზღურბლი“. ასე ეწოდება გამღიზიანებლის იმ
ინტენსიობას, რომლის მომატება შეგრძნების ინტენსიობას აღარ
ზრდის. ზედა ზღურბლს შეგრძნების მაქსიმალური ინტენსიობა
შეესატყვისება. ამაზე მეტი ინტენსიობის შეგრძნების გამოწვევა
შეუძლებელია.
3) სხვაობის ზღურბლი
ეს არის გამღიზიანებლის ორ
ინტენსიობას შორის ის მინიმალური სხვაობა, რომელსაც ჩვენ
შევიგრძნობთ.
ადამიანი როდი შეიგრძნობს
გამღიზიანებლის ინტენსიობის ყოველ ცვლილებას (მომატებას ან დაკლებას).
იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ასეთი ცვლილება, ინტენსიობათა შორის
სხვაობამ უნდა მიაღწიოს გარკვეულ დონეს – ეს არის ,,საზღურბლე’’
სხვაობა, რომელიც მოცემული სახის შეგრძნებებისთვის სხვაობის ზღურბლს
წარმმოადგენს. სხვადასხვა სახის შეგრძნებას სხვადასხვა სხვაობის
ზღურბლი ახასიათებს. მაგალითად, საშუალო ინტენსიობის სინათლისათვის
იგი დაახლოებით 1/100–ს უდრის. ე.ი. იმისატვის, რომ შევამჩნიოთ
რომელიმე ინტენსიობის სინათლის დაკლება ან მომატება, არსებულ
ინტენსიობას უნდა მოემატოს ან მოაკლდეს 1/100. საშუალო ბგერისათვის
სხვაობის ზღურბლი დაახლოებით 1/10–ს უდრის , სიმძიმისათვის
–1/30.
აღქმა
აღქმა რეცეპტორზე მოქმედ კონკრეტულ
საგანთა ან მათ თვისებათა თვალსაჩინო ასახვაა. ადამიანი გარემოს ცალკე
გამღიზიანებლების და მათი კომპლექსების სახიტ კი არ განიცდის
ე.ი. გამღიზიანებელს კი არ შეიგრძნობს, არამედ მისგან დამოუკიდებლად
საგანტა სახით აღიქვამს.
მასალას გარემოს აღსაქმელად მხოლოდ
შეგრძნებები იძლევა–სხვა გზა საგნებისა და მათი თვისებების აღსაქმელად
არ არსებობს – მაგრამ ჩვეულებრივ პირობებსი შეგრძნებას ადამიანი
აღქმის გარეშე არც განიცდის. რეალურად ისინი ერთმანეთისაგან
მოუწყვეტლად არსებობენ.
მაგრამ რას ნიშნავს საგნის აღქმა,
თუ არა მის თვისებათა შეგრძნებას? ყოველდღიურ მეტყველებაში და
არაფსიქოლოგიურ ლიტერატურაში სიტყვებს– შეგრძნება და აღქმა ჩვეულებრივ
ერთი მნიშვნელობით ხმარობენ. ,,მე შევიგრძნობ“ ფერს ან ბგერას, მაგრამ
როგორც მეცნიერული ფსიქოლოგიის ცნებები, ისინი არსებითად
განსხვავდებიან.
აღქმის საგნობრიობა
აღქმის შეგრძნებისაგან მთავარ
განმასხვავებელი ნიშანი საგნობრიობაა: აღქმა განიცდება არა როგორც
სუბიექტში მიმდინარე პროცესი, არამედ როგორც სუბიექტის გარეთ, მისგან
დამოუკიდებლად არსებული ობიექტი. მიუხედავადიმისა, იქნება ეს მთელი
საგნის აღქმა, თუ მისი რომელიმე თვისებისა (ფერის, მისგან მომდინარე
ბგერის და ა.შ). მაგალითად ამ საზამთროს რომ ვუყურებ, მე ჩემს გარეთ
არსებულ საგანს – საზამთროს ვხედავ და არა ამ საზამთროს ზემოქმედებიტ
ჩემში აღძრულ პროცესს განვიცდი, ან მის მწვანე ფერს რომ
განვიცდი – ჩემში
აღმოცენებული სიმწვანის შეგრძნებას კი არ განვიცდი, არამედ ჩემს
გარეშე, გარკვეულ მანძილზე არსებული საგნის ფერს ვხედავ. ამ და სხვა
შემთხვევაში საქმე გვაქვს აღქმასთან, რომლის შინაარს სათანადო
შეგრძნებები ქმნიან, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს შეგრძნებები აღქმის
გარეშე არ განიცდება.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.