ფსიქოლოგიის წარმოშობა
ფსიქოლოგიას ხანგრძლივი წარსული აქვს, მაგრამ მოკლე ისტორია“ _ ჰერმან ებინჰაუსი.

ფსიქოლოგიის საწყისები ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაისახა, თუმცა როგორც მეცნიერება XIX ს_დან იღებს სათავეს. პრიმიტიული წარმოდგენები ადამიანის სხეულში მოთავსებული მეორე არსების „სულის“ შესახებ გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ცივილიზაცია და მისი კულტურული ფენომენები – ფილოსოფია და მეცნიერება. პირველყოფილი ადამიანების ხანაში ანიმისტური შეხედულებები იყო გავრცელებული, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ბუნების საგნებსა და  მოვლენებზე და განსაზღვრავს  მათ აღმოცენებას და მიმდინარეობას. რაკი ორგანიზმში სასიცოცხლო ძალა სულის სახით შემოდის და გადის, პირველყოფილთა წარმოდგენაში ის ყველაზე მეტად სუნთქვასთან არის დაკავშირებული. ნიშანდობლივია, რომ სულის კავშირი ჰაერთან, როგორც სუბსტანციასტან და სუნთქვასთან, როგორც პროცესთან, უძველესი ცივილიზაციების მითოლოგიურ-რელიგიურ შეხედულელებშიც აისახა (სუნთქვის საშუალებით ხასიათდება სულიერი ძალა ან სასიცოცხლო ენერგია („ბა“) ძველი ეგვიპტის პაპირუსებში).

ჰომეროსთან პირველად ვხვდებით სულის აღმნიშვნელ ტერმინს „ფსიქე“, რომელიც ბოლო ამოსუნთქვის, სასიცოცხლო ძალასთან განშორების მნიშვნელობით იხმარება (სული განუტევაო), ხოლო თანდათან ამ ტერმინს დაუმკვიდრდა ძირითადი მნიშვნელობა – „სული“. ბერძნული ცივილიზაციის კლასიკურ ეპოქაში მითოლოგიურ-რელიგიური წარმოდგენების გვერდით და ხშირად მათ ნაცვლად ჩნდება ფილოსოფიური შეხედულებები, მიმართული სინამდვილის მოვლენების, მათ შორის ადამიანის შინაგანი სამყაროს რაციონალურ ახსნაზე. დღევანდელი მეცნიერების ძირები ანტიკური პერიოდის ფილოსოფიურ-მეცნიერულ შეხედულებებშია მოცემული. ეს ეხება ფსიქოლოგიასაც. სათავე ფსიქოლოგიური მეცნიერებისა იმ ფორმით, რომელიც ამჟამად არსებობს, ანტიკურ ხანაში უნდა ვეძებოთ. ფსიქოლოგიური წარმოდგენები იმ ფილოსოფიური სისტემების შემადგენელი ნაწილი იყო, რომლებიც ძველმა ბერძენმა სწავლულებმა შექმნეს ბუნების, საზოგადოებისა და ადამიანის ფუნქციონირების კანონზომიერებათა ასახსნელად.

ბუნების ნივთიერ პირველსაწყისად, რომლიდანაც ყოველივე წარმოიქმნა და რომლისგანაც ყველაფერი შედგება პირველ ბერძენ ფილოსოფოსს, თალესს წყალი ჰქონდა წარმოდგენილი, ანაქსიმენს – ჰაერი, ჰერაკლიტეს – ცეცხლი, ემპედოკლეს – მიწა. ფსიქოლოგიის ისტორიისთვის აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამყაროს ეს მატერიალური საფუძვლები, გარკვეული აზრით, სულიერი ბუნებისანი იყვნენ, ვინაიდან, საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისით, ყველაფრის აქტიურ საწყისად სწორედაც სული იყო მიჩნეული.
მაშასადამე, ანტიკური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზე გაბატონებული იყო დოქტრინა, რომლის მიხედვით სული ყველგან და ყველაფერშია მოცემული, ანუ სამყარო განსულიერებულია.

სულის აქტიურობა ყველაზე მეტად ადამიანის სხეულთან მიმართებაში იჩენს თავს.  სული სხეულის ფუნქციონირების საფუძველია. პირველი, ვინც ეს მოსაზრება მკაფიოდ გამოთქვა, ჰერაკლიტე (540-480 ძვ.წ.) იყო. ჰერაკლიტეს მიხედვით, სული თავის ნამდვილ ბუნებას მაშინ ავლენს, როცა ცეცხლისებურია. ის იწვევს სხეულის მოძრაობას, ორგანიზმულ პროცესებს, სული დაკარგვა იგივეა, რაც ცეცხლის ჩაქრობა ანუ სიკვდილი. ჰერაკლიტე ალბათ პირველი იყო ანტიკურ ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაში, ვინც სცადა გაეანალიზებინა ადამიანის ცვალებადობა დაბადებიდან სიკვდილამდე და ის სულის ცეცხლოვანების აწევ-დაწევას დაუკავშირა (სულის ცვალებადობა შეიძლება მატებისა და განვითარების, ან კლებისა და დეგრადაციის მიმართულებით ხორციელდებოდეს). ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ მისი ქცევა, მასში მიმდინარე პროცესები აუცილებელი ხასიათისაა, ე.ი. დეტერმინირებულია. ადამიანს, შესწევს უნარი, გაარკვიოს ამ დეტერმინაციის ბუნება, ანუ შეიმეცნოს კანონზომიერება, წესრიგი, ლოგოსი. ამისთვის მას ორი ორგანო აქვს: შეგრძნება (აღქმა) და გონება (აზროვნება). შემეცნება იწყება გრძნობადი აღქმით, რომელიც სწორად ასახავს სინამდვილეს, მაგრამ ბევრი რამ  მისგან დაფარული რჩება. შეგრძნება კონკრეტულ მოვლენებს ეხება, ზოგადი კი მხოლოდ აზროვნებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამრიგად, შემეცნებას განსაზღვრავს ორი ძირითადი კოგნიტური ფსიქიკური ფუნქცია – შეგრძნება და აზროვნება. ფსიქოლოგიისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს თავისი თავის, საკუთარი გონების შემეცნებაც შეუძლია. „ყველა ადამიანს შეუძლია თავის თავის შეცნობა და გონიერად ყოფნა“ – ამბობდა ჰერაკლიტე.

საყოველთაო დეტერმინიზმის პოზიციაზე იდგა ძველი დროის უდიდესი მატერიალისტი და ატომისტი დემოკრიტე (460-370 ძვ.წ.). ყველაფერი, რაც ხდება სამყაროში და ადამიანის ცხოვრებაში, მკაცრად არის განსაზღვრული და გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. ყოველივე არსებული შედგება უმცირესი განუყოფელი ნაწილებისაგან  _  ატომებისაგან.  საგნების წარმოშობა და მოსპობა არის ატომების გაერთიანება და ამ მთლიანობის დაშლა, რაც მოძრაობას გულისხმობს. თავის მხრივ, მოძრაობის პირობა სიცარიელეა. ამრიგად, დემოკრიტეს ფილოსოფიური სისტემა სამი ცნების საფუძველზეა აგებული. ესენია, ატომი, სიცარიელე და მოძრაობა. დემოკრიტეს შეხედულება სულის შესახებ სწორედ ამ სამი ცნებიდან ამოდის. სული სხეულის მოძრაობის მიზეზია, სხეულის დაშლისას სულის ატომები ტოვებს მას, ე.ი. სხეულთან ერთად სულიც მოკვდავია. სუნთქვისას ჩვენში შემოდის სულის შემადგენელი ატომები, ამოსუნთქვისას ორგანიზმიდან სულის ნაწილიც ამოდის, ანუ იგი მუდმივი განახლების პროცესშია. საბოლოო ჯამში ყველა ფიზიკურ სხეულს, ქვას, მცენარეს, ცხოველს, მკვდარ ადამიანსაც კი აქვს სულის ატომების მცირე რაოდენობა და ამ აზრით, აქვს სული.
გრძნობის ორგანოებში მოთავსებული სულის ატომები ზედაპირისკენ მოძრაობს და იქ ხვდება რეცეპტორში შეღწეული საგნების მიკროსკოპოლ ასლებს, ე.წ. ეიდოლებს. გრძნობის ორგანოში შეღწევისას ეიდოლები შეეხება სულის ატომებს და წარმოიქმნება შეგრძნება. შეგრძნებიდან იწყება შემეცნება. შეგრძნებები შეიძლება ზოგჯერ დეზინფორმაციის წყაროც იყოს, რადგან გრძნობადი აღქმის საშუალებით მიღებული ცოდნა მაინც შეზღუდულია და ბევრი რამ მისთვის დაფარული რჩება. ამიტომ გრძნობად შემეცნებას დემოკრიტე „ბნელს“ უწოდებს. სამაგიეროდ, აზროვნება ნათელი შემეცნებაა, იგი ნათელყოფს იმას, რაც შეგრძნებისთვის დაფარულია. მაგალითად, უხილავი ატომების შემეცნება შეგრძნებით შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი მოაზრება გონების საშუალებით. ამდენად, შეგრძნება და აზროვნება, როგორც კოგნიტური ფუნქციები, შემეცნების პირველი და მეორე საფეხურებია.

პირველი სწავლულები, ვინც რადიკალურად შემოაბრუნა ფილოსოფიური აზრი გარესამყაროს მოწყობიდან შინაგანი სამყაროს გაშუქებისაკენ, ალბათ, სოფისტები იყვნენ. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების შეფასებით, ამ ფილოსოფიური სკოლის ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი პროტაგორა (480-410 ძვ.წ.) შეიძლება ჩაითვალოს სუბიექტურის ცნების აღმომჩენად. თუ რამენად მნიშვნელოვანი იყო ეს ფსიქოლოგიისთვის, თავისთავად ცხადია. პროტაგორას სუბიექტივიზმი ნათლად გამოვლინდა მის საყოველთაოდ ცნობილ გამონათქვამში: „ადამიანი არის საზომი ყველა საგნისა: არსებულისა, რომ ისინი არსებობენ და არარსებულისა, რომ ისინი არ არსებობენ“. ამდენად, მთავარია არა ობიექტური სინამდვილე, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს მას სუბიექტი. არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და ობიექტური ღირებულებები. ყველაფერი შეფარდებითია და დამოკიდებულია კონკრეტული ინდივიდის მდგომარეობასა და უნარზე. შეფასება ერთი და იმავე ინდივის ფარგლებშიც ცვალებადობს, რასაც მისი მდგომარეობა განაპირობებს. ყოველგვარი შემეცნება – თეორიული, ესთეტიკური თუ ეთიკური, პირობითია და სუბიექტური. ამ თვალსაზრისს რელატივიზმი ეწოდება.

ბუნებრივია, რომ სოფისტების ინტერესების ცენტრში შემმეცნებელი სუბიექტი ექცევა, პირველ რიგში კი მისი აღქმის, აზროვნებისა და მეტყველების უნარები. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სოფისტმა გორგიამ (480-380 ძვ.წ.) მკაფიოდ დააყენა საკითხი სიტყვის, აზრისა და აღქმული საგნის ურთიეთმიმართების შესახებ. რაც შეეხება შეგრძნებებს, გრძნობად აღქმას, მის მნიშვნელობაზე პროტაგორას გამონათქვამიც.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?