მომხიბვლელობის საიდუმლო
საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ლტოლვა სილამაზისადმი გვაფიქრებინებს, რომ ეს გარკვეულწილად გამოწვეულია ესთეტიკური ტკბობის განცდის მიღების სურვილით.

გავრცელებული გამოთქმა “ლამაზ სხეულში ლამაზი სულია” პირდაპირი მინიშნებაა ამაზე. თუმცა ეპოქათა ცვლისას სილამაზის კრიტერიუმები და მიდგომა მისადმი არაერთგზის შეიცვალა. სხვადასხვა პერიოდებში აქცენტი კეთდებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე: თვალები, ტუჩები, კისერი და ტერფის ზომაც კი. აი სხეულის სილამაზეზე კი არასოდეს კამათობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში პოპულარული მრგვალი ფორმები დღესრეობით სწორმა თხელმა სილუეტმა ჩაანაცვლა.

წონის პრობლემა მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21-ეს დასაწყისში მთავარ პრობლემად წარმოჩინდა. სხვადასხვა ქვეყნებში ჯანდაცვის პროგრამებიც კი ამუშავდა მასთან საბრძოლველად.
გაინტერესებთ რატომ იწონით ზედმეტს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ მიირთმევთ? ბევრი ჭამა სულაც არ მოასწავებს გასუქებას. გააჩნია რით იკვებებით, რამდენად კალორიულია თქვენი მენიუ, რამდენად შეესაბამება იგი ენერგიის დღიურ დანახარჯს, რამდენად სრულფასოვანია თქვენს მიერ მირთმეული კერძები და როგორ შეესაბამება ისინი თქვენი ნივთიერებათა ცვლის ტიპს. დიეტოლოგები თვლიან, რომ “ადამიანი არის ის, რასაც ჭამს”. რომაელი ფილოსოფოსი სენეკა კი ამბობდა:  “ადამიანები არ კვდებიან, არამედ თავს იკლავენ”.

გასუქება შეიძლება გამოწვეული იყოს ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი) მიზეზებით. ეგზოგენურია: ზედმეტი ჭამა, უმოძრაობა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენება და ა.შ.
ენდოგენურია: ენდოკრინული მოშლილობანი, ჰიპოფიზის ან სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მოშლა და ა.შ.  ჭარბი წონა თავისმხრივაც იწვევს ნეგატიურ გამოვლინებებს. სახსრების გამოფიტვას, მიდრეკილებას ვენების ვარიკოზული გაგანიერებისაკენ, თრომბოზს, ემბოლიას, გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო, ასევე გასტროენტეროლოგიურ დაავადებებს.  ჭარბი წონის ადამიანები მიდრეკილი არიან თიაქარის წარმოშობისა და კანის ინფექციური დაავადებებისაკენ. სიმსუქნე ხელს უწყობს დიაბეტის განვითარებას.  როგორც ხედავთ, მისგან სიკეთე არაა. არჩევანი თქვენი გასაკეთებელია:  გსურთ ეს, თუ არა. შემოგთავაზებთ ნორმალური წონის გაანგარიშების ყველაზე მარტივ და ორიგინალურ მეთოდებს:

1. ხალხური მედიცინით_ მაჯის ორმაგი მოცულობა უნდა უდრიდეს კისრის ქვედა ნაწილის მოცულობას, კისრის გაორმაგებული გარშემოწერილობა კი წელის გარშემოწერილობას. თუ ეს ასე არ გაქვთ, ესე იგი ჭარბ წონას ფლობთ.
2. დადგენილია, რომ ადამიანის ნორმალური წონა უდრის იმდენ კილოგრამს, რამდენადაც მისი სხეულის სიმაღლე აღემატება 100 სანტიმეტრს.
3. ევროპის ქვეყნებში მიღებულია ზომად, რომ წონა სიმაღლეზე 115-120 ერთეულით ნაკლები უნდა იყოს. ე. ი.  175 სმ სიმაღლის ქალი უნდა იწონიდეს 55-60 კილოგრამს.
4. კეტლეს ინდექსით ქალს სიმაღლის ყოველ სანტიმეტრზე უნდა ჰქონდეს შემდეგი წონითი პარამეტრები:
  • წვრილი ძვლების მქონე ადამიანს_ 325+10 გრ.
  • ნორმალური სისქის ძვლების მქონეს_ 350+10გრ.
  • მსხვილი ძვლების მქონეს_ 375+10
სასურველია წონის კონტროლისთვის აიწონოთ 10 დღეში ერთხელ, რადგან ის 2-3 კილოგრამი, რომელიც დროის მოკლე ინტერვალში შეემატა შენს სხეულს უფრო ადვილად კორეგირებადია, ვიდრე უყურადღებოდ მიტოვებული წონაში შეპარული მსუყე ციფრები.

ჟურნალში გამოქვეყნებულ ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?