პლატონური სყვარული გამოღვიძებული
ემოციების გამოხატულებაა. ის გამორიცხავს, ხორციელი ლტოლვის
დომინირებას ურთიერთობაში და გულისხმობს სულიერ მისწრაფებებზე
დამყარებულ გრძნობას. იგი გაბატონებულია გრძნობათა ყველა სხვა
გამოვლინებაზე.
ახალგაზრდა ოცნებობს სილამაზესა და ესთეტიკურ ტკბობაზე, ის ახლა სულ სხვაგვარად ხედავს, ესმის, გრძნობს, არა ისე, როგორც უწინ.
მისთვის აუცილებელია თავისი
გრძნობების ხორცშესხმა ახალ, იდეალურ წარმოდგენებში.
მოზარდის პლატონური სიყვარულის
ობიექტი ხშირად მიუწვდომელია, მაგალითად, კინოსა და თეატრის
მსახიობები, პოპულარული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან. ასეთ
ობიექტად შეიძლება მისი გარემოცვის წევრიც იქცეს, რომელსაც იგი
ყურადღებას აქცევს, უწევს მეგობრულ დახმარებას, ყოველგვარი კამათისას
მის მხარეს იჭერს.
პლატონური სიყვარული ადამიანს
ასწავლის გრძნობიერებას და ქმნის საძირკველს მისი მომავალი ემოციური
ცხოვრებისთვის.
ეს დამოკიდებულება შესრულდება,
როცა შემდგომ ეტაპზე მოზარდს ჩამოუყალიბდება საწინააღმდეგო სქესისადმი
ახლებური დამოკიდებულება.
თიკო მაისურაძე
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.