სასიყვარულო გაუგებრობები
თინეიჯერობის პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომხიბვლელია თავისი აქტიური ცხოვრების სტილით, ინტერესთა მრავალფეროვნებით, სამყაროს ფერადოვანი აღქმით, ამ პერიოდს მაინც ახლავს მცირე უსიამოვნებანი, რომლებიც გარკვეულ ასაკამდე  მომეტებული მგრძნობიარობით აღიქმება.
ერთ-ერთი მათგანი სწორედ სასიყვარულო გაუგებრობებია. სასიყვარულო გაუგებრობები სათავეს იღებს, უპირველეს ყოვლისა, პიროვნულ გაურკვევლობებში, _ სასიყვარულო ხატი (სიყვარულის საგანი) ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის ფორმირებული ფსიქიკაში, მისი მხოლოდ კონტურებია მოხაზული. ამავდროულად, სწორედ ინტერესთა სწრაფი ცვლა თანდართული ზემოთ ნათქვამთან, იწვევს გატაცებათა მოკლევადიანობას, ზერელეობას.

თინეიჯერულ ასაკში იშვიათად ყალიბდება უკომპრომისო, უპირობო მუდმივი სიყვარული. ლტოლვები, როგორც წესი, ზერელეა და გარდამავალი, შესაბამისად არჩევანიც სწრაფად იცვლება, რაც ორივე სქესის მოზარდებში ბადებს გაურკვევლობისა და დაბნეულობის შეგრძნებას.
მარცხით დამთავრებულ სასიყვარულო გამოცდილებას არაიშვიათად თან ახლავს სხვადასხვა სახის კომპლექსების ჩამოყალიბება, მათ შორის, არასრულფასოვნების კომპლექსის.

რამდენიმე რჩევა ამ გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად:

1. სანამ დაასკვნით, რომ შეგიყვარდათ კარგად დაეკითხეთ საკუთარ თავს: რას მოიაზრებთ სიყვარულად, როგორია სიყვარულის თქვენეული აღქმა და როგორ გსურთ განვითარდეს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები. თუ მოცემულ მომენტში თქვენი სიყვარულის რეალური სიტუაცია არ შეესაბამება შინაგან სამყაროში აღქმულს, უარი თქვით მასზე.

2. შეამოწმეთ საკუთარი პასუხისმგებლობები. რამდენად შეგიძლიათ იყოთ კომპრომისული და მიმღები.

3. შეხედეთ საკუთარ თავს უცხო თვალით: გამოიყურებით ბედნიერად? შეყვარებული ადამიანი ბედნიერად უნდა გამოიყურებოდეს და თუ არა, უარი თქვით მასზე.

4. შეაფასეთ გარემო, რომელშიც თქვენი რჩეული ცხოვრობს, ცხოვრების სტილი და წესი, _  მისაღებია თქვენთვის? ნუ შეეცდებით მის შეცვლას.

5. გაავლეთ მკვეთრი ზღვარი მოწონებასა და სიყვარულს შორის, ასევე ლტოლვასა და სიყვარულს შორის.

6. ნუ შეიყვარებთ მადლიერების გრძნობის გამო, ნურც მხოლოდ იმიტომ, რომ “ყველა სხვას ” ყავს შეყვარებული, ეს თქვენ დაგაზარალებთ.

7. ნუ იქნებით ეჭვიანი! ეჭვი დესრტუქციული გრძნობაა და სიყვარულთან არაფერი აქვს საერთო.

8. ნუ იქნებით მესაკუთრე! ადამიანის დასაკუთრების მცდელობა ყოველთვის კრახით სრულდება.

9. კამათისას და აზრთა სხვადასხვაობისას იყავით კონსტრუქციული. მოექეცით შეყვარებულს ისე, როგორც თავად გენდომებოდათ, რომ მოგპყრობოდნენ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მართალი, ან დამნაშავე.

10. ნუ შეიყვარებთ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სხვასაც უყვარს ან ზოგადად პოპულარულია. თქვენთვის საყვარელი და სასურველი იპოვეთ. სიყვარული საზოგადო კუთვნილება არ არის.

ყველა სტატა შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?