1. უარი მიტოვებულობის და
მარტოობის გრძნობას, რომელიც განწყობას გიფუჭებთ. დააჯერეთ
თავი, რომ მარტო არ ხართ, არამედ როგორც იქნა თავისუფალი ხართ.
მიდგომის შეცვლა დამოკიდებულებას შეგიცვლით, რაც თავის მხრივ
დაგეხმარებათ პრობლემას იმ კუთხიდან შეხედოთ, რომელიც აქამდე არ
ჩანდა.
2. თანხმობა ყოველდღიურ ზრუნვას საკუთარ თავზე. ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას და ქცევის მანერას, ეცადეთ გამოხატოთ თქვენი ნამდვილი “მე“.
3. უარი ყოფილი პარტნიორის დევნას და თვალთვალს.
4. თანხმობა ახალ ნაცნობობას, მიწვევებს და ნებისმიერ სხვა საზოგადოებრივ კონტაქტს. ჩაკეტილი კარი მარტოსულობის, სევდის, ფორიაქისა და დეპრესიის მეგობარია.
5. უარი მარტოობის შიშს. მარტოობა უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი უსიამოვნო კავშირი, რომელიც ყოველდღიურად გფიტავთ და მოაქვს მძიმე განცდები.
6. თანხმობა გახსნილობას. ისეთად წარმოუდექით სხვებს როგორიც ნამდვილად ხართ, თორემ ნიღბები ადრე თუ გვიან ჩამოცვივდება და აღმოჩნდებით უსიამოვნო სიტუაციაში.
7. უარი არასრულფასოვნების კომპლექსს. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა ბევრს გაიღებდა, რათა თქვენს ადგილზე აღმოჩენილიყო.
8. თანხმობა გართობას, მოგზაურობასა და ახალ გატაცებებს. გაამდიდრეთ თქვენი თავისუფალი დრო ახალი საქმიანობებითა და ინტერესებით. საუკეთესო დროა, რომ დაიწყოთ რაიმე შემოქმედებითის შესწავლა (ხატვა, ცეკვა, ფსიქოლოგია, არტ თერაპია). ასევე საუკეთესო დროა პროფესიული ზრდისთვის.
9. უარი ზედაპირულ გადაწყვეტილებებს, ასევე ჯანმრთელობისთვის საშიშ გატაცებებს, _ ალკოჰოლი, მედიკამენტები, სიგარეტი, რადგან ამ შემთხვევაში დაზარალებული თქვენ აღმოჩნდებით.
10. თანხმობ სამსახურს, ზომიერების ფარგლებში, არ გახდეთ კარიერის მსხვერპლი.
11. უარი არამყარ სასიყვარულო გატაცებებს. ეს მხოლოდ პრობლემებს მოგიმატებთ.
12. თანხმობა ადამიანებთან კონტაქტსა და დიალოგებს.
გისურვებთ წარმატებას!
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.