1. ნაჩქარევად არ გამოხატოთ თქვენი
ემოციები, განმარტოვდით, დალიეთ ერთი ჭიქა ღვინო, ყავა, ან ჩაი
რელაქსაციისთვის.
2. ნუ ჩავარდებით პანიკაში. დაფიქრდით: დარწმუნებული ხართ მის ღალატში?!
ნუ იკითხავთ პირდაპირ.
პასუხად ან ტყუილს მიიღებთ, ან კონფლიქტს. ჯობს საუბარი დაიწყოთ
სავარაუდო კონკურენტზე, დააკვირდით რეაქციას.
3. თუკი ღალატის ფაქტი დადგენილია,
იმოქმედეთ ეჭვიანობის სცენების გარეშე. დაელაპარაკეთ პარტნიორს
სერიოზულად, თუ რაში სჭირდება “მეორე”. მისთვის კომფორტულია ეს თუ
არა. თქვენთან ყოფნა სურს თუ მასთან?
4. თუ ის ყვირის, შეწყვიტეთ
საუბარი, ხოლო შესაფერის დროს მშვიდად კითხეთ, თუ რა ღირსების გამო
მოსწონს “მეორე”.
5. გახსოვდეთ, ეჭვიანობა აზრს
მოკლებულია, თქვენ ან უყვარხართ, ან არა, მაგრამ თუ გადაწყვეტთ
იბრძოლოთ, გააკეთეთ ეს სწორად.
თუ კამათი გარდაუვალია:
1. თუ კამათი გარდაუვალია,
იმოქმედეთ პრინციპით ”არ გაცხარდე!”:
არ გადაუხვიოთ თემას და პარტნიორს არ დაატეხოთ თავზე თქვენი რისხვა ყველა ძველი წყენისა და შეცდომის გამო.
არ გადაუხვიოთ თემას და პარტნიორს არ დაატეხოთ თავზე თქვენი რისხვა ყველა ძველი წყენისა და შეცდომის გამო.
2. დაისახეთ მიზნად ყოველი კამათი პრობლემის გადაჭრისკენ იყოს მიმართული.
3. იყავით თანმიმდევრული. უკეთეს შედეგს მიაღწევთ, თუ თქვენი გამოთქმები იქნება მოკლე და მკაფიო.
თუნდაც ვერ მიაღწიოთ შეთანხმებას, აუცილებელია პარტნიორს უთხრათ დისკუსიის ფორმატში რამდენიმე სასიამოვნო სიტყვაც.
4. თუ ჩხუბისას გადააჭარბეთ, მოუბოდიშეთ, - ”შეეცადე გამიგო”
5. საშუალება მიეცით პარტნიორს გამოთქვას საკუთარი აზრი, ნუ გააწყვეტინებთ, რადგან კონსტრუქციული კამათი უკვე დიალოგია და პრობლემის გადაჭრისკენ მიდის.
6. კამათისას არ გადაწვდეთ პარტნიორის ნათესავებს, ეს ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება. არც პარტნიორის “გონებრივ შესაძლებლობებში” შეიტანოთ ეჭვი, ეს თქვენ შეურაცხგყოფთ.
7. კამათი არ დაიწყოთ, თუ თვალებში “რისხვა გაწვებათ”. კამათი მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი.
8. არ დაიწყოთ კამათი ძილის წინ.
9. სისტემატიური სიტყვიერი ომები სიგნალია, რომ თქვენს ოჯახს პროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.
10. აუცილებლობის შემთხვევაში დაშორდით მშვიდად.
თქვენდამი ღალატი არ უნდა
გახდეს საკუთარ თავში ეჭვის შეტანის მიზეზი.
ეცადეთ გამოიკვეთოს ეს მოხდა გარკვეული სიტუაციის გავლენით თუ ქვეცნობიერი სიგნალის გამო?!
ეცადეთ გამოიკვეთოს ეს მოხდა გარკვეული სიტუაციის გავლენით თუ ქვეცნობიერი სიგნალის გამო?!
თუ ღალატი სისტემატიურ ხასიათს
ატარებს, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა, თქვენს ურთიერთობაში “რა არ
არის წესრიგში”. ღალატი ხშირად გამოვლინებაა ფარული, ანდაც გადაუჭრელი
პრობლემებისა:
უკმაყოფილება ურთიერთობებით, თვითდამკვიდრების სურვილი, შუა ასაკის კრიზისი და ა.შ.
უკმაყოფილება ურთიერთობებით, თვითდამკვიდრების სურვილი, შუა ასაკის კრიზისი და ა.შ.
საჭიროა თუ არა პარტნიორს მოუყვეთ ღალატის შესახებ?! თუ ეს იყო წუთიერი სისუსტე, მაშინ “აღსარებას” მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. ზოგ შემთხვევაში საჭიროა გულახდილად დაელაპარაკოთ პარტნიორს.
წინასწარ გაწონასწორდით, ისაუბრეთ
მშვიდად და მკაფიოდ. თუ დაინტერესებული ხართ ურთიერთობის
შენარჩუნებით, აუხსენით მას, რომ ეს მხოლოდ არასერიოზული
თავგადასავალია, რომელიც არ იმსახურებს ეჭვიანობას.
ღალატის თავიდან აცილება ყოველთვისაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც ღალატის შემდგომ მხოლოდ მის შედეგებს ვიმკით.
მთავარია არ გამოგვეპაროს
ერთმანეთისაგან გაუცხოვების მომენტი. ოჯახურ ურთიერთობების კვლევისას
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მყარი ქორწინების 60 %
დაფუძნებულია სულიერ ურთიერთობებზე, მხოლოდ 40% კი ჰარმონიულ
სექსუალურ კავშირზე.
თუ გაიხსენებთ ერთად ყოფნის პირველ
წლებში როგორი გატაცებით ერთვებოდით ერთმანეთის საქმიანობაში,
მეგობრებთან ურთიერთობებში, მიხვდებით, რომ ეს ახლაც
შესაძლებელია.
ნუ დაივიწყებთ, რომ ინტიმური
ცხოვრება მხოლოდ სექსუალური აქტი არ არის.
დაშორების გადაწყვეტის
შემთხვევაში, საჭიროა ეს პროცესი წარმართოთ დროში გაჭიანურების
გარეშე, რათა თავიდან აიცილოთ ფსიქოემოციური ზიანი.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.