უიღბლო სიყვარულს უხსოვარი დროიდან
ჩვენს დრომდე მრავალი "მსხვერპლი" ჰყავს. სამწუხაროდ, ბევრმა
ჩვენგანმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე პათოლოგიური მიჯაჭვულობის
დამანგრეველი ძალა. რა არის ეს, _ "საამო წამება" თუ სერიოზული
ავადმყოფობა?
თანამედროვე ფსიქოლოგების
მტკიცებით, მიჯაჭვული და განუკურნებელი სიყვარული შეგვიძლია
მივაკუთვნოთ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და ნარკომანია,
ანუ დამოკიდებულებების სინდრომს. ამ პრობლემას ძველი დროის ექიმებიც
დიდი გულისყურით ეპყრობოდნენ. მაგალითად, აბუ ალი იბნ სინა (ცნობილი
როგორც ავიცენა) წერდა, “სიყვარული დამანგრეველი დაავადებაა,
მელანქოლიის მსგავსი”.
თუკი გადაჭარბებული მიჯაჭვულობა
შეიძლება შეფასდეს, როგორც დაავადება, მაშინ აუცილებელია მისგან
განკურნება. საქმე იმაშია, რომ ადამიანის სულში ხანგრძლივად მცხოვრები
ეს პარაზიტული გრძნობა, აუცილებლად მიიღებს ქრონიკულ ფორმას,
შემდგომში კი წარმოქმნის უბედური სიყვარულის სტერეოტიპს.
როდესაც ერთ წარუმატებელ სიყვარულს
მოყვება მეორე, მესამე და ა. შ. სიტუაცია ხდება უმართავი, შედეგი კი
დამსხვრეული ოცნებები, შეუმდგარი ცხოვრება და მუდმივი
გულისტკივილი.
როგორ ვუმკურნალოთ?!
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია
ობიექტურად შეაფასოთ პარტნიორისადმი დამოკიდებულება. სიყვარულს,
თავისთავად, ტანჯვის მოტანა არ შეუძლია, თუმცა, არსებობს სხვა,
თანმხლები გრძნობები, რომლებიც ინიღბებიან რა ამ გრძნობის ქვეშ,
იწვევენ არანორმალურ მიჯაჭვულობებს. ეს შესაძლოა იყოს: დასაკუთრების
დაუკმაყოფილებელი გრძნობა, გათელილი თავმოყვარეობა, მარტობის შიში,
საკუთარი, შინაგანი სამყაროს ჩამოუყალიბებლობა, სურვილი, იცხოვრო
სხვისი ცხოვრებით, დაბალი თვითშეფასება. გაბედეთ და აღიარეთ საკუთარი
პრობლემები და დაიწყეთ მათი მოგვარება.
აიღეთ ქაღალდის ორი ფურცელი, ერთზე
დაწერეთ თქვენი სიყვარულის ისტორია და მისი თანმხლები ტანჯვა და
უსიამოვნებები. ქვეშ დიდი ასოებით მიაწერეთ ფრაზა: “ეს ჩემს
ცხოვრებაში უკვე იყო”. დახიეთ და გადააგდეთ ფურცელი. ამ სახით თქვენ
გაემიჯნეთ საკუთარ “უიღბლო” სიყვარულს.
მეორე ფურცელზე ყველა არსებული ან
სასურველი ღირსება, იმისთვის, რომ იყოთ ძლიერი. ამავდროულად ის
ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს გიშლით მათ შეძენაში. ეს ფურცელი
შეინახეთ და ხშირად გადაიკითხეთ.
არ დაივიწყოთ “ჩვენ საკუთარ თავს
ან ვაძლიერებთ, ან ვასუსტებთ და ორივე შემთხვევაში თანაბრად ვირჯებით”
კ. კასტანედი.
ახლა კი დადგა დრო მოვიშუშოთ
ჭრილობები:
- დილით არ ინებივროთ ლოგინში დიდხანს
- ადგომისთანავე მიიღეთ კონტრასტული დუში ისე, რომ ბოლოს გადაივლოთ ცივი წყალი.
- სასურველია საკვები თეფშზე ლამაზად იყოს გაწყობილი
- ყოველ დღე გაინებივრეთ თავი რამე სიახლით
- მიირთვით შოკოლადი, ის საუკეთესო ანტიდეპრესანტია და აუმჯობესებს განწყობილებას, სტიმულირებას უკეთებს ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონების) გამომუშავებას.
- დასაძინებლად დაწექით ადრე.
- ძილის წინ შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა დამამშვიდებელი ბალახის ნახარში.
- ეცადეთ არ ისარგებლოთ სპეციფიკური (ზედმეტად მძაფრი) სუნის მქონე სუნამოებით, უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ სურნელს.
- შეზღუდეთ სატელეფონო საუბრები, განსაკუთრებით საღამოს საათებში. დღის განმავლობაში კი, ჯობს დაკავდეთ ცოცხალი შეხვედრებით.
- იკითხეთ ბევრი, თუმცა თავი აარიდეთ სატრფიალო ლირიკას, კარგად მოქმედებს სათავგადასავლო და ფანტასტიკურინ შინაარსის ნაწარმოებები.
დროა განიკურნოთ!
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის"
ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.