ბრეხტი წერდა_”უბედურება ხდება
არასწორი გათვლების შედეგად”. ახლა კი ქალების საყურადღებოდ,
რომლებმაც სასარგებლო გამოცდილება მიიღეს წარუმატებელი სიყვარულის
გამო. გთავაზობთ ანალიზისათვის მამაკაცთა რამდენიმე ფსიქოტიპს,
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ
ადამიანში შესაძლოა რამდენიმე ფსიქოტიპი ერთდროულად
გამოვლინდეს.
დათრგუნული ტიპი _ ეს იმდენად ჩამოუყალიბებელი ტიპია, რომ შეგვიძლია მივიჩნიოთ გარდამავალ ეტაპადაც. თუ თქვენ გადაწყვიტეთ შეხვდეთ მამაკაცს, რომელმაც სულ ახლახანს გადაიტანა განშორების სიმძიმე, დაშორდა სხვა ქალს, ანდაც ჰქონდა რაიმე სხვა სახის უსიამოვნება, თქვენ მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ნებისმიერ წუთში, სრულიად უმნიშვნელო რამის გამო მან შეიძლება დაკარგოს წონასწორობა.
საქმიანი _ ის საკუთარ თავს თვლის ძლიერად და თითქმის ყოვლისშემძლედ, რადგან შეუძლია შეუკვეთოს მაგიდა რესტორანში და მოაწყოს “საჭირო ხალხთან” შეხვედრები. ის აგრესიულია და ცდილობს დომინირებდეს ყველაფერში. მათი მიდგომა ქალებისადმი მხოლოდ ერთშია, “ან შენ მიმიღებ ისეთს, როგორიც ვარ, ან ჩვენ ვშორდებით”.
ფრიადოსანი _ ეს ფსიქოტიპი ისწრაფვის ყველაფერი გააკეთოს სრულყოფილად. თუ ის შემთხვევით მოხვდება გაცნობის ბიუროში, წარმოადგენს ღირსებების მთელ არზას, რომელსაც უნდა ფლობდეს მისი ჩეული. ხშირად ცდილობს თავისი გემოვნების შესაბამისად შეუცვალოს საყვარელ ქალს ვარცხნილობა, ტანსაცმელი და თვით გემოვნებაც კი. როგორც წესი, მისი რჩეული აუცილებლად მასზე გაცილებით ახალგაზრდა უნდა იყოს, ამავე დროს დამთმობი და კეთილი.
მეოცნებე _ ეს არის მამაკაცი, რომლის გეგმებიც ძალიან სუსტადაა დაკავშირებული რეალობასთან. მის ყოველდღიურობაში მუდმივად არის რაღაც პროექტი, რომელიც კრახით სრულდება იქამდე, ვიდრე მის რეალიზაციას მეოცნებე შეუდგება. მეოცნებე ადვილად შეიძლება შევიცნოთ: ხშირად იცვლის სამსახურს, არ შეუძლია ჯგუფური მუშაობა, ოცნებობს შეცვალოს ცხოვრება, ხოლო საკუთარ ცხოვრებაში სტუმრების წესიერად მიღებაც კი არ შეუძლია.
მარტოსული _ წარმოიდგინეთ მშვიდი ადამიანი, რომელსაც უყვარს დიდი ხნის განმავლობაში მარტო დარჩენა. მათი უმრავლესობა საყვარელი, მეგობრული ადამიანია, მაგრამ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ, მათ იმდენივე დრო უნდა გაატარონ მარტო, რამდენიც თქვენთან ერთად. მათ უმრავლესობას არ მოსწონს ხმაურიანი შეხვედრები. არ უყვართ ტყუილი ყბედობა. მარტოსულებს შეეფერებათ ისეთი ქალები, რომლებიც არ აღმერთებენ საკუთარი თავის მოვლას.
“დაუხვეწავი ბრილიანტი” _ სამსახურში მას აფასებენ, თანამშრომლები პატივს სცემენ, მაგრამ ზურგს უკან ჩურჩულებენ მასზე. ეს არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერს თავისით მიაღწია. ჯერ ორმოცისაც არ არის, თუმცა მისი კოსტუმი ისე გამოიყურება, თითქოს ასე ეძინა, ხოლო ფეხსაცმლის ფერის გარჩევა დიდი ხნის ხმარებისგან შეუძლებელია. როგორც წესი, ის ირჩევს ქალს, რომელსაც შეუძლია მფარველობა სანაცვლოდ მისი მზრუნველობისა, ანდაც ქალს კლასიკური სილამაზით, რომელსაც შეუძლია აამაღლოს მისი თვითშეფასება.
რომანტიკოსი _ მას უყვარდება თითქმის წამიერად, ხოლო ურთიერთობიდან რამდებნიმე დღეში მასთან ერთად თავს იგრძნობთ უფრო ჭკვიანად და უფრო ლამზად ვიდრე მანამდე იყავით. თითქოს ფრთები გამოგესხათ, თუმცა, რადგან რომანტიკოსი “მოკლე დისტანციაზე მორბენალია,”, გამოფხიზლებასაც ვერ მოასწრებთ, რომ მისი კვალიც აღარ ჩანს. იყავით ფხიზლად..
უიღბლო _ მან შეიძლება მოგხიბლოთ პირველივე შეხვედრით და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგღა იწყებთ შემჩნევას, რომ ყოველ თავის წარუმატებლობაში ის ადანაშაულებს ვიღაც სხვას. მოკლებულია მადლიერების გრძნობას და მხოლოდ მათ იმახსოვრებს, რომელთაც მისთვის ცხოვრებაში ტკივილი მიუყენებიათ.
მამაკაცი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით _ ის გრძნობს საკუთარ მხრებზე პასუხისმგებლობას როგორც ოჯახის, ასევე მეგობრების მიმართ. ლოგიკური აზროვნება ეხმარება “იაროს მუდამ წინ”. ამასთანავე, მოსაწყენი სულაც არაა. არასაჭირო შეხვედრებისგან გაქცეული დიდ დროს უთმობს სპორტს ან სხვა ჯანმრთელ ჰობის.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.