დენდრონის სტუდენტური ხელშეწყობის პროგრამა
დენდრონი უერთდება განათლების სამინისტროს სტუდენტურ პროგრამას და აწესებს განსაკუთრებულ პირობებს ორგანიზაციის სასწავლო კურსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

ინიციატივა ემსახურება ორგანიზაციის უმთავრესი მიზნების, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების განხორციელებას.

დენდრონი პროგრამაში ჩართული პირველი დარგობრივი ორგანიზაციაა და როგორც ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციის ოფიციალური ქართული დაწესებულება, მოუწოდებს ქართულ ტრენინგ-ცენტრებსა და ორგანიზაციებს წაახალოსონ სტუდენტთა ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური განათლების განვითარება.

საშეღავათო პირობები ვრცელდება ნებისმიერი საფეხურის სტუდენტზე, რომელიც ირიცხება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი. დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით სტუდენტური პროგრამების ვებ-გვერდს: http://studentcard.mes.gov.ge/topicdetals-2.276.html?fbclid=IwAR2juPnQ0xkl3_mH3YRvHNo6FwmZMFg4eKnPkV1WSZ8IPkiTHFe2ZtPHC2c


დაგვიკავშირდით:
595 07 81 82
599 505 898
pps.dendroni@gmail.com
მის. : თბილისი, კოსტავას 47

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სასწავლო კურსის შესახებ

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად
გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას
დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია
შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში
შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები,
ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული
კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის
წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის
კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი
ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და
გამართვაში.
სასწავლო კურსის შესახებ
ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები, ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და გამართვაში.
სასწავლო კურსის შესახებ 

არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის
ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების
გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა.
არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის
ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის
იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის
ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის
სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები,
რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების
გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა
გამოწვევების დაძლევისთვის.
სასწავლო კურსის შესახებ 
არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა. არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისთვის.