ოჯახის კონსულტანტის სასერტიფიკაციო კურსი
სასწავლო კურსის შესახებ
ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები, ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და გამართვაში.
მნიშვნელოვანია ოჯახთან მომუშავე სპეციალისტი სრული მოცულობით ფლობდეს სამუშაო მიდგომებსა და სტრატეგიებს, ღრმად იყოს ჩახედული ოჯახის ჯანსაღად ფუნქციონირების მექანიზმებში. სწორედ ამ ამოცანის გადაჭრისთვის შეიქმნა „ოჯახის კონსულტანტის სასერტიფიკაციო კურსი“. „ოჯახის კონსულტანტის სასერტიფიკაციო კურსი“ უზრუნველყოფს ოჯახთან მომუშავე სპეციალისტების გადამზადებას, რომ შეძლონ ოჯახის კონსულტირების ნაყოფიერად წარმართვა. პროგრამის ფარგლებში გაეცნობით ოჯახის, როგორც მიკრო სოციუმის დამახასიათებელ კომპონენტებს, შეისწავლით ოჯახურ კრიზისებსა და მასთან გამკლავების გზებს; გაეცნობით, ოჯახზე, როგორც ცოცხალ სისტემაზე ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს, რომელიც თავის მხრივ მიმართულია მისი წევრების ბიო-ფსიქო-სოციალური მდგომარეობის სტაბილიზაციასა და ოპტიმიზაციისკენ.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა
კურსი გრძელდება 1 აკადემიური წლის განმავლობაში.


სასწავლო კურსის მიზნები

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ოჯახურ პრობლემებზე და გამოწვევებზე მომუშავე სპეციალისტის მომზადება რომელიც გამართულად შეძლებს :
• ოჯახური სისტემების მუშაობის ანალიზს
• ოჯახის კრიზისული მდგომარეობის შეფასებას და ინტერვეციის შესაბამისი სტრატეგიების განხორციელებას
• ოჯახში კონფლიქტებისა და ძალადობრივი ტენდენციების ამოცნობას და შესაბამისი სამუშაო სტრატეგიის განხორციელებას
• დისფუნქციურ ოჯახურ წყვილთა კონსულტირებას
• დისფუნქციურ ოჯახში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების კონსულტირებას
• დისფუნქციურ ოჯახში მცხოვრები ხანდაზმულების კონსულტირებას
• სხვადასხვა გამოწვევის ოჯახთან ინდივიდუალური ინტერვენციის სქემის შემუშავებას
• ინტერვენციის ფორმის განსაზღვრას, დაგეგმვას და იმპლემენტაციას/განხორციელებას.


სასწავლო კურსის შინაარსი

➢ ოჯახის სისტემა, მისი მახასიათებლები, მასთან სამუშაო მიმართულებები ოჯახის ფუნქციის, სტრუქტურისა და დინამიკის შესწავლა. მისი სტაბილიზატორების; ტიპების; მოდელების; ფუნქციური და დისფუნქციური მახასიათებლების; ოჯახის სასიცოცხლო ციკლისა და კრიზისების გაცნობა. ოჯახის შეფასების, კონსულტირების; სამუშაო სტრატეგიებისა და მეთოდების შესწავლა. 36 აკადემიური საათი
➢ ოჯახის სისტემაზე ზემოქმედების შიდა და გარე ფაქტორები ოჯახური როლების სტრუქტურა, სოციალური ატომი; ოჯახის კომუნიკაციის ტიპები და როლური კონფლიქტები. მათი გავლენა ოჯახის შიდა და გარე სისტემაზე. ოჯახური კულტურა, წესები, ნორმები. ოჯახის განვითარებასა და ფუნქციონირებაზე საზოგადოებრივი გავლენის ასახვა 36 აკადემიური საათი ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
➢ ოჯახი სახელმწიფო და კანონი ოჯახური ურთიერთობების სამართლებრივი ასპექტები. ოჯახში ძალადობის ფორმები; არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების უფლებები. ოჯახთან მომუშავე სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისები. 18 აკადემიური საათი
➢ პიროვნების ფსიქოლოგიური ასპექტების როლი ოჯახის სისტემაში პიროვნების განვითარება და ასაკობრივი ფსიქოლოგია. წყვილთა შორის ურთიერთობების ფსიქოლოგია და სექსოლოგია; ბავშებთან, მოზარდებთან და ხანდაზმულებთან ურთიერთობის ფსიქოლოგია და ასაკობრივი გამოწვევები. 24 აკადემიური საათი
➢ პრაქტიკუმი- ოჯახის სისტემასთან სამუშაო სქემები, მეთოდები და ინსტრუმენტები ოჯახთან სამუშაო გეგმის შედგენა. ოჯახის ინტერვიურება, პრობლემის გამოკვეთა, სამუშაო ჰიპოთეზის შემუშავება. მოძალადეებთან და ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობა. კონფლიქტურ, პრობლემურ და კრიზისულ ოჯახთან მუშაობა. ოჯახთან შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის წარმობა. 75 აკადემიური საათი.


სასწავლო კურსის შედეგები

კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს ოჯახის სხვადასხვა გამოწვევებთან სისტემურ მუშაობას. შეძლებს ამოიცნოს და მართოს ოჯახური კონფლიქტები. ექნება უნარი აწარმოოს დისფუნქციური ოჯახის კონსულტირება, შეიმუშაოს მასზე მორგებული სამუშაო გეგმა და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია. 


სასწავლო კურსის მოცულობა

❖ თეორია და მეთოდოლოგია- სატრენინგო შეხვედრები - 180 აკადემიური საათი
❖ ლიტერატურაზე მუშაობა- 60 აკადემიური საათი სასწავლო კურსის ღირებულება 
❖ ინდივიდუალურად რეგისტრირებისას - 3600 ლარი (თვეში 300 ლარი)
❖ წყვილად, მეგობართან ერთად რეგისტრირებისას- 3240 ლარი (თვეში 270) სტუდენტებზე ინდივიდუალურად რეგისტრირებისას ვრცელდება 15 % ფასდაკლება


ტრენერები

❖ ეკატერინე დარსანია - კლინიკური ფსიქოლოგი, ECIP სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრი (EAIP), სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი-ექსპერტი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბავშვთა და ოჯახის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი
❖ მარინე (მაია) ბეგაშვილი- ექიმი ფსიქოთერაპევტი; (ECP) მულტიმოდალი, პრაქტიკისა და სუპერვიზიის წარმოების უფლებით ევროკავშირის ფარგლებში, ECIP (ინტეგრირებული მიდგომა), სუპერვიზორი, ტრენერი, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის (EAP) რეესტრის ფსიქოთერაპევტი და წევრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრი (EAIP), ფსიქოთერაპიაში ქართული სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის დამფუძნელები და პრეზიდენტი; მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი და აკადემიური ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი ხელმძღვანელი.
❖ მარიამ გოჩაძე - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; (ECIP) ; კლინიკური ფსიქოლოგი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის პროგრამების კოორდინატორი.
❖ ნინო კობახიძე - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; (ECIP) ; ფსიქოლოგი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი; ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი; მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.
❖ ანანო ნიაური - იურისტი; ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონისა და მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის იურიდიული მრჩეველი; სტრასბურგის უნივერსიტეტის ფუნდამენტური კერძო სამართლის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი.
❖ ნანა დაშნიანი - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ECIP სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი; ICF პროფესიონალი სერტიფიცირებული ქოუჩი; ICF საქართველოს წევრი. უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული არტთერაპევტი; სერტიფიცირებული ტრენერი; არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა და ბავშვთა განვითარებისა და გაძლიერების ინსტიტუტის „ვედ ჯორჯია“ დამფუძნებელი. ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრის „ლებ ლაიფი“ დამფუძნებელი და დირექტორი.
❖ ლალი კოკაია - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ECIP სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი; ICF პროფესიონალი სერტიფიცირებული ქოუჩი; ქალთა და ბავშვთა განვითარების ცენტრის „ვედ ჯორჯია“ დამფუძნებელი და დირექტორი. 

კურსზე რეგისტრირება 
სასწავლო კურსზე რეგისტრირებისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1aoEQA2XMMf9WbqslatTD4r7leyFY1pBHt2p-DW1XJ9E/edit#responses ან მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე შემდეგი ინფორმაცია: სახელი;გვარი; ტელეფონის ნომერი; რეგისტრირების სტატუსი (ინდივიდუალურად, წყვილად, სტუდენტი ვარ). წყვილად რეგისტრირების შემთხვევაში მოგვწერეთ მეწყვილეს პირადი ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სასწავლო კურსის შესახებ 

არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის
ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების
გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა.
არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის
ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის
იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის
ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის
სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები,
რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების
გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა
გამოწვევების დაძლევისთვის.
სასწავლო კურსის შესახებ 
არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა. არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისთვის.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია
დენდრონი უძღვება ფსიქოთერაპევტთა უწყვეტი პროფესიული განათლების და
კვალიფიკაციის ამაღლების პირველ მუდმივმოქმედ პროგამას
საქართველოში.

პროგრამა საშუალებას აძლევს
მონააწილეებს მიიღონ განგრძობადი პროფესიული განათლების აკრედიტებული
საათები ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ბაზაზე.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი უძღვება ფსიქოთერაპევტთა უწყვეტი პროფესიული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების პირველ მუდმივმოქმედ პროგამას საქართველოში.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონააწილეებს მიიღონ განგრძობადი პროფესიული განათლების აკრედიტებული საათები ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ბაზაზე.