მარტოობა - საშუალება თუ მიზანი - ლუკა შამუგიას ბლოგი
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ლუკა შამუგიას (აბიტურიენტი) ბლოგი თემით "მარტოობის ფილოსოფია".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

რა არის მარტოობა? -დისტრესი. რა შეუძლია მარტოობას?-დეპრესიის გამოწვევა, გულის შეტევათა რისკის გაზრდა და სხვა.
ვფიქრობ საჭირო და აუცილებელია გავმიჯნოთ მარტოობა, როგორც საშუალება და მარტოობა, როგორც მიზანი. მე ვისაუბრებ მარტოობაზე, როგორც საშუალებაზე საკუთრი თავის შესაცნობად.
ეს გულისხმობს საკუთარ გრძნობებზე, სურვილებზე, ფიქრებზე, ფიქრის გამოისობით კი მიზნის - თვითრეალიზაციის, თვითაქტუალიზაციის მიღწევის შესაძლებლობას. მარტოობაში ყოფნის მდგომარეობით გამოწვეული გრძნობები დაცლილია სიყალბისგან, ფიქრები-საჭიროებისგან, სურვილები-ოცნებებისგან. როდესაც ჩვენ შევძლებთ ისეთ სარკეში ჩახედვას, რომელიც საკუთარ თავს გვაჩვენებს მხოლოდ ისეთს, რომელიც გვეუცხოება და გაგვაოცებს („გაოცება გაგების დასაწყისია“), სწორედ მაშინ შეგვეძლება შვუდგეთ სოკრატეს აპოფთეგმის ხორცშესხმას „შეიცან თავი შენი“.

სახლიდან გასვლის წინ ვიხედებით სარკეში. ამ შემთხვევაში მიზანი არის დანიშნულების წერტილამდე მიღწევა, ხოლო ერთ-ერთი საშუალება, იმისთვის, რომ ამ წერტილამდე მივაღწიოთ წარმატებით და შეუფერხებლად, სარკეში ჩახედვაა. ახლა ეს გზა გადავიტანოთ პიროვნებაში, რამეთუ ჩვენი მიზანი არის თვითრეალიზაციის, თვითაქტუალიცაზიის მიღწევა. საამისოდ უმთავრესია პიროვნების სარკეში ჩახედვა. იმისთვის, რომ ამ სარკეში დავინახოთ, ჩვენი თავი ყოველგვარი გარედან მოწებებული ნიშნების გარეშე, საჭიროა მოსამზადებელი ეტაპი. ადამიანი ვინმესთან შეხვედრის წინ, ჯერ ტანსაცმელს იცვამს და მერე იხედება სარკეში. ჩვენ კი, ეს "ტანსაცმელი" არ უნდა გვეცვას რათა სწორად აღვიქვათ ჩვენი წმინდა ინდივიდუალუსტური ბუნება. ამ სარკეში ჩახედვისას არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი დანიშნულების წერტილი, რომ ვიცოდეთ ამ წერტილიამდე მისასვლელი გზის თავისებურება. შინაგან სარკეში იმტომ კი არ უნდა ჩავიხედოთ, რომ ვნახოთ რაღაც გვაკლია თუ არა, არამედ იმიტომ, რომ ვნახოთ, თუ რამ ზედმეტი გვაქვს და მოვიშოროთ ის. 
იმსთვის, რომ არ შეგვეჩეხოს ზედმეტი ნიშანი, რომელიც არასწორად აღგვაქმევინებს ჩვენს ინდივიდუალურობას, აუცილებელია მარტოობა.

BBC-ს მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 55,000 ადამიანი, აბათილებს სტერეოტიპს, იმის შესახებ, რომ მოხუცები უფრო მეტად გრძნობენ თავს მარტოდ. სინამდვლიეში მოზარდებში უფრო მაღალია მარტოობის განცდის მაჩვენებლი ვიდრე მოუხეცებში.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?- ის ხომ არა, რომ ახალგაზრდა ადამიანების უმეტესობას არ გამოუყენებია მარტოობა და ის მხოლოდ განცდის სახით ყოიფილა აღბეჭდილი. როდესაც მარტოობა არის საშუალება, ადამიანი არ გრძნობს თავს განცალკევებულად და იზოლირებულად, არამედ იყენებს ამ მდგომარეობას. როდესაც მარტოობა არის მიზანი, ამ მიზნის მიღწევის საშუალება, ბუნებრივია, იქნება ისეთი რამ, რაც ხელს უწყობს საკუთარ თავში ინდივიუალიზმის სრულიად თუ არა, მცირედ გაქრობას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვეძებთ საკუთარი პიროვნების იმანენტურობას, ისეთი საშუალებებით, რომლის გამოყენებისას ვკარგავთ საკუთარ ინდივიდუალისტურ პიროვნულობას, თუმცა ვხელმძღვანელობთ ამით საშუალების არჩევისას. ნაცვლად ამისა, მას ვხედავთ, ისეთი გადაგვარებული სახით, რომლის გამოისობით გვექმნება ილუზიები საკუთარი შესაძლებლობების დანახვისას. ასეთ შემთხვევაში მათ ვაფასებთ, როგორც არა ინტროსპექციის შედეგად ნახულს და გაგებულს, არამედ როგორც ჩრდილებს რომელთა სინათლის წყაროა „უწყინარი“ გასართობები (ალკოჰოლური, ნარკოტიკული ნივთიერებები, ინტერნეტ ქსელი და ა.შ).

ამდენად, გასაკვირი არცაა რატომ არსებობს შეხედულება მარტოობის ამბივალენტური ბუნების შესახებ.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი