შიში_ახლო მეგობარი - დიმიტრი გობრონიძის ბლოგი
სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის სტუდენტის, დიმიტრი გობრონიძის ბლოგი შიშის შესახებ. 
უცვლელად გთავაზობთ ავტორის ჩანაწერს. გაცნობებთ, რომ საავტორო კუთხისთვის ავტორთა ახალი ნაკადის შერჩევა დაიწყება 1-ლი აპრილიდან. კომენტარის სახით შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი პოზიცია ასახულ საკითხზე. ასევე გვაცნობოთ, თუ რა თემაზე ისურვებდით საავტორო ჩანაწერების ხილვას.

შიში ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური საზრდოა. მისი დანიშნულება ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევის სტრატეგიების სწავლაა. სწავლაში კი ხშირია მარცხი,  ასევე არასწორი ნაბიჯები. ყოველივე ეს პირდაპირპროპორციულია განვითარებისა. ზოგადად, შიში ჩვენი ცხოვრების თანმდევი მოვლენაა, თუმცა როდი განვიცდით მას ყოველდღიურად. უსაფრთხოება ბაზისური მოთხოვნილებაა, რაც აბრაჰამ მასლოუს კარგად აქვს ილუსტრირებული "მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაში".
საკმარისია ეჭვქვეშ დადგეს ჩვენი უსაფრთხოება, მაშინვე ამოტივტივდება ფიქრები, განცდები სიკვდილზე და სხვადასვა ცხოვრებისეულ დანაკარგზე, ტრაგედიაზე.
როგორც წესი, ადამიანი ცდილობს გაექცეს ყოველივე ამას. განრიდების სტრატეგიები მას შეძენილი აქვს ცხოვრებისეული დაკვირვებით, ანალიზით, ანუ იმ გამოცდილებით გამომუშავებული უნარებით. ასეთია სხვადასხვა ტექნიკები და მეთოდები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია არასასურველი განცდების დაძლევა, უარყოდა ან თავის მოტყუება - "ჩახშობა".
მიუხედავად ჩვენი სხვადასხვა სტრატეგიების და "ხრიკების" კორიანტელისა, სიკვდილის მსგავსად შიშიც ადამიანში მუდმივად განიცდება. უდავოა ადამიანს აქვს აფელაციის ძლიერი ტენდენცია და ეს მტიცდება მისი ცხოვრების განვლილი პროცესებით. სწორედ ეს პროცესები და სტრატეგიებია მიზეზი, "შიშის ევოლუციისა", -  ადამიანს უკვე აღარ აქვს იმის შიში რისიც ოდესღაც სხვა ადამიანებს ეშინოდათ. სხვაში ვგულისხმობ იმ ძველი პერიოდის წარმომადგენლებს, რომლებიც გაურბოდნენ სხვდასხვა ზეციურ თუ მიწიერ მოვლენებს და შიშით მიაწერდნენ ღმერთებს სასჯელს.

სამაგიეროდ თანამედროვე ადამიანი ახლა ისეთ შიშებს განიცდის,რომელიც ადრინდელი კულტურებისთვის უცხო იყო, მაგ: ავტოავარიები, სიბერის და სიმარტოვის შიში, დაავადებების შიში ( H1N1, კორონავირუსი და ა.შ ). მესმის და აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ ახლა ვისაუბროთ ცოდნაზეც, თუმცა აქცენტირება ამჯერად შიშზე და უსაფრთხოები ბაზისურ მოთხოვნილებაზე გავაკეთოთ, რომელიც ამ საუბარში უფრო არსებითია ვიდრე ცოდნა.

დღესდღეობით შიშს ყველაზე კარგად შეისწავლის და მასზე სიღრმისეულად ფოკუსირდება ფსიქოთერაპია, რომლის მიზანია გამოიკვლიოს შიშის წარმოშობის კერა და სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ტექნიკებით აღმოფხვრას ის.


პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი