როგორ ხდება ადამიანის ქცევის
ფორმირება? რა ფაქტორები უნდა განვიხილოთ ქცევის სტილის მსაზღვრელად?
❤
ფსიქოთერაპიული პრაქტიკუმი
მეგობრებისთვის და არა მხოლოდ! ვფიქრობ ეს ინფორმაცია საშუალებას
მოგცემთ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და სამყაროს.
უმთავრესი საიდუმლო თავად
პიროვნების ფორმირებაშია, რომელზეც პირდაპირ და ირიბად მოქმედებენ
შიდა და გარე ფაქტორები. ანუ უნდა მივიღოთ ადამიანი, როგორც
ბიო/ფსიქო/სოციალური მოდელის არსება. ვინ ვართ სინამდვილეში?
- ფიზიოლოგიური საჭიროების მქონე
არსება ( ამ შემთხვევაში ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, ყოველ კონკრეტულ
პიროვნებას მოცემული ქცევის ფორმირების პერიოდში როგორი ფიზიოლოგიური
საჭიროება უდგას, ბაზისური მოთხოვნილებების და საჭიროებების
გათვალისწინებით), ფსიქიკური სფეროს თავისებურებით (ინდივიდუაციის
გათვალისწინებთ), (აქ არ დავივიწყოთ გენეტიკური ფაქტორების ასახვა
ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებში) და სოციალური სფეროს
მაფორმირებელი გავლენების ეთობლივი პროდუქტი. თუმცა ეს ინფორმაცია
სრულად ვერ სცემს პასუხს როდის, როგორ, სად და რატომ შეიძინება ესა თუ
ის ქცევა, შეხედულება, გაგება, წარმოდგენა მოვლენებისა და სამყაროს
შესახებ, ფანტაზიები, პიროვნებათშორისი ურთიერთობის პატტერნები... და
ა. შ. შვიდი კონსტრიქტი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის
პიროვნების ფორმირებაზე და აისახება ქცევაში ასე გამოიყურება:
1. ასოციაციები და მოვლენათა შორის
კავშირი, (ასოციაციას ადგილი აქვს, როდესაც ერთი სტიმულით გამოწვეული
რეაქცია, გათვლადია და მთლიანად წააგავს სხვა სტიმულით გამოწვეულ
რეაქციას. ეს ცნება შემოიტანა ბეხტერევმა და დაარქვა მას "
ასოციაციური რეფლექსი" )
2. მოდელირება და
იმიტაცია,(კაცობრიობის გადარჩენა უპირატესწილად დამოკიდებულია ჩვენს
უნარზე, შეცვლილ შიდა და გარე პირობებზე გამოიმუშაოს ახალი რეაქცია,
ასევე, ადამიანი აკვირდება სხვა ადამიანების ქცევებს, მოქმედებებს, და
შემდეგ იმეორებს მათ. ბანდურას მიხედვით - მრავალი პროფესიული და
სოციალური უნარ-ჩვევების დაუფლებისას წარმატება, უფრო წარმატებულობა,
დამოკიდებულია იმიტაციის და აღწარმოქმნის უნარზე, უნარზე, ქცევის
დაკვირვების გზით დასწავლის და მათი იდენტიფიკაციის
3. არაცნობიერი პროცესები(აქ
ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს არაცნობიერ პროცესებზე კლასიკური
გაგებით, აქ ვგულისხმობთ, ა. რომ ადამიანებს ახასიათებთ
თვითშემეცნების სხვადასხვა ხარისხი და დონე და ბ. გაცნობიერების
გარეშეც, ანდაც ცნობიერი გაშინაარსების გარეშეც შეუძლია არაცნობიერ
ზღურბლოვან სტიმულს გავლენის მოხდენა ადამიანის აზრებზე, გრძნობებზე,
და რასაკვირველია ქცევებზე. დიკმენის მიხედვით, იმის სრული
გაგებისთვის, თუ როგორ შეიმეცნებს ესა თუ ის ადამიანი სამყაროს, ან
როგორ ქმედებს, საჭიროა ცნობიერი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და
არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების შეჯერება).
4. დაცვითი მექანიზმები (ლაპარაკი
კლასიკურ დაცვით მექანიზმებზეა, რეიდის მიხედვით დაცვის მექანიზმები
არბილებს ტკივილს, დისკომფორტის, დანაშაულის, სირცხვილის შეგრძნებას
და სუბლიმაცია განიხილება როგორც სურვილ/იმპულსების გადანაცვლება და
მოდიფიკაცია რაიმე გარჯილობაში, ისეთში, რომელიც ცნობიერად მისაღებია
ეგოსა და სუპერ ეგოსთვის).
5. პიროვნული ფაქტორები- ისეთი,
როგორებიცაა: რწმუნებულებები, ღირებულებები, მიდგომები, წარმოდგენები,
რეფლექსია, თვითკონტროლი. ამავე პლასტს მიეკუთვნება სემანტიკა,
სამეტყველო ენის გამოყენების სპეციფიკა, პრობლემის გადაჭრის უნარი,
თვითეფექტურობა, მოლოდინები, შერჩევითი ყურადღება და სხვა. ასევე
სტიმულის აღქმის სპეციფიკა, აღქმის ფილტრები დიდ გავლენას ახდენს
რეაქციის და შესატყვისად ქმედების მოდელის განმსაზღვრელი ხდება.
6. მეტაკომუნიკაციები
(ადამიანებისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ურთიეთობის სურვილი და
სტილი, არამედ ამ ურთიერთობის სტილის და ხასიათის განსაზღვრა -
დახასიათება, მათ შეუძლიათ ურთიერთობის საკუთარი მოდელების
აბსტრაგირება და განზოგადება),
7. ზღურბლი - ( სხვადასხვა
ადამიანს სხვადასხვა მდგრადობა აქვს სტრესზე, ტკივილზე,
ფრუსტრირებაზე, წარუმატებლობაზე, და ა. შ. ზღურბლი თანდაყოლილი
კონსტრიქტია, და მხოლოდ გამოვლინებაა შერეული ხასიათის, ესეც მხოლოდ
იმიტომ, რომ ადამიანებს მრავალ სტიმულზე ერთობლივად უწევთ
რეაგირება).
ახლა უკვე შეგვიძლია განვსაზღვროთ
სხვადასხვა ადამიანის მოსალოდნელი ქმედებები? რასაკვირველია! საკუთარი
მოსალოდნელი ქმედებები? რასაკვირველია! ვფიქრობ ეს ინფორმაცია
საშუალებას მოგცემთ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და სამყაროს