ვინ ვართ და რა გვინდა
ვინ ვართ და რა გვინდა?
დენდრნის დამფუძნებლის, მაია ბეგაშვილის ფსიქოთერაპიული პრაქტიკუმი.

ალბათ ცხოვრების მძიმე წუთებში თქვენც გქონიათ განცდა უმწეობის, საკუთარი თავის შეცოდების, სულიერი ტკივილის...
ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება ვინ ვართ... ან სულაც ჯერაც არ გვიპოვია საკუთარი თავი.
როდესაც ავად ვართ, ავადობს ჩვენი სხეული, საკუთარ თავს როდი ვაიგივებთ ავადმყოფობასთან, ამას მხოლოდ დაავადებას ვუწოდებთ, რადგან ჩვენ ის პიროვნებები ვართ, რომელთაც გვეკუთვნის მოავადე სხეული, და არაფერი მეტი.
რა ხდება ნეგატიური განცდებისა და ფსიქოტრავმული გამოცდილებისას? ყოველთვის, როდესაც ვიტანჯებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ამ ტანჯვასთან ვაიგივებთ, და ვივიწყებთ, რომ ჩვენ, როგორც პიროვნებებს არ შეგვიძლია მხოლოდ გამოცდილება ვიყოთ, ჩვენ ის პირები ვართ, რომელნთაც მხოლოდ გამოცდილება მიიღეს (ნეგატიური, პოზიტიური და ა.შ...) მატერიალური ასპექტით. და ისევ ვივიწყებთ ვინ ვართ, ანდაც არც კი ვიცით, ვინ ვართ, იმიტომ, რომ ჯერ საკუთარი თავი არ გვიპოვია. ...და გვავიწყდება, რომ მხოლოდ იმიტომ ვართ აქ და ამჟამად, რომ შევიცნოთ, ვინ ვართ! ჩვენ სამყაროს ერთეული და ანარეკლი ვართ, რომელიც დედამიწურ გამოცდილებას გადის... ჩვენ ჩვენ ვართ და ეს დიდებულია!
"რა გვინდა"... კი ის კონკრეტული კითხვაა, რომელსაც საკუთარი თავისაკენ მიმავალი გზისკენ მივყავართ, სადაც თვითშემეცნება იწყება და სრულდება და ფორმირდება პიროვნება, მთელი თავისი დიდებულებით. რეკომენდაცია: დაუსვი საკუთარ თავს კითხვები - "ვინ ვარ?" და "რა მინდა?"

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი