დენდრონის დამფუძნებლის,
მაია ბეგაშვილის ბლოგი სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის
ჩამოყალიბების შესახებ.
პრაქტიკუმი სექსოლოგიაში, ჩემი
მეგობრებისთვის და ახალგაზრდა კოლეგებისთვის, ასევე ყველა
დაინტერესებული პირისთვის ❤
რა არის სექსუალობა? სექსუალობა სექსუალური
ლტოლვის გამოვლენისა და სექსუალურ დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებელი
ფაქტორების: ფსიქოფიზიოლოგიური, სულიერი და ემოციონალური, ბიოლოგიური
ფაქტორების, მოქმედების ერთგვარი ერთიანობაა.
სექსუალობა ადამიანის თანდაყოლილი
მოთხოვნილება და ფუნქციაა, ადამიანი იბადება გარკვეული სექსუალური
პოტენციალით, შემდგომში სექსუალობა ფორმირდება ინდივიდუალური
ცხოვრებისეული გამოცდილებით. სექსუალობა, ისევე როგორც სხვა
ადამიანური ქცევითი აქტები, ატარებს როგორც ბიოლოგიურ, ასევე სოციალურ
ხასიათს, ამასთან დაკავშირებით გამოიყოფა ადამიანის სექსუალობის
რამოდენიმე კომპონენტი:
1. ბიოლოგიური - სქესი, სქესის
გარეგნული გამოხატულება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები,
მეორადი სქესობრივი ნიშნები, სქესობრივი ქრომოსომები, ჰორმონები.
2. გენდერული იდენტობა - გარკვეულ გენდერთან მიკუთვნებულობის შეგრძნება
3. გენდერული სოციალური როლი - ქცევის ტიპი საზოგადოებაში, კულტურალური და მოცემული საზოგადოების მორალურ ნორმებთან შესაბამისი
2. ბისექსუალური იდენტობა
2. გენდერული იდენტობა - გარკვეულ გენდერთან მიკუთვნებულობის შეგრძნება
3. გენდერული სოციალური როლი - ქცევის ტიპი საზოგადოებაში, კულტურალური და მოცემული საზოგადოების მორალურ ნორმებთან შესაბამისი
4. სექსუალური ორიენტაცია -
ემოციური, რომანტიკული და მგრძნობელობითი ლტოლვა საწინააღმდეგო
სქესისადმი ( ჰეტეროსექსუალური ორიენტაციისას) საკუთარი სქესისადმი (
ჰომოსექსუალური ორიენტაციისას) ორივე სქესისადმი ( ბისექსუალური
ორიენტაციისას)
5. სექსუალური იდენტობა -
გაიგივება საკუთარი თავის იმ ადამიანებთან, რომელნიც ამა თუ იმ
სექსუალურ ორიენტაციას ატარებენ. თვითშეგრძნება საკუთარი თავის,
როგორც რომელიმე სქესობრივი ორიენტაციის წარმომადგენელის. სექსუალობა
ცვალებადი ფაქტორია და იცვლება და ყალიბდება კულტურალური და სოციალური
წინაპირობების და მორალური ნორმების შესაბამისად როგორ ფორმირდება
სექსუალური იდენტობა? სექსუალური იდენტობა ფორმირდება რამოდენიმე
ფაქტორის ერთობლივი მოქმედებით, მეცნიერთა ნაწილი, მილტონ დაიმონდი,
და ენ ფაუსტო სტერლინგი ცდილობდნენ სექსუალური იდენტობის ბიოლოგიური
მექანიზმების მოძიებას, ასევე ჯონ მანი, სექსუალური იდენტობის წყაროდ
ბიოლოგიურ ფაქტორებს ემხრობა. ამ ეტაპზე ერთიანი, შეჯერებული
მეცნიერული თვალსაზრისი ამ თემაზე არ არსებობს. თუმცა გამოიყოფა
ფაქტორთა ჯგუფი, რომელთა ერთობლივი მოქმედება განაპირობებს სქესობრივი
იდენტობის ფორმირებას. ეს ფაქტორები ასე შეგვიძლია დავალაგოთ:
1. ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ
ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში: დედის ჯანმრთელობა, მაგ.; თუ დედის
სიმსივნით ავადობას მოყვება ტესტოსტერონის შემცველობის ზრდა დედის
სისხლისმიმოქცევის სისტემაში, ტესტოსტერონის დონე ცანასახშიც
მოიმატებს, რაც დაარღვევს მის სქესობრივ განვითარებას. (XX-ბავშვში,
რომელიც გარეგნულად ნორმალურად განვითარებულ ბიჭს გავს, XY) ასევე
მნიშვნელოვანია ჰორმონების ზეგავლენა ცნს-ზე (ცენტრალური ნერვული
სისტემა), რომელიც პასუხისმგებელი ხდება ბავშვის სქესობრივ
დიფერენციაციაზე. ადამიანის ჩანასახისთვის სქესობრივი დიფერენციაციის
კრიტიკული პერიოდია ორსულობის მესამე ტრიმესტრი, სწორედ მაშინ
ყალიბდება სქესობრივი ქცევის ქალური და მამაკაცური ტიპი, ორსულობის ამ
პერიოდში დედის მიერ გადატანილი სტრესი ჩანასახის ანდროგენების
დეფიციტს განაპირობებს, და შედეგად ვითარდება ჩანასახის ტვინის
ფემინიზაცია ჰომოსექსუალური ტიპით.
2. გენეტიკური ფაქტორები:
ჰორმონები დიდ როლს ასრულებენ ბავშვის ბიოლოგიური სქესის ფორმირებაში,
ნორმად ადამიანთა პოპულაციაში ითვლება ქრომოსომათა კომბინაცია XX -
ქალებისთვის, XY- მამაკაცებისთვის, ქრომოსომულმა ანომალიებმა შესაძლოა
განავითაროს კარიოტიპები: XXY, XYY და სხვა...ზოგი ქრომოსომული
დარღვევა შესაძლოა გამოვლინდეს გარეგნულად, დაბადებისთანავე, თუმცა
ზოგი დარღვევა ეხება სასქესო ორგანოებს, და ვითარდება მდგომარეობა -
ინტერსექსი ზოგიერთი მკლევარის აზრით არსებობს გენი, რომელიც
აფორმირებს სქესობრივ ლტოლვას, ამ კვლევების ფორმატში, მარტლაც
დგინდებოდა კავშირი გენურ ფერტილაციასა და ერთსქესურ ლტოლვებს შორის.
თუმცა ეს კვლევები შემდგომ დადასტურებას საჭიროებს და სრულად ვერ
ასახავს ერთსქესური ლტოლვის განვითარების მექანიზმს. ერთი კი ცხადია,
რომ ადამიანის გარეგანი ფაქტორების მოქმედებაზე რეაგირების ტიპზე
გენეტიკური ფაქტორი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ძლიერმომქმედი
ფაქტორი.
3. დაბადების შემდგომი ფაქტორები -
ინგლისელმა მეცნიერმა, ჯონ მანიმ, გამოთქვა სექსუალური და გენდერული
იდენტობის პლატიკურობის შესახებ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც
ადამიანის განვითარების გარკვეულ ადრეულ ეტაპებზე სექსუალური და
გენდერული იდენტობის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს სოციუმი და
აღზრდის ტიპი. მსგავსი თეორიები მოსაზღვრავენ სექსუალური და გენდერული
იდენტობის ფორმირების კრიზისულ პერიოდსაც და ამბობენ, რომ ფორმირება
ხდება პირველი 2 წლის განმავლობაში ასევე აღინიშნება, რომ აღზრდის
კონკრეტული ასპექტები აყალიბებს გარკვეული სექსუალური ორიენტაციის
აღბეჭდვას, ეს ჰიპოთეზა საკმაოდ პოპულარულია არასპეციალისტებს შორის
და ეყრდნობა მშობელთა, ან აღმზრდელთა შორის როლების დისფუნქციურ
განაწილებას. თუმცა შემდგომმა კვლევებმა ეს ჰიპოთეზა არ დაადასტურა.
ამის საწინააღმდეგოდ დადასტურდა ჰიპოთეზა სოციალური შეკვეთის და
წნეხის შესახებ, რომელიც სექსუალური და გენდერული იდენტობის
ფორმირების წინაპირობად განიხილება. სექსუალური იდენტობის
ტიპები:
1. ჰეტეროსექსუალური იდენტობა2. ბისექსუალური იდენტობა
3. ჰომოსექსუალური იდენტობა უნდა
გვახსოვდეს ერთი რამ: სექსუალური იდენტობა ერთმნიშვნელოვანი არ არის
ჭეშმარიტ სექსუალურ ორიენტაციასთან და სავალდებულო არ არის ემთხვეოდეს
მას. იშვიათად, მაგრამ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ჭეშმარიტი
ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ადამიანი შეცდომით ახდენს
თვითიდენტიფიკაციას ჰომოსექსუალთან, ანდაც ბისექსუალთან, ერთეული
ჰომოსექსუაკური გამოცდილების საფუძველზე, რაც ნეგატიურად აისახება მის
ყოფა ცხოვრებასა და ფსიქიკაზე, არც ერთი სექსუალური იდენტობა არ
ითვლება უმრავლესად, ან უპირატესად და სექსოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა
მუშაობისას უნდა შეუქმნას კომფორტული გარემო პიროვნებებს, და
დაეხმაროს, რათა ინდივიდმა მოიყვანოს საკუთარი სქესობრივი იდენტობა
შესაბამისობაში ჭეშმარიტ სქესობრივ ორიენტაციასთან.