2022 წლის 9-11 მარტს
ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში გაიმართა ბორდის ყოველწლიური
შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ ეროვნული
ქოლგა ორგანიზაციის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის
წარმომადგენლები, საქართველოს დელეგატი ასოციაციაში მაია ბეგაშვილი,
მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო
აკადემიის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი ნინო კობახიძე, ორგანიზაციის
ბორდის წევრი და იურიდიული მრჩეველი ანანო ნიაური.