ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მოწოდება რუსეთის ხელისუფლების მიმართ ომის შეწყვეტის შესახებ

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი უცვლელად გთავაზობთ EAP-ის ოფიციალურ მოწოდებას რუსეთის ხელისუფლებისადმი ომის შეწყვეტის შესახებ:

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმა და ომი, პატივი სცეს სახელმწიფოთა კანონმდებლობას და დააბრუნოს სამშობლოში რუსული ჯარები და იარაღი.

ჩვენ, ფსიქოთერაპევტები მივიჩნევთ, რომ სამხედრო მეთოდებით შეუძლებელია პრობლემების გადაწყვეტა და  დასახული მიზნების მიღწევა. ნაცვლად ამისა, თავდასხმას მოაქვს განუზომელი ზიანი, იწვევს დესტრუქციას და აისახება არაერთ თაობაზე. მათ შორის, ინდივიდების და ოჯახების ტანჯვის და მძიმე ტრავმების ფორმით სომატურ, ემოციურ და ინდივიდუალურ დონეზე. ფსიქოთერაპევტები მონაწილეობენ მშვიდობიან მოლაპარაკებებში, დიალოგში, დებატებში და კონფლიქტების მოგვარებაში. ჩვენ ვგმობთ ომს და ძალადობას. რუსეთი და უკრაინა არიან ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრი სახელმწიფოები და ჩვენ ვზრუნავთ ორივე ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს ომი და დაამყაროს მშვიდობა გააზრებული და ორივე მხარისთვის პატივსაცემი ფორმით,- დიპლომატიის გზით.

ჩვენ გამოვთქვამთ იმედს, რომ ადამიანური გონიერების უმაღლესი პრინციპები გაიმარჯვებს და მთელი გულით გვსურს რომ მოიძებნოს გამოსავალი რომელიც აღადგენს მშვიდობას.

*თარგმანი მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ.

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ოფიციალურ პოზიციას საქართველოში წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
დამატებითი ინფორმაციისთვის: pps.dendroni@gmail.com

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიის ევროპული ფლაგმანის - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე - ანანო ნიაური გახდა პირველი ქართველი რომელიც ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობაში ჩართულია თანახელმძღვანელის სტატუსით და იკავებს არჩევით თანამდებობას.
ანანო ნიაური ამავდროულად არის ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის იურიდიული მრჩეველი. EAP ეთიკის კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას მათ შორის, სიმპოზიუმების, ვორქშოფების და ღონისძიებების ორგანიზებით, პერიოდულად აწარმოოს ეთიკის კოდექსის რევიზია და მასში ცვლილებების ინიცირება.
2024 წლის 13-16 მარტს ვენაში
ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ბორდის შეხვედრა.
ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის
დელეგაციამ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში და წარმოადგინა
ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება. შეხვედრაზე განხილული იყო
ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, სამუშაო
მექანიზმები და გაედლაინები.
2024 წლის 13-16 მარტს ვენაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ბორდის შეხვედრა. ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დელეგაციამ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში და წარმოადგინა ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება. შეხვედრაზე განხილული იყო ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, სამუშაო მექანიზმები და გაედლაინები.