2021 წლის 9-14 დეკემბერს
საქართველოს ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპიის და ნეიროლინგვისტური
პროგრამირების ასოციაციის მოწვევით თბილისში შედგა EANLPT ასოციაციის
პრეზიდენტის, კატალინ ზაჰარიას სამუშაო ვიზიტი.
კატალინ ზაჰარიას ხელმძღვანელობით საქართველოში დაიწყო ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპიის პანევროპული სტანდარტის პირველი ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა.
პროგრამის პირველი მოდულია NLP ქოუჩინგი.
კატალინ ზაჰარიას ხელმძღვანელობით საქართველოში დაიწყო ნეიროლინგვისტური ფსიქოთერაპიის პანევროპული სტანდარტის პირველი ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა.
პროგრამის პირველი მოდულია NLP ქოუჩინგი.
საქართველოს ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის და ნერო ლინგვისტური პროგრამირების ასოციაციის მიზანია ფსიქოთერაპიის ნეირო ლინგვისტური მიდგომის დამკვიდრება, სრულფასოვანი EAP სტანდარტის განათლების შესაძლებლობის შექმნა, პროფესიული საზოგადოების კვალიფიკაციის ამაღლება. ასოციაცია საქართველოში წარმოადგენს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციას EANLPT (European Association for Neuro-linguistic Psychotherapy). ორგანიზაცია ასევე სარგებლობს EAP ქოლგა ორგანიზაციის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის, დენდრონის სრული წევრის სტატუსით.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია ულოცავს ეროვნულ ასოციაციას პროგრამის წარმატებულ დახურვას და მადლობას უხდის საქართველოში ნეირო-ლინგვისტური ფსიქოთერაპიის განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.