სიხარულით გაცნობებთ, რომ
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მაია
ბეგაშვილი შეუერთდა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის,
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის
ექსპერტთა ჯგუფს. ეს არის ქართველი ფსიქოთერაპევტის ჩართულობის
პირველი შემთხვევა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის
საკომიტეტო საქმიანობაში.
მაია ბეგაშვილი არის ლიცენზირებული
ექიმი ფსიქოთერაპევტი (სახელმწიფო ლიცენზირება), ECP ევროპული
სერტიფიცირების მქონე ფსიქოთერაპევტი მულტიმოდალური მიმართულებით,
ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის
მფლობელი.
2011 წელს მაია ბეგაშვილმა დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია დენდრონი, რომელმაც მიზნად დაისახა ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება საქართველოში და მისი ჰარმონიზაცია პანევროპულ სტანდარტთან. 2014 წლიდან ორგანიზაცია არის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული წევრი და ხელს უწყობს მისი სტანდარტების გავრცელებას საქართველოში. 2021 წელს მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი გახდა ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია რითაც ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად ქართულმა პროფესიულმა საზოგადოებამ დაიკავა ადგილი კვალიფიციური ევროპული ქოლგა ორგანიზაციების გვერდით.
მაია ბეგაშვილი არის მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგის შემომტანი საქართველოში. 2018 წელს ის გახდა პირველი სპეციალისტი საქართველოდან, რომელმაც მოიპოვა ECP სერტიფიკატი. ამჟამად მუშაობს საერთაშორისო ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებთან დარგობრივი თანამშრომლობის და დაახლოების საკითხებზე ფსიქოთერაპიის და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში.
ქართულ პროფესიულ საზოგადოებას ვულოცავთ ქართული ფსიქოთერაპიის სახელის კიდევ ერთხელ გატანას საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში. ჩვენი გუნდი იმედოვებს, რომ ქართულ და ევროპულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებებს შორის ჩვენს მიერ აშენებული ხიდი ბევრ ახალგაზრდა სპეციალისტს გაუადვილებს გზას კვალიფიციური და ეთიკური ფსიქოთერაპიული პრაქტიკისა და პროფესიული თვითრეალიზების გზაზე ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე.