მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ
კოლეგებს, ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას (EAP) ფსიქოთერაპიის
ქართული ფედერაციის, დენდრონის სახით ქართული პროფესიული საზოგადოების
აღიარებისთვის.
ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად ჩვენს ქვეყანას ჰყავს ევროპული ქოლგა ორგანიზაცია - National Umbrella Organisation.
ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად ჩვენს ქვეყანას ჰყავს ევროპული ქოლგა ორგანიზაცია - National Umbrella Organisation.
დღეს, ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის საერთო შეხვედრაზე მოვისმინეთ ასოციაციის პრეზიდენტის
შთამაგონებელი სიტყვა, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად
აღინიშნა საქართველოს ქოლგა ორგანიზაციის შემოერთების საკითხი.
ჩვენთვის ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და
თითოეული ფსიქოთერაპევტისთვის შთამბეჭდავი წარმატებით დასრულდა.
საპატიო პასუხისმგებლობაა ვემსახურებოდეთ ფსიქოთერაპიის განვითარებას,
წარმოვადგენდეთ ევროპის ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას, 42 ქვეყანას და
120 000 ფსიქოთერაპევტს საქართველოში და გაგვქონდეს ქართული
ფსიქოთერაპიის სახელი მსოფლიოში.
დღეს, ჩვენს დიდ გუნდთან
გვაერთიანებს პროფესიული ღირსების განცდა, კეთილსინდისიერება და
ბრძოლისუნარიანობა მიზნისთვის - დავამკვიდროთ კვალიფიციური
ფსიქოთერაპია საქართველოში. დავამყაროთ პროფესიული საზოგადოება
თანასწორობაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და მაღალ პროფესიულ
ღირსებაზე - კვალიფიკაციის შესაბამის აღიარებაზე. დავამკვიდროთ ჩვენი
შრომა მაგალითად და შესახსენებლად იმისა, რომ დიდ მიზანს და
მცირერიცხოვან გუნდს შეუძლია სარგებლობა მოუტანოს მრავალ ადამიანს და
მთელ ქვეყანას.
2011 წლიდან ჩვენ ვქმნით
კვალიფიკაციაზე დამყარებული ფსიქოთერაპიის კულტურას საქართველოში.
2014 წლიდან ორგანიზაცია გახდა ყველაზე დიდი ევროპული ფსიქოთერაპიული
საზოგადოების - ფსიქოთერაპიიის ევროპული ასოციაციის სრული წევრი.
ითარგმნა და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ფსიქოთერაპიის
ყველა ვალიდური მოდალობის შესახებ, ხელმისაწვდომი გახდა
ფსიქოთერაპევტთა პროფესიული ეთიკის კოდექსი და სამუშაო გაიდლაინები.
ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია ფსიქოთერაპიის, როგორც
დამოუკიდებელი პროფესიისა და სხვა მეცნირერებებისგან მისი გამიჯვნის
კრიტერიუმების შესახებ, მოეწყო საჯარო ლექციები, მომზადდა
ფსიქოთერაპიული განათლების სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაშია
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებულ პანევროპულ
სტანდარტთან და იძლევა სრული ფსიქოთერაპიული განათლების მიღების
საშუალებას. ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის
მომზადდა სტატიები დარგის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლების
შესახებ. 2021 წლის 12 მარტიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული
ფეერაციის, დენდრონის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია-
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენელი
საქართველოში და საქართველოს წარმომადგენელი ფსიქოთერაპიის ევროპულ
ასოცვიაციაში.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია აერთიანებს ქართულ პროფესიულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას და განაგრძობს მუშაობას კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის საქართველოში. ჩვენ თქვენთან ერთად, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი პროფესიული სტანდარტი მცირე რესურსებით და დიდი შრომით ვქმნით ქართული ფსიქოთერაპიის მომავალს.